იყო დრო, როდესაც არ არსებობდა ჩვენთვის ხილული, მზისმიერი ქვეყანა, იყვნენ მხოლოდ მზის ღმერთი და სინათლის ანგელოზები. ირგვლივ მხოლოდ სიცარიელე სუფევდა, თვალს ვერაფერზე შეაჩერებდი.

      მობეზრდათ სინათლის ანგელოზებს გამუდმებით სიცარიელის ჭვრეტა, ეახლნენ მზის ღმერთს, სთხოვეს, შეექმნა რაიმე, სიცარიელისგან განსხვავებული. მისი ატანა აღარ შეგვიძლიაო, მეტისმეტად მოგვეწყინაო.

      დათანხმდა მზის ღმერთი, მოწყენილობა მასაც შეჰპარვოდა. შექმნა სამყარო მრავალფერადი; მწვანით შემოსილი ველ-მინდვრები, დაკბილული მთაგრეხილები, თოვლიანი ქუდებით შემკული. მარად მოუსვენარი ლურჯი ზღვები და მდინარეები. ყველგან ცოცხალი არსებები დაასახლა; ჰაერში ფრინველებმა გაშალეს ფრთები, ზღვები და მდინარეები თევზით აივსო, ტყეებში ნადირებმა იწყეს ხეტიალი. სულ ბოლოს ადამიანი შექმნა, როგორც გვირგვინი ყოველივე უკვე შექმნილისა.

      გაიხარეს სინათლის ანგელოზებმა, ფართოდ გაშალეს ელვარე ფრთები, მოეფინენ მრავალფერად სამყაროს ახალშექმნილს, თვალი დაარწყულეს მისი ჭვრეტით.

      მერე ისევ მზის ღმერთს ეახლნენ სამადლობელი სიტყვის სათქმელად, მათი თხოვნა რომ ყურად იღო. ო, რა დიდებულია ახლადშექმნილი სამყარო, მისი ჭვრეტა არასოდეს მოგვბეზრდებაო, გალობდნენ სინათლის ანგელოზები. უნაპიროა მისი სილამაზე და მრავალფეროვნება, ასევე უნაპიროა ჩვენი მადლიერება, ასეთი სასწაული რომ შეგვიქმენიო.

      ეამა მზის ღმერთს სახოტბო სიტყვები... ანდა ვის არ სიამოვნებს ისინი? გაეღიმა, მაშინვე ცისარტყელა გამოისახა ცის თაღზე. ერთადერთი, შვიდფერი ცისარტყელა აკლდა სამყაროს მრავალფეროვნებას, და აჰა, ისიც დაიბადა...

      ნეტარებდა მზის ღმერთი, ღვაწლმოსილი და დიდებული. ნეტარებდნენ სინათლის ანგელოზები, ახალშობილი სამყაროს მშვენიერებით მოხიბლულები.

      თუმცაღა, ერთერთი აკლდა ანგელოზთა გუნდს, იგი არ გარეულა მათ შორის და, რაღა თქმა უნდა, არც სამადლობელი ჰიმნი უმღერია მიზის ღმერთისთვის. რატომ? იმიტომ რომ მეტისმეტად გაერთო მრავალფერადი სამყაროს ჭვრეტით... უფრო სწორად, ადამიანის ჭვრეტით და თვალთვალით.

      აი როგორ იყო ყველაფერი: ანგელოზმა შეამჩნია, რომ ადამიანი რაღაცით გამოირჩეოდა მოზეიმე მრავალფერადი სამყაროსგან. მეტად უცნაური ჩრდილი ეფინა შუბლზე, გეგონებოდა, ღრუბელმა გადაუარაო, ასე მოეჩვენა ანგელოზს.

      იმ კურთხეულ დროს ცა და მიწა ეხმიანებოდა ერთმანეთს, ანგელოზმა ჰკითხა ადამიანს:

      - ეს რა უცნაური ჩრდილი დაგფენია შუბლზე, - ჰკითხა სინათლის ანგელოზმა, - თითქოს ღრუბლისა უნდა იყოს, ასე მეჩვენება.

      - ღრუბელი აქ არაფერ შუაშია, - უპასუხა ადამიანმა, - ეს ჩრდილი დარდის და ზრუნვის კვალია, სახელად სევდა ჰქვია...

      - ეგ რაღას ნიშნავს? მსგავსიც კი არაფერი გამიგია, - გაიკვირვა სინათლის ანგელოზმა.

      - ეს იმას ნიშნავს, როდესაც უამრავი საფიქრალი ერთად გწეწავს და გტანჯავს, და აღარ იცი, რომელ ერთს მიადევნო თვალი...

      იწყო ადამიანმა საკუთარი საზრუნავ-სადარდებლის ჩამოთვლა, ვეღარც დაასრულა... იდგა სინათლის ანგელოზი, ფრთებდაკეცილი და თვალდახრილი, უსმენდა ადამიანის ჩივილს. თურმე მართლაც რა ძნელია მისი ყოფა; რამდენი რამ აწუხებდა, რამდენ რამეზე უნდა ეფიქრა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, მისთვის არაა მოსვენება, არც დღისით, არც ღამით.

      ბოლოს სამდურავით დაასრულა თავისი ჩივილი ადამიანმა: - გაუსაძლისია ჩემი ტვირთი. ვერ გამიგია, მზის ღმერთმა ყოფა ამზომამდე რად დამიმძიმა.

      სინათლის ანგელოზს ძალიან შეებრალა ადამიანი, ცრემლიც კი მოადგა თვალზე, თუმცა თავი შეიკავა, გადაყლაპა ის ცრემლი. არ უნდოდა, კიდევ რაიმეთი დაემძიმებინა ისედაც შეჭირვებული ადამიანი. უთხრა, შენს სამდურავს აუცილებლად მივაწვდენ მზის ღმერთსო, გაშალა ელვარე ფრთები და ზეცისკენ აიღო გეზი.

      შეასრულა კიდეც თავისი სიტყვა სინათლის ანგელოზმა, მზის ღმერთს დაწვრილებით მოუთხრო ადამიანის გაუსაძლისი ხვედრის შესახებ საჩივარ-სამდურავი:

      - ადამიანს ყველაზე მძიმე ხვედრი ერგო მიწიერ ბინადართა შორის. ჭაპანწყვეტით უხდება თავის გატანა, შვებას კი ვერასდროს პოულობს. აურაცხელი საზრუნავი ტანჯავს და აწამებს, შეუძლებელია მათი ჩამოთვლა, თან რა უცნაური სანახავია: ისე გამოიყურება, თითქოს შუბლზე ღრუბლის ჩრდილი აფენია, იმ ჩრდილს თვითონ სევდა უწოდა.

      - ის ხომ ადამიანია, - ბრძანა მზის ღმერთმა, - სევდის ჩრდილიც სწორედ ამიტომ დაეფინა შუბლზე. ადამიანი ჭრიჭინასავით უზრუნველი ვერ იქნება.

      - ნუთუ არ შეიძლება, ადამიანი იყო, თანაც ჭრიჭინასავით უზრუნველი? - იკითხა სინათლის ანგელოზმა.

      - არ შეიძლება! ბოლოს და ბოლოს, რაიმე განსხვავება ხომ უნდა იყოს მათ შორის...

      ჭეშმარიტად ღმერთის საკადრისი სიტყვააო, გაიფიქრა ანგელოზმა. აღარ იცოდა, რა ეთქვა. ღმერთი მხოლოდ ხასიათს ჭვრეტს, მისთვის სხვა მხრივ არანაირი განსხვავება არაა ადამიანსა და ჭრიჭინას შორის.

      სინათლის ანგელოზებიც ახმიანდნენ, მზის ღმერთის ირგვლივ მოციმციმე გუნდად შემორკალულნი: ჩვენ ხომ მრავალფეროვნება გვინდოდა... და აჰა, მზის ღმერთმა შეგვიქმნა იგი. ადამიანის ტანჯვა და სევდა ერთერთი ფერია იმ მრავალფეროვნებისა, რომლითაც ასე ზეობს სამყარო. ვერცერთ მათგანზე უარს ვერ ვიტყვით, თავისებურად ყველა მშვენიერიაო, ხმაშეწყობით გალობდნენ ანგელოზები.

      სხვა რა დარჩენოდა სინათლის ანგელოზს, გაშალა ელვარე ფრთები, ჩამოფრინდა ისევ ადამიანთან, რათა ზეციური განაჩენი ეუწყებინა მისთვის. რაღა თქმა უნდა, საზრუნავით გართული დაუხვდა ადამიანი, კანაფის მოსავალს იღებდა, რათა სხვადასხვა საოჯახო ნივთები დაეწნა მისი მოქნილი ღეროებისგან. ფართოფოთლებიან კანაფზეა ლაპარაკი, შვიდ ფურცლად რომ იტოტება.

      - არ ინება მზის ღმერთმა შენი მძიმე ხვედრის შემსუბუქება, - აცნობა ანგელოზმა ადამიანს, თან ცრემლებს ყლაპავდა, - მუდამ ჭაპანწყვეტაში იქნები, სევდა და საზრუნავი არ მოგაკლდება, არც დღისით, არც ღამით...

      მეტისმეტად დაღონდა ადამიანი ამის გაგონებისას, თავი დაბლა ჩაჰკიდა, მუხლშიაც ღონე წაერთვა... ხელში შერჩა ახლადმოჭრილი კანაფის ღერო, ბარაქიანად შემოსილი ფართო მწვანე ფოთლებით, შვიდ ფურცლად რომ იტოტება.

      შეხედა ადამიანს სინათლის ანგელოზმა, კიდევ უფრო შეებრალა იგი, ვეღარ შეძლო ცრემლის შეკავება, თუმცაღა ძალიან ცდილობდა ამას... გადმოუგორდა ობოლი ცრემლი თვალიდან, ოღონდ ის ცრემლი დაბლა არ დაცემულა, კანაფის ფართო მწვანე ფოთოლზე დაეპკურა.

      ...და უცბად იგრძნო ადამიანმა, შვების მომგვრელმა ნიავმა მოჰბერა საიდანღაც, მუხლში ღონე მოემატა, თვალშიაც გამოიხედა. გაოცდა მეტად, ნეტავი შვება რამ მომგვარაო. მიიხედმოიხედა; ვეღარსად დაინახა სინათლის ანგელოზი. ჩანს, უკვე ზეცისკენ აეღო გეზი, ოღონდ აი, ანგელოზის ობოლი ცრემლი მარგალიტივით ციმციმებდა იმ ფართო შვიდფურცელა ფოთოლზე, თვითონვე ხელში რომ შერჩენოდა უიმედობის შემოტევისას.

      მაშინვე მიხვდა ადამიანი (გონება ყოველთვის უჭრიდა), სინათლის ანგელოზის ცრემლმა იშვიათი უნარი რომ შესძინა შვიდფურცელა მწვანე ფოთოლს, და ეს უნარი ბევრი სიკეთის წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო მისთვის. კვლავ გააგრძელა მუშაობა, ღონემოცემულმა და გამხნევებულმა. ახლადმოჭრილი ქორფა კონების მთელი მთა დაახვავა.

      მას შემდეგ მუდამ ერთად არიან ადამიანი და შვიდფურცელა. ანუ ის მწვანე ფოთოლი, შვიდ ფურცლად რომ იტოტება. ტკივილს უამებს იგი ადამიანს, სიმხნევეს და სიხალისეს მატებს. ბევრი სხვა საოცარი თვისებებიც აღმოაჩნდა, რომლებმაც თანდათან გაამჟღავნეს თავი. ძველთაგანვე თქმულა: სული და სხეული არ იცნობენ ერთმანეთს ადამიანის ამქვეყნად მოვლინებისას, ეს ცხადად ეტყობა ახალშობილს. სული და სხეული ისე მჭიდრო ნასკვითაა მასში შეკრული, როგორიც მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება. ამავე დროს კი უცხონი არიან ერთმანეთისთვის სხვადასხვა სამყაროდან მოსულებივით. სწორედ ეს საოცარი მცენარე, შვიდფურცელა ეხმარება სულსა და სხეულს, რათა ერთმანეთი შეიცნონ და გაითავისონ. ამდენად იგი, შვიდფურცელა, ნამდვილი სალბუნია ახალშობილთათვის და პირიქით, შვებას აძლევს მარადისობის გზაზე შემდგართ, სულის და სხეულის გაყრისას. ერთი სიტყვით, ცხოვრების მძიმე ტვირთს უმსუბუქებს ადამიანს შვიდფურცელა, როგორც სინათლის ანგელოზი შესთხოვდა მზის ღმერთს.

ნახვა: 226

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ზღაპარი, შვიდფურცელა

ლაშა: ივლისი 31, 2018||12:28am

შარშან დაიწერა ანუ იწინასწარმეტყველეთ?

nunu qadagidze: ივლისი 31, 2018||1:51pm
დიახ:)) ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. საერთოდ, ბუნებაში ყველაფერი მშვენიერია, ადამიანს უნდა შეეძლოს მშვენივრად გამოყენება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters