ნაციონალების აგრესიული აქცია და დაკავებულები, პრეზიდენტის ამუშავება, რობაქიძის საქმის განაჩენი და მინისტრი გახარია

      ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ოფიციალურად ჰყავს, რადგან მან გასულ კვირას ფიცი დადო ღმრთისა და ერის წინაშე. თუმცა, იმ დღეს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია, რადგან ნაციონალებმა აქციები გამართეს და იმ აქციებს შესაბამისი დაკავებები მოჰყვა, რაც მედიაში განხილვის თემად იქცა. ამასთანავე, დღეს რობაქიძეების საქმის განაჩენი გამოქვეყნდა და პრეზიდენტიც ამუშავდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 დეკემბერი, 2018 /

      ნაციონალების აქციურობა - ნათია მეზვრიშვილი - თუ ვინმემ ნახა ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით. გურჯაანის მერმა ველისციხეში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა. დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ ინაუგურაციის დღეს ოპოზიციის გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულა. შს მინისტრის მოადგილე - თუ ოპოზიციის აქციები კანონის ფარგლებში წარიმართება, არანაირი პრობლემა არ იქნება. ნათია მეზვრიშვილი – ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით კვირას კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში. დავით კირკიტაძე - გახარიას და მის გამოძიებას არ ვენდობი, თუმცა ჩვენ კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. მიხეილ სააკაშვილი - დავით კირკიტაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ჩაშალეს ოლიგარქის გეგმები და პასუხმაც არ დააგვიანა - ასობით პოლიციელი მის დაპატიმრებას ცდილობს. სოფიო კილაძე - ოპოზიციის მხრიდან ვიხილეთ სერიოზული პროვოკაციები. ველისციხესთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულ გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტს ოპერაცია ჩაუტარდება. გრიგოლ ვაშაძე - ვიწყებთ აქციებს, რომლებიც არ შეწყდება არც ერთი დღე. ველისციხესთან ოპოზიციის აქტივისტის ცემის ფაქტზე შსს-ში გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. დავით კირკიტაძე პოლიციაში მისვლას აღარ აპირებს და სასამართლოში დაკითხვას ითხოვს. ლევან კობერიძე - „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული აქციები მოსახლეობისთვის აქტუალური არ არის. სოფიო კილაძე - დავით კირკიტაძის და ნიკა მელიას საქციელი იყო ამაზრზენი. გიგა ბოკერია - ჩვენი და „ნაცმოძრაობას" პოლიტიკური ღირებულებები განსხვავდება, მაგრამ პრობლემა ეს არ არის, ქვეყნის პრობლემა არის ივანიშვილი და მისი მმართველობა. კახა კალაძე - იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, "გრიგოლა" ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს - იტრიალონ საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ. კახა კალაძე - არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა, ოპოზიციის სურვილი იყო პოლიციასთან დაპირისპირება, პროვოკაციები, რომ ინაგურაციის დღეს სურათი დაემძიმებინათ. გიგი უგულავა - ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის პრაქტიკულად ნახევარს უთხრა, რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები. სოფიო ქაცარავა თელავის ინციდენტზე - გაგვიმართლა, რომ გუშინ იმ მანქანაში აღმოჩნდა ოთხი ქალი და ქალები არ სცემეს. დავით კირკიტაძე დაკავებისას - საქართველოში მყარდება დიქტატურა, რუსული დიქტატურა - იბრძოლეთ ბოლომდე. ვლადიმერ ბორცვაძე - დავით კირკიტაძე დაკავებულია ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. ვლადიმერ ბორცვაძე - არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. დავით კირკიტაძე თელავის პოლიციაშია გადაყვანილი. გრიგოლ ვაშაძე - დავით კირკიტაძე არ არის ფარცხალაძე, ივანიშვილის გარემოცვის წევრი და ამიტომ რა თქმა უნდა, უნდა დაიჭირონ. ნინო ლომჯარია - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა აიღონ პასუხისმგებლობა აქციების მშვიდობიან განვითარებაზე და იყოს კოორდინაცია შსს-ს მხრიდან. გრიგოლ ვაშაძე - კალაძეს თუ ჰგონია, რომ შეურაცხყოფას მაყენებს გინებით, შეურაცხყოფა მარტო თანასწორს შეუძლია მომაყენოს. გრიგოლ ვაშაძე - კალაძეს თუ ჰგონია, რომ შეურაცხყოფას მაყენებს გინებით, შეურაცხყოფა მარტო თანასწორს შეუძლია მომაყენოს. ნინო ლომჯარია - ყველამ უნდა აგოს პასუხი თავისი დანაშაულის მიხედვით, იქნება ეს პოლიციელი თუ აქციის მონაწილე. მამუკა ბახტაძე - უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ძალის მიერ ჩადენილი მოქმედებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას იწყებს. მამუკა ბახტაძე - სამართალდამცავებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ შესთავაზეს ალტერნატიული გზით სარგებლობა, თუმცა, როგორც ჩანს, მათი მიზანი მშვიდობიანი პროტესტი არ ყოფილა. ძლიერი პოლკოვნიკი - პირი, რომელიც დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსს გადიოდა, პოლკოვნიკს ცემაში ადანაშაულებს. მამუკა ბახტაძე - ვერასოდეს შევეგუებით, რომ ჩვენს პოლიციელებს, ჩვენს მოქალაქეებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და მათზე ძალადობდნენ. დავით კირკიტაძემ თელავის პოლიციის იზოლატორის გისოსებიდან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. გია ხუხაშვილი - ინაუგურაციის თელავში ჩატარება იყო უმწიფარი გადაწყვეტილება და იდიოტიზმის პიკი. გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტის მიერ ინაუგურაციის დღეს გაკეთებული აქცენტები ჩემთვის იყო იმედისმომცემი და ძალიან საინტერესო ეპოქის დასაწყისი. ნინო ლომჯარია - აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს. დიმიტრი ცქიტიშვილი დავით კირკიტაძის დაკავებაზე - არანაირ პოლიტიკურ დევნას არ აქვს ადგილი. გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ დავით კირკიტაძის შემდეგ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავონ. გიორგი ბოტკოველი - დავით კირკიტაძის დაკავება აჩვენებს, რომ პოლიტიკურად აქტიურ ყველა ადამიანს ასე მოექცევიან. გიგი წერეთელი დავით კირკიტაძის დაკავებაზე - შეიძლება არ იყო მოსაწონი ფანჯრის ჩამტვრევა, მაგრამ ამისთვის საპატიმროში ჩასმა შერჩევითი სამართლის მაგალითია. ადვოკატი - დავით კირკიტაძე გამორიცხავს მისი მხრიდან პოლიციელზე ფიზიკურ ან ძალადობრივ შემხებლობას - ვიდეოში ჩანს, რომ პირიქით, მასთან მიმართებაში განხორციელდა ძალადობა. გიორგი ბარამიძე - სადაც იქნება დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი, იქ გვექნება მშვიდობიანი მანიფესტაცია.

      პარლამენტის მართვა - მამუკა ბახტაძე - საპარლამენტო მოდელი არის საუკეთესო საქართველოსთვის განვითარების ამ ეტაპზე, იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ.

      ახალი პრეზიდენტის მუშაობა - ლაშა ჟვანია - კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან - მომავალი კვირის დასაწყისში, სალომე ზურაბიშვილი გუნდის შესახებ თავად გამოაცხადებს. რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადის მთავარი ნიშანი ხალხისგან მისი გადამალვა იქნება. ლაშა ჟვანია - ადმინისტრაციის უფროსად ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს ჯერ ხელი არ მოუწერია. ლაშა ჟვანია - სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში სავარაუდოდ, ხვალ მივა და ეს იქნება მედიასთან ერთად. ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილის სურვილია, რომ შეასრულოს გამაერთიანებლის როლი და ამასთან დაკავშირებით მან სწორი აქცენტები დასვა. მამუკა ბახტაძე - სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს რეალურად ასახავდა. სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მუშაობას დღეიდან შეუდგა. გია ვოლსკი - ის, რომ პრეზიდენტი იმალება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის ნაწილი. სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღეში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს, იქამდე კი არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები გამართოს. სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში - ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტს დღეს მიმართავენ.

      ევროპული განხილვა - საია - ევროპულმა სასამართლომ საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. გიგა ოთხოზორიას ოჯახი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის დაწყებას წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს. დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ხელისუფლება „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიას“ სერიოზულად მიუდგეს.

      გაზრდილი სტატისტიკა - საქსტატი - საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2018 წლის III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.4 ლარით გაიზარდა. გრიგოლ ვაშაძე - ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, რომლებიც არ შეწყდება არც ერთი დღე.

      კალაძის წარსადგენი ბიუჯეტი - კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში დასამტკიცებლად თავად წარადგენს.

      რობაქიძი საქმის განაჩენი - ზაზა ბაქრაძე - დანაშაული ვაღიარე, ახლა მეც და სხვა ბრალდებულებიც განაჩენის მოლოდინში ვართ. გურამ დონაძე ბუტა რობაქიძის საქმეზე - დღეს უნდა დასრულდეს ორი რამ: სპეკულაცია შემთხვევით გარდაცვლილი ადამიანით და ოჯახის მიერ ამ თემით ვაჭრობა. ბუტა რობაქიძის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა სოსო რობაქიძეს „ვაჭარი“ და „ლარიანი“ ეძახეს. ია მეტრეველი - დღეიდან სამართლიანობის აღდგენა იწყება. სასამართლომ საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურებულად მიიჩნია, 2004 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, კერძოდ, მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნისა და პროცესუალური დოკუმენტების განმტკიცების მიზნით, რეალური ფაქტების დამახინჯება და უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჩადება. „2018 წლის 18 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბუტა რობაქიძის საქმეზე და ბრალდებულების - ზაზა ბ.-ს, ზურაბ მ.-ს, გურგენ დ.-ს, ირაკლი ფ.-ს და დავით ი.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. გურამ დონაძის ადვოკატი - მოსამართლემ მაქსიმალურთან მიახლოებული განაჩენი გამოიტანა. ნიკა მელია ბუტა რობაქიძის მშობლებზე - ამ ადამიანებს სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედია არაფრად მიაჩნიათ.

      პუტინთან ნამღერი - პაატა ბურჭულაძე - იური ტემირკანოვის იუბილეზე მომავალშიც აუცილებლად ჩავალ და თავს დავუკრავ ყველა დიდ ხელოვანს, მით უფრო, ვისაც ასეთი სიკეთე და მეგობრობა აკავშირებს საქართველოსთან. დავით სერგეენკო პაატა ბურჭულაძეზე - ხელოვანის გადასაწყვეტია, ვის წინაშე იმღერებს, მაგრამ თუ მას პოლიტიკოსობაზე აქვს ხედვა, ალბათ, ნაკლებად მისაღებია ასეთი ნაბიჯი. დეპუტატების ნაწილი უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პაატა ბურჭულაძემ იმ სცენაზე იმღერა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა. გიორგი ვაშაძე - ძალიან ვწუხვარ და პაატა ბურჭულაძისგან ვითხოვ განმარტებას, რასთან გვაქვს საქმე.

      განათლება სკოლამდე - მამუკა ბახტაძე - სკოლამდელი განათლება არ ითვლება განათლების სისტემის კომპონენტად, რაც ძალიან დიდი შეცდომაა და ამ საკითხს აუცილებლად გამოვასწორებთ.

      სამარცხვინო თავმჯდომარეო?! - ოთარ კახიძე - ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს ჰყოლია.

      ცოცხალი მფრინავი - სოსო ოსორაულის ძმა - ჩემი ძმა არის ცოცხალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

      შემცირებული გადასახადები - მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვართ მოწადინებული, რომ გადასახადების დონე საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ უფრო მცირდებოდეს.

      სადაბადებისდღეო მილოცვა - ილია მეორემ რომის პაპს დაბადების დღე მიულოცა.

      გახარიას ორი თანამდებობა - გიორგი გახარიამ, შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაც შეითავსოს. ნათია მიქელაძე - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს დაეკისრება. ანგარიშის მოთხოვნა - გიგა ბოკერია - პარლამენტის და ხელისუფლების ვალდებულებაა, ანგარიში ჩაგვაბაროს ამ სამარცხვინო და ქვეყნისთვის სახიფათო პოლიტიკური კრიზისის დროს. ეკა ბესელია „ევროპულ საქართველოს“ - ჩვენ და თქვენ ერთმანეთთან ათასობით კილომეტრი გვაშორებს. პარლამენტი გიორგი გახარიას 21 დეკემბერს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოუსმენს.

      აშშ საქართველოსთვის და ჩვენი საგარეო ურთიერთობები - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - აშშ-ში საქართველოს მიმართ ფართო ორპარტიული მხარდაჭერა არის. მამუკა ბახტაძე - კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძლიერი გზავნილი. პრემიერი - ქვეყანა რომ დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმის გამოხატულებაა. მამუკა ბახტაძე - სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, როგორც არასდროს საჭიროა პრაგმატული, მოქნილი და საერთაშორისო ვითარების შესატყვისი საგარეო პოლიტიკის წარმოება. მამუკა ბახტაძე - ქართველ დიპლომატებს დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საქმეში.

      აგრესიის დაპირება და ტერიტორიების პრობლემა - გია ვოლსკი - დარწმუნებული ვარ, არც რუსეთში, არც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არ არსებობს ადამიანი, რომელიც უშვებს, რომ საქართველო აგრესიას აპირებს. შესაჩერებელი აგრესია - ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესია შეაჩეროს. დავით ზალკალიანი - რუსეთი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს. ეგორ კოჩიევი - სახელმწიფო საზღვრის ხაზის მონიშვნა აუცილებელია, მათ ეცოდინებათ, სად მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და სად - საქართველო.

      თავისუფალი ვაჭრობა - გიორგი ქობულია - ჩვენი ვარაუდით, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება საქართველოში ამერიკიდან ინვესტიციებს 20-30 პროცენტით გაზრდის.

      ვალების საიტი - vali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. მამუკა ბახტაძე - იმ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით, რომელიც გვაქვს, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ჩვენი მოქალაქეების ასეთი დიდი ნაწილი როდესმე აღმოჩნდეს ისევ შავ სიაში.

      სემეკის ჩამოწერები - მიმდინარე კვირაში სემეკმა მოქალაქეებს 113 484 ლარი ჩამოაწერა.

საზღვარგარეთულები:

      აღიარების პრობლემა - სერგეი ლავროვი - რუსეთი დანარჩენ უკრაინას დაკარგავს, თუ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს აღიარებს. სერგეი ლავროვი საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების გააქტიურებაზე - ფიქრობთ, რომ ამას პასუხი უნდა გავცეთ, რათა ჩვენი „მე“ ვაჩვენოთ? საქართველოს „გაგუდვას“ გვთავაზობთ?

      ტანკები საზღვრებთან - პეტრო პოროშენკო - რუსეთმა უკრაინის საზღვართან 300-ზე მეტი ტანკი განათავსა.

      ტრამპი და ინტერნეტი - ტრამპმა Facebook-ი, Twitter-ი და Google-ი მისდამი მიკერძოებულ დამოკიდებულებაში და „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 140

ტეგები: qwellynews, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters