ჩამოუყალიბებეი და მიმობნეული ამინდის პარალელურად, ქვეყანაშიც არეულობა და მიმობნეულობაა. უკვე ყოველდღიური ნიუსის შემადგენელი ნაწილია ვისამე დაკარგვა და მერე ძებნა-ძიება და პოვნის შიშიც კი. არჩევნები ახლოვდება და უკვე მრავალგზის გამოცდილი და ნამუშევარი ხერხებით ისევ-ისე ასმენინებენ ამომრჩეველს იმას, რაც მათი აზრი მოეწონება ხალხს. დღის მთავარი ამბავი ისევ კოვიდია, ისევ არჩევნები, ზარი ამერიკიდან და იდუმალი გარდაცვალების საქმე.
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით ინფიცირებული 8 შემთხვევიდან ერთი სამედიცინო პერსონალია, ერთის წყარო კი ლილოს ბაზრობაა. მარინა ეზუგბაია - რამდენიმე დღეა კორონავირუსის 5-6-7-8 შემთხვევაა - ასეთი ზომიერი მატება მართვადია და ქვეყანას რყევებში არ ჩააგდებს. კორონავირუსის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი „ყარაჯალარის კლასტერს“ მიეკუთვნება. გარდაბნის მერი - გარკვეული კატეგორია უარს ამბობს ტესტირებაზე, ამიტომ კარდაკარ პრინციპით ტესტირება დავიწყეთ. თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის მეორე ტალღა ან არ იქნება, ან იქნება გაცილებით რბილი. ამირან გამყრელიძე - ვფიქრობთ, ამ კვირაში ლილოს ბაზრობა სრულად მოვიცვათ, აღებულია 2500-2700 ნიმუში.
არჩევნები - ოთარ კახიძე - „ნაცმოძრაობას“ უნდა ყველგან დააყენოს კანდიდატი და თვითონ იყოს მეორე ტურში, რაც არაპრაგმატული მიდგომაა. სალომე სამადაშვილი - ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, „კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. რატი იონათამიშვილი ოპოზიციას ურჩევს, ჯერ იმაში გაერკვნენ რა ფორმით იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მერე ისაუბრონ სხვა საკითხებზე. გიორგი ვაშაძე - მივმართავ „დამსხვრეული ოცნებების” პარტიის წარმომადგენლებს, ხელი ნუ წაგიცდებათ არჩევნების გაყალბებაზე! გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელის” გუნდი ვემხრობით საერთო ოპოზიციური ფრონტის გაძლიერებას. დიმიტრი ცქიტიშვილი - ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორ ჩაივლის 2020 წლის არჩევნები. ალეკო ელისაშვილი - ვინ ურევს სულ სიტუაციას? ბოკერიას პარტია, უგულავა რომ მექრთამეა მარტო თბილისში კი არა, მთელ საქართველოში იციან. გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ „ნაცმოძრაობას“ დიდ ქალაქებში კანდიდატებს უთმობდა, ხოლო მხარდაჭერას მხოლოდ 4 ოლქში თხოვდნენ. კელი დეგნანი - საქართველოს მიმართ ინტერესი და ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნებზე. გიორგი ვაშაძე - პრემიერ - მინისტრი უნდა იჯდეს იუსტიციის სახლში, სადაც ყველაზე მეტი ხალხი მიდის - მე ეგეთი კაბინეტები არ მექნება, ვიქნები ხელმისაწვდომი. სამადაშვილი - მაჟორიტარი კანდიდატის დაყენება ვიწროპარტიული ინტერესია.
ზარი ამერიკიდან - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - გიორგი გახარიასთან საუბრისას მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. რომან გოცირიძე - მაიკ პომპეოს გიორგი გახარიასთან საუბრის მთავარი შინაარსი იყო, არავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება! სალომე სამადაშვილი - აშშ-სთან სტრატეგიულ კავშირს წინ ეღობება ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმი. დავით ზალკალიანი - პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. დავით უსუფაშვილი - „ოცნებამ“ საქართველოს მორიგ ჯერზე მოჭრა თავი და საჭირო გახდა ოკეანის გაღმიდან მითითება, რომ არჩევნები სამართლიანი უნდა იყოს.
საგანმანათლებლო ლიტერატურა - სერგო რატიანი სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებზე საუბრობს და განათლების მინისტრს მიმართავს.
საწვავის ფასი - ვანო მთვრალაშვილი - ბოლო თვენახევარში არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავზე ფასი საშუალოდ 30 თეთრით, ბრენდირებულ სადგურებზე კი 5-8 თეთრით გაიზარდა.
საქმე სახელად თამარ ბაჩალიაშვილი - ადვოკატის განცხადებით, მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის აეროგადაღების ჩანაწერი ამ დრომდე არ გადაუციათ. „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ რამიშვილზე, გალინა კარმუშინასა და მარიამ ჯიშკარიანზე მუქარა და ზეწოლა მიმდინარეობს. მიხეილ რამიშვილი - სამართალდამცველები ელოდებოდნენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 2-3 დღეში დაბრუნდებოდა, აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ. თამარ ბაჩალიაშვილის მამა მოითხოვს, რომ მისი შვილის კომპიუტერი ამერიკის ფედერალურმა ბიურომ გახსნას. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - არ არის არაფერი იდეალურად! არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს. ბაჩალიაშვილის კომპიუტერი ვერ გახსნეს, თუმცა მისი facebook წაშლილია.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.
მკვლევარი NDI - გამოკითხულთა 76% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ნატო-ში გაწევრიანებას კი - 69%. გამოკითხულთა 73% ფიქრობს, რომ კორონავირუსის დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების სწორი ნაბიჯების შედეგია, 17% მიიჩნევს, რომ გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა. გამოკითხულთა 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მორწმუნეები ინფიცირებისგან რწმენამ დაიცვა, 30% ფიქრობს, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა.
პოსტები ძველ მინისტრზე - თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დავით სერგეენკოსთან 7 წლის განმავლობაში გაცილებით მწვავე კომუნიკაცია ჰქონდა, საკითხის საჯაროობა კი ახლა გადაწყვიტა. გია ვოლსკი - დავით სერგეენკომ საკმაოდ ბევრი გააკეთა, რათა კონკრეტულ კრიტიკას გაუძლოს და საპირისპიროდ უამრავი კეთილი საქმე მოგვაგონოს, რომელიც უკეთებია.
საზღვარგარეთულები:
კორონა მსოფლიოში - სომხეთში, 24 საათში, კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 8 ადამიანი გარდაიცვალა. დონალდ ტრამპი - ნამდვილად მჯერა, რომ გუბერნატორებმა შტატები უნდა გახსნან. სამი დღეა ამერიკაში ნავთობის ფასი იზრდება. რუსეთში კორონავირუსის 5 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 150 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 56 336 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 076 ადამიანი გარდაიცვალა. გერმანია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ესპანეთის სამ რეგიონში გამგზავრებისგან თავის შეიკავონ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - დიდი ბრიტანეთის მიერ ესპანეთისთვის დაწესებული სამგზავრო შეზღუდვები არამართებულია. ირანში კორონავირუსით კიდევ 235 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. მადრიდში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები წესდება.
ბომბი ბავშვს - კიმ ჩენ ინი - ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წყალობით, დედამიწაზე ომი აღარ იქნება.
სატელეფონი განხილვები - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული სიტუაცია განიხილეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია