არჩევნებამდე ერთი დღეღა რჩება და ცხადია, ყველაზე ვრცელი ამბავი სწორედ მას მიეძღვნა, თუმცა დილა პრემიერმა დაიწყო და მთავრობის გეგმები გაგვაცნო, საღამო კი ნაციონალური მოძრაობის ყრილობამ დაასრულა თავისუფლების მოედაზე. კორონაც არსად წასულა, შემთხვევები მატულობს და სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 35567, გამოჯანმრთელებული - 16904, გარდაცვლილი - 273, კარანტინში - 3324. ლარის ფასი - აშშ დოლარი 3.2338 ლარია.
#Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2075 პირი გამოჯანმრთელდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მობილიზებულია 4639 ადგილი. კლინიკების დამატების შემთხვევაში, ეს გეოგრაფიული პრინციპით, თანაბრად მოხდება და არ იქნება მხოლოდ თბილისში ლოკალიზებული. 1 709 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში, 437 კი აჭარაში გამოვლინდა. ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 29 074 ადამიანი იმყოფება, ხოლო კოვიდსასტუმროში 2346 და ბინაზე 11 809 პირი გადის მკურნალობას. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო ამ ეტაპზე 91 ბაღია დახურული. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა.
პრემიერის დილაადრიანი განცხადებები - გიორგი გახარია - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის რეკორდული მოსავალი მოვიდა - 277 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად. ქვეყნის გაზიფიცირება 2024 წლისთვის დასრულებული იქნება და საქართველოს ექნება გაზიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდებ უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები. მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, თუ როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, დემოკრატიული და ღია არჩევნების ჩატარება. ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს, ხოლო გაზის საფასურის ანაზღაურება 650 ათას ოჯახს შეეხება.
#არჩევნები2020 თითქმის ხვალ - საქართველოს, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 9-კაციანი დელეგაცია ეწვევა. ჯანდაცვის მინისტრი - ყველა ნორმა არის დაცული და შეგვიძლია თამამად მივიდეთ არჩევნებზე. გიგი უგულავა - 31 ოქტომბერს აუცილებლად ჩამოვიცილებთ იმ სირცხვილს, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. დავით ჭიჭინაძე - ქართველი ხალხი ემზადება რადიკალური ცვლილებებისთვის და ამას ვერ გააჩერებს „ქართული ოცნება“ კი არა, მთელი მათი შავბნელი პარტნიორები ერთად. არასამთავრობოები - წინასაარჩევნო კამპანიისას სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები, რაც ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდებოდა. ნათია თურნავა - ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის - მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები. კახა კალაძე - ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 2 დღე. არასამთავრობოების ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ზეწოლის, მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების 80-ზე მეტი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ეკა გიგაური - სხვადასხვა ძალადობრივ ფაქტზე გამოძიება 59 შემთხვევაში დაიწყო, საიდანაც 6 შემთხვევაში შეწყდა. გია ვოლსკი - სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, ელოდება თავის ჯერს და ფარისევლური ბოდიშებით უნდა, თავი დააღწიოს მათზე შექმნილ ობიექტურ შეხედულებას. ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, ყოველ ჯერზე გეგმავენ რევოლუციურ სცენარებს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს გეგმის რეალიზება. გიორგი ვაშაძე - მინდა გავაფრთხილო ივანიშვილი და მისი ფულის მკეთებელთა გუნდი, რაც არ უნდა შეეცადოთ, არ მოგცემთ არჩევნების გაყალბების უფლებას. კახა ოქრიაშვილი ფულის დარიგებაზე - აგიტატორების ხელფასს საარჩევნო ბლოკის ფონდი გასცემს და ამასთან კავშირი მე პირადად არ მაქვს. გია ვოლსკი სასაცილოს უწოდებს იმ კვლევებს, რომლის მიხედვითაც გაერთიანებულ ოპოზიციას მმართველ გუნდზე მაღალი რეიტინგი აქვს. სერგი კაპანაძე - ხელისუფლება შაბათს შეიცვლება და ივანიშვილი გადავა ოპოზიციაში. ცესკო-ს თავმჯდომარე - მინდა ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ და ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის. სერგი კაპანაძე - მძიმედ არის „ქართული ოცნების“ საქმე, აგონიაში არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორღაც ხელისუფლება შეინარჩუნონ. მამუკა მდინარაძე - თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეკუთვნის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირს, გაძლევთ გარანტიას, რომ ის არჩევნებს აღარ დააკვირდება. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი - თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. საერთაშორისო ექსპერტი - უკვე მესამედ ჩამოვედი საქართველოში არჩევნებზე - ვხედავ, რომ ყოველ არჩევნებზე მეტი გამოცდილების შეძენა ხდება. ხათუნა გოგორიშვილი - თუკი ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას მასობრივად შეეცდება სუბიექტები მისი ლეგიტიმურობის საკითხზე ვიმსჯელებთ. დავით სერგეენკო - ჩვენი გუნდი ყოველთვის შორს იყო იქიდან, რომ გაკეთებული საქმე ვინმესთვის დაემადლებინა - ვცდილობთ მოკრძალებულად, შედეგზე ორიენტირებულად ვაკეთოთ საქმე. ზაალ უდუმაშვილი - ნამდვილად ვერ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ იმის ფუფუნებას, რომ ჩვენ რუსთაველზე, 12:00 საათზე დავდგეთ და საარჩევნო უბნები გაყალბებისთვის დავუტოვოთ. ალეკო ელისაშვილი - "ქართული ოცნების" გაზულუქებული ჩინოვნიკები ხედავენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის, ხალხის ხარჯზე მუქთად ცხოვრების ორი დღე დარჩათ. ნინო ბურჯანაძე - აბა, გაბედონ და გამიყალბონ ხმები, მე თქვენ გპირდებით, დავიცავ თქვენს ხმებს. ანი მიროტაძე - ბიძინა ივანიშვილს ამ ბრძოლას მოვუგებთ! კარლ ჰარცელი - ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. სენატორი რიში - ამ არჩევნების სანდოობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
ნაც. მოძრაობის ყრილობა - ზაალ უდუმაშვილი - დღეს პარტიის შემაჯამებელ შეკრებაზე 10 ათასამდე ადამიანს ველოდებით. თავისუფლების მოედანზე „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ ორგანიზებით შემაჯამებელი აქცია გაიმართა. ზაალ უდუმაშვილი - 31 ოქტომბერს საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ - არ მივცემთ 21-ე საუკუნის ფეოდალს საშუალებას, რომ ქვეყანა მიიტაცოს. სალომე სამადაშვილი - პირველი ნოემბრიდან ქვეყანაში რუსეთის პოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტები აღმოიფხვრება. მიხეილ სააკაშვილი - წავიდეთ არჩევნებზე, წყნარად გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი, მისი ჯგუფი და გავაგრძელოთ ძალიან სწრაფი განვითარება. ნიკა მელია - ჩვენი სამოქმედო პროგრამა, მომავალი თაობების წინაშე აღებული ვალდებულებაა - თავისუფლება, თავისუფლება და მხოლოდ თავისუფლება. გრიგოლ ვაშაძე - გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებზე გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით მიდის.
არჩევნების შედეგების მერე - პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა გაიმართება. კოალიციური მთავრობის შექმნა დღის წესრიგში იმ შემთხვევაში დადგება, თუ პარლამენტში მინიმუმ 76 მანდატის მოპოვებას ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს.
ეკონომიკის მინისტრის დღე - ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. ეკონომიკური გაჯანსაღების სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს. მთავრობას კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის დაახლოებით იგივე ბიუჯეტი აქვს გათვლილი, რაც იგივე პროგრამას გაზაფხულზე დასჭირდა.
მილიონების ქურდი ესებუა - შსს-ს განცხადებით, ფოტო, რომელშიც ბადრი ესებუას გადაადგილება ჩანს, არა 27 ოქტომბერს, არამედ 6 ოქტომბერსაა გადაღებული. ბადრი ესებუას მამა - გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას.
საზღვარგარეთულები:
#WorldCorona2020 - აშშ-ში კორონავირუსის 78 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 994 ადამიანი გარდაიცვალა. ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 8 მილიონს გადააჭარბა. სომხეთში კორონავირუსის 2 383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 29 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 17 717 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 366 პაციენტი გარდაიცვალა. ირანში კორონავირუსის 8 293 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 399 ადამიანი გარდაიცვალა. ანგელა მერკელი - ზამთარი რთული იქნება, მაგრამ დასრულდება.
ყარაბაღის კონფლიქტი - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - აზერბაიჯანის ჯარი ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებს. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, დაღუპული სამხედროების რაოდენობა 1 119-მდე გაიზარდა. სომხური მედია - აზერბაიჯანი სტეფანაკერტს, ასკერანს, მარტუნისსა და მარტაკერტს ბომბავს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე - სომხურ მხარეს 30 ჯარისკაცის ცხედარი გადავეცით. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - სომხეთის პროვოკაციის შედეგად, დაღუპულია 90 და დაშავებულია 392 მშვიდობიანი მოქალაქე.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია