წლის ბოლო ქველინიუსი. ბოლო თვეები ისედაც არ იყო აქტიური, ამიტომ მომავალი წლის იმედით და განახლებული მოტივაციით წლის შეჯამებას გავაკეთებთ. ერთი ბლოკი მთელი წლის ქველინიუსების სათაურებს დაეთმობა და დანარჩენ პოსტში ტრადიციულ ამბებს არ ვუღალატებთ. წლის ბოლოა და ყველა სამსახურში შეჯამებები გაიმართა და ასათვისებელი ბიუჯეტებიც ბოლომდე დაიხარჯა. წელი კვლავ სააკაშვილის აქტუალურობით მიიწურა და პარლამენტმაც საახალწლო არდადეგები გამოაცხადა. კოვიდიც აქტუალურია და ნელ-ნელა გამოგვემშვიდობება ომიკრონით. დოლარის ღირებულება - 3.0892 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 532 ადამიანი აიცრა. 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს ღამის კლუბებს სტუმართა შეზღუდული რაოდენობით და გამკაცრებული რეგულაციებით ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ. ჯანდაცვის სამინისტრო ასაკობრივ რისკჯგუფებში ვაქცინაციის წახალისების მიზნით 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატის გაცემაზე ინფორმაციას ავრცელებს.
31 დეკემბერი ანუ საახალწლო ღამე - 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. 31 დეკემბერსა და 6 იანვარს მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე 31 დეკემბერს საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება. Reuters - პანდემიის გამო მსოფლიოს არაერთ ქალაქში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება.
სააკაშვილის პატიმრობა და მკურნალობა - თინა ბოკუჩავა - ახლა უმთავრესი არის პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ასევე, მისი გათავისუფლება ნებისმიერი პენიტენციური დაწესებულებიდან. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და ციხიდან გამოვა მხოლოდ გამარჯვებული. ევგენი გრუშოვეცი - სააკაშვილი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში - ეს არის ფარმაკოლოგიური წამება. შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა არ შეიძლებოდა - „ემპათიას“ კეთილსინდისიერებაში ეჭვი მეპარება. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი კვლავ ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს. ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე - მიხეილ სააკაშვილი აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას და ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით. მიხეილ სააკაშვილი - სულ მალე მოვიშუშებ გორის "რეაბილიტაციისას" მიღებულ ტრავმებს - რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება. ალტერნატიული კონსილიუმის წევრი - მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვერ გამოჯანმრთელდება, რადგან „არ გვაქვს შესაბამისი ტიპის კლინიკა და გამოცდილება". მიხეილ სააკაშვილი - წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად მოგვესალმება ელის მარია სააკაშვილი, ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ანა ფოტიგა - პრეზიდენტ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას და თავისუფლებას, ქართველ თანამდებობის პირებს კი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
ინსპექტორის სამსახური - ლონდა თოლორაია იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ვეტოს დაადებს. პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა მის გადაწყვეტილებებს არავის და მოქმედებდა მხოლოდ კანონის დაცვით. კანონი მიღებული იქნა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების სახელით, მაშინ როცა ამ კანონს, მისი მიღების ფორმას და მეთოდებს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. ლონდა თოლორაია კობახიძის განცხადებაზე - ორი ახალი სამსახურის მომავალ ხელმძღვანელებს გაუგზავნა მკაფიო მესიჯი, რომ თუ ისინიც იმოქმედებენ დამოუკიდებლად, არანაირი პრობლემა არ იქნება მათი სახლში გაშვებაც. შალვა პაპუაშვილი ლონდა თოლორაიას განცხადებაზე - თანამშრომლების როლის დაკნინებაა თუ დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის, როგორც პიროვნება, ერთადერთი გარანტორია დამოუკიდებლობის და პრინციპულობის.
სხვა და თან ამ საქართველოში - ნათია თურნავა - ჩვენ ვემზადებით ახალი რეფორმებისთვის, ინიციატივებისთვის და განვითარებისთვის - 40-მდე ახალი პროექტი არის მარტო ჩემი სამინისტროს პორთფელში შექმნილი. უკვე დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ. ფინანსთა მინისტრი - 11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,7% შეადგინა, მნიშვნელოვანია, რომ არსებითი გაუმჯობესება ფიქსირდება ყველა მიმართულებით. მესტიაში ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გათიშავენ.
„საქსტატი“ - 2021 წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 12.0% შეადგინა
სიმბოლოების პატივისცემა და სხვა საპარლამენტო ამბები - პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შეურაცხყოფისთვის პირს - 1000 ლარი, ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში კი - 2000 ლარი ან 15 დღემდე პატიმრობა დაეკისრება. პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. ნათია მეზვრიშვილი - მაფიოზურმა დაჯგუფება „ოცნებამ” დამოუკიდებლობის უკანასკნელი შუქი ჩააქრო მართლმსაჯულების სისტემაში! პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი - გისურვებთ მომავალი წელი იყოს საინტერესო საპარლამენტო საქმიანობის წელი. არასამთავრობო ორგანიზაციები - სივრცით კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, არსებული რეგულაციებისგან ათავისუფლებს და მთელ რიგ პრივილეგიებს ანიჭებს მთავრობის მიერ შერჩეულ ინვესტორებს. პარლამენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. გიორგი გახარია - ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და ტოვებს მოქალაქეებს დაუცველად სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის პირისპირ - შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს!
2021 წლის ქველინიუსები: [იანვარი] - ქველინიუსი ახალი წლის დასაწყისით - გილოცავთ ახალ წელს. პატრიოტები პარლამენტში და ამნისტიის გაფართოება. კაპიტოლიუმის დივერგენტები, ცეცხლმოდებული საქართველო და ანტისემიტური ამბები. მეორედ წასვლა. ეპისტოლე, დანატოვარი და პროკურატურის ანგარიში - ხელოვნური ინტელექტი გამოძიებაში. რელიგიური არეულობა ჩოხატაურში და საპარლამენტო მანდატები. გირჩულ-ელისაშვილური ტანდემი, პანდემიის შემცირება და ნავალნის დაპატიმრება. უზენაესი გამარჯვება რუსეთზე და ცივი აცრა. რეგულაციების პროტესტი, დაულაგებელი ოპოზიცია და NDI კვლევას ართულებს. რეგლამენტი და მანდატი, გახარიას კოვიდ შეზღუდულობა. ბიზნესი ვერსუს პანდემია და ორივე ერთად ეკონომიკა. ოცი ათასად შეფასებული ქვეყნის „ღალატი“ და გვირილაზე გადაწყვეტილი შესვლა. [თებერვალი] - შემსუბუქებული შეზღდუვები, მანდატები, ინციდენტი მერიაში და გარეჯის ფიგურანტი. მანდატების შენარჩუნება და ალეკოს პარლამენტარიზმის დასაწყისი. თავმჯდომარის სიტყვა, ახალი პარლამენტარი, ვაქცინის შემოსვლა და მანდატები. არჩევნების გამოძიება, აღდგენილი ტრანსპორტი და სწავლის ანონსი. მელიას გირაო, არჩევნების ახალი ოპოზიციური თარიღი და სასამართლო ოკუპირებულ ცხინვალში. სინოდის ჩანიშვნა, ცესკოს დაკომპლექტება, გამომძიებელი დეპუტატები და ბიზნესი პრემიერთან. რწუნებულ-გუბერნატორები, დაწეული ბარიერები და ვაქცინაციის სტატისტიკა. ინიციატორი რესპუბლიკელები, მერია, მელაშვილი და უგირავნო მელია. სინოდის დადგენილება, ევროპული საქართველოს დაშლა და სკოლის დასაწყისი. კოვიდის მოუშორებლობა, გირაოს გამო დაკავება, ოპოზიციის გაურკვევლობა და საარჩევნო სისტემა. დიდთოვლობის პრობლემა, მელიას პატიმრობა და კალაძის ნაქალაქარი. მელიამ გაიტანა თავისი და გახარიამ გადადგომით უპასუხა. ღარიბაშვილი დაგვიანონსეს! ქვეყანა მელიას გარშემო დატრიალდა და ახალი მთავარობა დამტკიცებას ელის. ნდობა ახალი მთავრობისთვის. ნიკა მელია დააკავეს. შეზღუდვების შემცირება და აქციები მელიას დასახსნელად. საუკუნის უდიდესი დანაკარგი - დამოუკიდებლობა. აქციების მოთელვა, დაანონსება და დაპატიმრებული მოძალადეები. [მარტი] - ევროპული გადაწყვეტა ჩვენი პრობლემების. ევროპის დალაგებული ქართულად ისევ აირია, ვაქცინა არსად ჩანს. არჩევნებზე პლებისციტი, ექვსპუნქტიანი გეგმა-ვალდებულება და მერების უფლებები. შსს პარლამენტში, ერგნეთული მოლაპარაკებები და ნამახვანის ხელშეკრულება. ბერას ჩანაწერები, ოპოზიციის ამბები და რაგბის არჩევანი. ბასილაშვილმა ფედერერს მოუგო და პროკურატურა მასალებს ითხოვს ტვ პირველიდან. ახალი მომრიგებელი, კარს მომდგარი ვაქცინა, ჰესი, ჩანაწერები, მერობა და აიერაი. ვაქცინაცია დაიწყო! ევროპაში ჩასული მთავრობა და აქტიურობის ნაკლებობა ვაქცინაციაზე. მომრიგებლური შეხვედრა და ევროპული დარიგებები. ჩაშლილი მოლაპარაკებები და გარდაცვლილი ექთანი. ჩაშლილი მოლაპარაკებები და გარდაცვლილი ექთანი. შერიგების ახალი შესაძლებლობა, კომიკური აცრები და კვლევები. ამერიკელი სენატორები და ევროპელი კომისრები საქართველოს სვეზე. აუთვისებელი ვაქცინები და კომენტარების ანალიზი. მედიაციის მომდევნო ტური და ფაიზერი ქართულ ვენებში. შერიგების რაუნდის მომზადება და ჰესით დამოუკიდებლობა. მაგიდა გაშლილია და პოლიტიკოსებიც მოწვეულები არიან. შეუთანხმებელი პუნქტები რურუას ხარჯზე და პრეზიდენტის დაბადების დღე. [აპრილი] - ქეიფი კომენდანტის დროს და გინებით პატრიოტიზმი. ევროპარლამენტარების განცხადება ანდა გაფრთხილება. პოლიტიკური ასპარეზი, კინკლაობა, ვაქცინები და კვლევის რეპორტი. ანონსები ჩაკეტვებზე, ვაქცინაციაზე, ხელისუფლების ძალთა გადანაწილებებზე და ცოტა კვლევის ფიდბექზეც. ჰესის საწინააღმდეგო აქციების დაშლა და კვლავ მედიაცია. არეულობა გუმათში და ციხეში დატოვებული მელია. კედელი შუა გზაზე, პროტესტი ქუთაისში და თბილისში, ოცნებიდან გამოსული დეპუტატები. ორი ოპოზიცია, ჰესი საპროტესტო ტალღა და პრეზიდენტის აქტიურობა. შესარიგებელი ხელმოწერა, საქ. ბანკი მძევლად და უნდობლობა. ხელმოწერის დღე! შარლ მიშელის ტრიუმფი და მელიას უგირავნობა თუ ამნისტია. მელიას გამოსვლა არ უნდა, ხალხს კი კოვიდზე აცრა. წიგნის დედაქალაქი, ამნისტია თუ გირაო, ჭყონდიდის კარჩაკეტილობა და ასტრაზენეკას ვადა. პასუხისმგებლობა ამნისტიაზე, განახლების დასაწყისი და თავმჯდომარის გადადგომა. ოსკარის 2021 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები. ოპოზიციის ფართო სპექტრი პარლამენტში, ახალი თავმჯდომარე და რურუას შეწყალებით გამოშვება. ამნისტიის კანონი და ჯანდაცვის საათი პარლამენტში. ჯარის იუბილე და კანონებით ჯახი პარლამენტში. [მაისი] - სააღდგომო ეპისტოლე 2021. მელიას გათავისუფლება და პრესა ჭყონდიდში. სამი ოპოზიციის ბლოკი, ბაბილოვის მავნებლობა და ომი აღმოსავლეთში. ევროპა, მელიას ფენომენი და სარჩელები, მწვავე ხაზი ისრაელში. ახალი ფრაქცია, ქვეყნის სიმშვიდე და ომი. ინტერნეტიზაცია, ორჭოფობა და ცესკოს უფროსობა. ჩხუბი დმანისში, შეზღუდვების შემსუბუქება და გადაწეული კომენდანტი. დმანისის ექსპერტიზა, დარიგებები უკრაიანში და კომიტეტები პარლამენტში. წლევანდელი ბოლო ზარიც დაირეკა და ცეკოს და გამოძიება კვლა აქტუალურია. რეფორმები ორი ფლანგი, ამერიკული დახმარება და საზღვრების გახსის შესაძლებლობა. ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში. რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი. შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა! [ივლისი] - სადაც ორი აქციაა, იქვეა დაპირისპირებაო. მეორე სერია რუსთაველის გამზირიდან. ევროკომისარის სტუმრობა, სასამართლოები, მსჯავრი და დამნაშავის ძიება. ოლიმპიადა უმაყურებლოდ, დაკავებულები და ვაქცინაცია. პრემიერის მწვავე ბრიფინგი და აქციები ჟურნალისტური ძალით. ტყვეობიდან გათავისუფლება, შეჩერებული მაუწყებლობა, შესაძლო სანქციები და მეოთხე ტალღა. ჩხრეკა და დაკითხვები, შეშფოთებები მსოფლიოდან და გაძვირებული პური. ასოცირებული ტრიო და მომრიგებელი დესპანი. მინისტრების დღე და ქალ-ვაჟური ჭიდაობები პარლამენტში. შემაშფოთებელი კოვიდსტატისტიკა, წვიმა და წყალდიდობები, არჩევნები და ევროპული დარიგებები. გაუგებარი ანულირება და ოლიმპიური ოქრო ტოკიოში. ანულირებული ხელშეკრულების ხმაური. არჩევნების კამპანია დაიწყო, მიშელის ხელშეკრულება კვლავ აქტუალურია. [აგვისტო] - ჩემპიონი და რეკორდსმენი, კოვიდის ახალი პიკი და პრეზიდენტის რეზონანსი, იუსტიცია და თბილისი. ნებაყოფლობით ძალდატანება ანუ ვაქცინაცია. კოვიდ შეზღუდვები, მინისტრების ტრიბუნები და საჯარო ხელფასების დაპირებები. შინდისელების დღე და კოვიდის უარესი სტატისტიკა. დიდგორობა როგორც აცრების ომი, შეზღუდვები და კვლევა ენდიაიში. თალიბების ავღანეთი, კოვიდი საქართველოში და ბელარუსთან თანამშრომლობა. შემაშინებელი სტატისტიკა და პირბადის ტრიუმფი, გარჩევა და არჩევნები. ქართული კოვიდი, მსოფლიო აღანეთში და #GVOTE21. ქართული კოვიდი, მსოფლიო აღანეთში და #GVOTE21. არჩევნები კოვიდის შიშით და პირველი წარმატება პარაოლიმპიადაზე. კოვიდის მოძრავი „ჰოსპიტალი“ და #არჩევნები2021. სპორტული შეჯიბრი უარზე, გადაწეული კოვიდ სიმშვიდე და არჩევნების მოახლოება. [სექტემბერი] - შემოდგომის საარჩევნო და კოვიდ სიოს ფონზე, სჯობს გვიანი ხელმოწერა ხელმოუწერლობასო. კრიტიკული პრეზიდენტობა, პრემიერის ნათქვამები, #არჩევნები2021 და კოვიდ საქართველო. გენერალური პროკურორი, პროპორციები და კონგრესმენების ვიზიტი. ამერიკის საელჩო და კონგრესი ქართული დარდით და სტუმარი პრემიერი. ედისონის და სხვა მკვლევარები, ვრცელკომენტარებიანი პრემიერ-მინისტრი. ჩანაწერები საპატრიარქოზე და არჩევნები ნარკოტესტებზე. საარჩევნო ტრადიცია - მოსმენები, მიყურადებები და ჩანაწერების გამომზეურება, მერე კომენტარები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ. ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება. ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება. ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება. ელჩებთან შეხვედრა და არადიპლომატიური ცემა-ტყეპა. საარჩევნო ბილეთები, კოვიდ რეგულაცია-აცრები და #არჩევნები2021. დამკვირვებლების მობილიზება და მეზობლობა. ფართოდგანშტოებული არჩევნები 2021 და ფორმულას საქმე. [ოქტომბერი] - სააკაშვილის დღე. შემოდგომაზე დათვლილი ხმები და მეორე ტურები. გლოვის დღე და მშიერი პატიმარი. მცხეთობას ჩანიშნული აქცია. პროტესტი შიმშილით და შიმშილობის პროტესტი. შეგულიანების აქცია. [ნოემბერი] - პროტესტი არჩევნების შედეგებზე და შიმშილობის კრიზისი. კოვიდის მძვინვარება, სასამართლოს კრიზისი, ყველას მერი და „განმათავისუფლებელი“ აქციები. ციხიდან ციხეში გადაყვანის და მკურნალობის პრობლემები - აქციები. სააკაშვილის სასამართლო და მერები პრემიერთან. გულშემატკივრობა შიმშილში და აქციები სიცივეში. აზარტული თამაშების აკრძალვები, სოც. გარემო და დასჯილი პრეზიდენტი. ომიკრონი მსოფლიოში, სააკაშვილი საქართველოში და აზარტის მართვა. ასოცირებული შეხვედრები და ბარიერები მომავალი არჩევნებისთვის. [დეკემბერი] - სასამართლო, პარლამენტი და განათლების სისტემური მომავალი. კალაძის მთავარობა საკრებულოს წინაშე. ტიკარაძე გადადგა და დატოვა იდუმალება. ოპოზიციის ერთობა და ფინანსთა მინისტრის ბიუჯეტური ანგარიში.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 285 მილიონს გადააჭარბა. სომხეთში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 20 638 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 912 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მარია ზახაროვა - რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებებზე აშშ-სგან უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების მიღებას შეეცდება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია