ორი ღრმა პორტი, ლარი ისევ ზევით, გადაადგილება თბილისში და ოვაციებით დაბრუნება უამბიციოდ

      მაისის მიწურულია და ლარის პრობლემა ისევ არ გვარდება, პირიქით, რაც შეიძლება ზემოთ იწევს და სადაცაა ფრენას ისწავლის. ამიტომ ლარი დღის მთავარი ამბავია, მას თან მისდევს თბილისური თემებიც და დღეს დაემატა პორტების ამბავიც - უკვე ორი ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება. უცხოეთის ამბავიც დიდი რაოდენობით იყო ჩვენში, რადგან ახლადმიღებული მოქალაქეობის მიუხედავად, მაინც ითხოვენ ექსტრადირებას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 29 მაისი, 2019/

      ლარის ვარდნა - აკაკი ცომაია - მიზეზი, რის გამოც ლარი უფასურდება ისაა, რომ ფულადი აქტივების შემოდინება მცირდება - ლირის გავლენა ლარზე არ შეიძლება, რომ ამდენი ხანი გრძელდებოდეს. გიორგი კეპულაძე ლარის გაუფასურებაზე - ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ეროვნული ბანკის ჩარევის აუცილებლობას რეზერვების გაყიდვის კუთხით. კობა გვენეტაძე - რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი შოკის შთანმთქმელ ფუნქციას ასრულებს, ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოყვება. კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურებაზე - ეს არის მოკლევადიანი რყევა - ეკონომიკური სტაბილურობის ზრდისათვის მნიშვნელოვანია ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი.

      თბილისის ამბავნარი - კახა კალაძე - გუშინდელმა სეტყვამ და წვიმამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორია, როცა ფუნდამენტურად ვახორციელებთ რეაბილიტაციას. 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერია სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს. კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური 1-დან 3 ლარამდე იქნება. კახა კუჭავა - თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი და სამშენებლო მტვერია. კახა კუჭავა - მნიშვნელოვანია, განისაზღვროს პიროტექნიკის გამოყენების ადგილები. კახა კუჭავა - ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი საცხოვრებელ კორპუსებში გარეთ დამონტაჟებული თბოგამათბობლებია. კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე N71 ავტობუსი იმოძრავებს. კახა კუჭავა - დავინტერესდით, ყვითელი ავტობუსები თბილისიდან რომ იქნება ამოღებული, შემდეგ რა ბედი ეწევათ, რომ ხვალ სხვა ქალაქში არ ვიხილოთ.

      პრეზიდენტი წმინდა ნინოს გზაზე - სალომე ზურაბიშვილი - 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი.

      ტექდათვალიერება გაქირავებით - ტექდათვალიერების გავლის მიზნით, ავტომობილების მფლობელების ნაწილი საბურავებს, ფარებს და სხვა აღჭურვილობას ქირაობს.

      ჭიათურის შეთანხმება - კახა კალაძე - მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ჭიათურაში მაღაროელებს მუშაობა - მთავარია, რომ შეთანხმება, რასაც ითხოვდნენ, მიღწეულია.

      განათლება აშშ-ში - მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, განათლების სფეროში განხორციელებულ პირველ პილოტირებულ პროექტებს აშშ-ში წარადგენენ. მიხეილ ბატიაშვილი - პროექტს „მომავლის განათლება“ - აშშ-ში ტექნოლოგიური მიმართულების წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან წარვადგენთ. განათლების მინისტრის მოადგილე უსაფრთხო სკოლების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

      წასულ-დაბრუნებული ლექტორი - ბათუმის უნივერსიტეტის უკვე ყოფილი ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, საქართველოში დაბრუნდა.

      განმეორებითი არჩევანი - გიგი უგულავა ლევან იოსელიანს - თქვენს მხარდაჭერას როცა გვთხოვდით, მაშინ მისაღები ვიყავით.

      გარეჯის ამბავი - ნინო კალანდაძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით პროცესი არა თუ დეესკალაციისკენ, არამედ ესკალაციისკენ მიდის და ეს დროში ემთხვევა ზურაბიშვილის განცხადებას. ეკა ბესელია - დავით გარეჯის საკითხზე, პრეზიდენტის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო.

      ნერვული განქორწინება - ემზარ კვიციანი - 5 დღეში რატომ ხდება განქორწინების მოწმობის მიცემა - გაცხარებული, კავკასიელი ცოლ-ქმარი რომ მივა იუსტიციის სახლში, იმათ 5 დღე ეყოფა დასამშვიდებლად?! ემზარ კვიციანი - 9-წლიანი რეჟიმის შემდეგ, ჩვენი მოქალაქეები დანევროზებულია, ოჯახები პატარა კამათის გულისთვის ინგრევა - როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახებს დანგრევისაგან?.

      პორტების ამოქოქვა - გია ხუხაშვილი - ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ არც ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება და არც ფოთის პორტში გაკეთდება რამე. ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი დოლარია. გიგა ბუკია ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე - არა თუ ორი, შესაძლოა, სამი და მეოთხე პორტიც დაგვჭირდეს ჩვენ საქართველოში.

      მაჩალიკაშვილის დროებითი კომისია - პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო. სალომე სამადაშვილი უმრავლესობას მაჩალიკაშვილის საქმეზე - თქვენ დღეს უარი თქვით, გაიგოთ სიმართლე, რატომ მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი, მძინარე, საკუთარ სახლში. მალხაზ მაჩალიკაშვილი - თემირლანის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა პირადად ივანიშვილმა ჩააგდო - მცირეოდენი სიმართლისაც კი შეეშინდათ.

საზღვარგარეთულები:

      ლიეტუვის სოლიდარული ბუნება - ლიეტუვას პრეზიდენტი - არ შეიძლება თბილი ურთიერთობები გქონდეს ქვეყანასთან, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინასთან მიმართებაში აგრესორია.

      მშენებელი მომხრეები - ტრამპის მომხრეები მექსიკის საზღვარზე კედელს თვითონ აშენებენ.

      უამბიციო უკრაინელი სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას პოლიტიკური ამბიციები არ აქვს და შეთავაზებებს ძალიან ფრთხილად მოეკიდება. გია ვოლსკი - ზელენსკის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, მაგრამ საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, სააკაშვილის მიმართ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეკა ბესელია - ეჭვი არ მეპარება, რომ ზელენსკი პოროშენკოსავით ინანებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. ადვოკატი ნიკოლაი პოლოზოვი - უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება კანონიერია, თუმცა გამორიცხული არ არის სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პრობლემები შეექმნას. სოფო კილაძე - სააკაშვილის ექსტრადირებაზე ძველი მოთხოვნა ძალაშია და ამის მიხედით შეუძლია იმოქმედოს უკრაინის პროკურატურას. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში გუშინ იმხელა აჟიოტაჟი იყო, მე თვითონაც გაოგნებული ვარ - რამდენ ადამიანს ვყვარებივარ თურმე იმ ქვეყანაში. სანდრა რულოვსი - მიშა დღეს უკრაინაში გმირულად ბრუნდება და მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია, ვიდრე ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს. დავით საყვარელიძე - მიხეილ სააკაშვილის პარტია რადას არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი იმავე პასპორტს აიღებს, რომელიც ჩამოერთვა. აკაკი ზოიძე - ჩვენი პროკურატურა, ალბათ, კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირებაზე, წესით, უნდა მიმართოს. მიხეილ სააკაშვილს ბორისპოლის აეროპორტში მხარდამჭერები შეძახილებით „მიშა, მიშა“ დახვდნენ. მიხეილ სააკაშვილი - მე უკრაინაში შურისძიებისთვის ან რაიმეს დანგრევისთვის არ ჩამოვსულვარ, მე ჩამოვედი იმისთვის, რაც ყველაზე კარგად ვიცი - შენებისთვის. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში რაიმე თანამდებობაზე ჩემს დანიშვნაზე საუბარი არ არის. მიხეილ სააკაშვილი - ერთადერთი ქვეყანა დარჩა, სადაც არ მიშვებენ, მაგრამ საქართველოშიც მალე დავბრუნდები.

      ევროპის კომისიის პრეზიდენტი - ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატურაზე ვერ თანხმდებიან.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 104

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters