- როცა გარდაიცვლებით, თქვენს სახეს, ტანს, თავსა და ფეხს გამოვაქანდაკებთ ბატონო ჩემო. ცხვირს ცხვირს მივამსგავსებთ, პირს პირს, ნიკაპსა და შუბლსაც თავის ადგილას დავსვავთ!
- არ მინდა ბატონო ქანდაკება, ფოტოც არ მინდა საფლავის ქვაზე.
- აბა უცნობებმა როგორ უნდა გიცნონ?
- უცნობებისთვის მაინც უცნობი დავრჩები, ქვაში გამოკვეტებული კიდევ, უარეს ბორკილებშესხმული გინდათ გამწიროთ მარადიულობისთვის?
მართლაც, ვინ მოიგონა ქანდაკებები? როგორ არ უნდა აღფრთოვანდე როცა ამდენი დიდებული მოქანდაკის უზადო ნამუშევრებს უყურებ, დავითი, პიეტა, ვენერა მილოსელი, დისკოს მსროლელი, სასამართლოს ქალბატონი, მოაზროვნე და სხვანი და სხვანი, რა დრო, მოთმინება, ენერგია, ფანტაზია და აღქმა დასჭირდათ ამის გამომქანდაკებლებს? დუმბაძეც ხომ წერს - ადამიანი ქანდაკებაა და გარშემო უნდა შემოუაროო, მაგრამ მიუხედავად მათი შესანიშნაობებისა, მაინც არცერთი არ აღმძრავს სიცოცხლისკენ. დგანან უძრავად, ურყევად, უფერული, უხეში სახეებით, დგანან, წვანან, გადახრილან, ხელი-ფეხი გაუშვერ-გამოუშვერიათ, დაღოებულან, ზოგიერთ სისხლძართვებიც კი ეტყობა მარმარილოს ფილებზე, მაგრამ მაინც მკვდრები არიან და არც არავინ ელოდება მათ გაცოცხლებას.
წარმოგიდგენიათ? ხორცი სულის საკანიაო. ხორცი რომელიც მოქნილია, მოძრავია, მოუსვენარია, ცოცხალია და ისიც კი საკანია და ახლა ქვა, ცივი, თეთრი თუ შავი, როგორი საკანი უნდა იყოს ადამიანისა?. არა, ქანდაკება არ მინდა! არსად არ დადგათ ჩემი ქანდაკება.
- კი, მაგრამ როგორ? თქვენ მოქანდაკეებს მკვდარი შემოქმედების ავტორებად მოიაზრებთ?!
- დიახ! ასე არ არის განა?
იხილე: ადინოსის სიკვდილი
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია