ენითაღუწერელი სიცხე იყო, მაგრამ ამ მზისა და ხვატის მიუხედავად, დღეს, მინდორში მაინც შედგა მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატების წარდგენა. დღის მეინსტრიმი სწორედ ამ თემას ეკუთვნოდა მედიაში. ასევე კორონას ახალი შემთხვევები ისმოდა და იკითხებოდა, შაქარაშვილის საქმეზე ახალი საექსპერტო დასკვნები და აზერბაიჯანული გამოცემის ხმაურიანი ინფორმაცია - სომხეთმა იარაღი საქართველოს გავლით მიიღოვო!
ახალი კორონები - საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 11 ახალი შემთხვევიდან, 3 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. 11 ახალი შემთხვევიდან, 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, დანარჩენი 7 კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. „თავისუფალი საქართველო“ - ჯანდაცვის მინისტრი ცრუობს, ექიმებს რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება ერიცხებათ. საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს, რომელიც დღეს გარდაიცვალა, ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. გარდაბანი შესაძლოა ჩაიკეტოს, რამდენიმე სოფელში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება იწყება.
წარდგენა მზის გულზე - მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, პასუხისმგებლობას იღებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ბიძინა ივანიშვილი - გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა. არჩილ თალაკვაძე - საქართველო მზად არის, არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. ბიძინა ივანიშვილი - კრიზისის დროს უკეთ გამოჩნდა, რომ ხალხს ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება. გიორგი გახარია - „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება. კახა კალაძე - ჩვენ ყველა ერთად, არა უბრალოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ, არამედ გავიმარჯვებთ თითოეული მოქალაქის პრობლემებზე. პრემიერი - ჩვენი საბოლოო მიზანი გახლავთ ეკონომიკურად ძლიერი, ევროპული და რაც მთავარია სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ოცნებამ“ 30 წარმატებული, ღირსეული, მძიმეწონიანი პოლიტიკოსები წარადგინა. ირაკლი ჩიქოვანი - მე ამ რეგიონს კარგად არ ვიცნობ, მე ამ რეგიონს ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან ჩემი რეგიონი და ქალაქია. ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, რომ ხალხი ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს და არჩევანს გააკეთებს მშვიდობასა და ბნელ წარსულს შორის. ალექსანდრე მოწერელია - მეტი ამერიკა და ევროკავშირი სამეგრელოში. სოზარ სუბარი - „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს 30-ვე ოლქში, ამის პირობას გაძლევთ. სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია. ეკატერინე ტიკარაძე - მმართველ გუნდს სჯერა, რომ ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს. დავით სერგეენკო - საერთაშორისო ჯანდაცვის მინისტრების პროფესიული სიცოცხლის ხანგრძლივობაა 3-4 წელი, მე კი თითქმის 7 წელი გამომივიდა. გიორგი ვოლსკი - ამომრჩეველს ვპირდებით, რომ ინტენსიურად ვიმუშავებთ, რათა თავი დავაღწიოთ ორ უბედურებას - ოკუპაციას და ვირუსის შემოტევას. რომან გოცირიძე - ჩვენ ვიხილეთ წარუმატებლობის ფორმულა ადამიანური სახეებით: ყოფილი ჩინოვნიკები, მდუმარე დეპუტატები, ტენდერებს დახარბებული ბიზნესმენები. ზაურ დარგალი - როგორც უკვე მომავალი დეპუტატი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მარნეულელების და გარდაბნელების ხმა იყოს პარლამენტში. მიხეილ ჩხენკელი - მაჟორიტარობის კანდიდატებად წარვადგინეთ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ღირსეული ადამიანები. ლევან კობერიძე - წარმოდგენილი კანდიდატები „ქართული ოცნების“ რეიტინგის დაღმასვლას ვერ შეაფერხებენ. ეკა ბესელია - რომელი იყო ახალი სახე? ერთი ქალი რომ არის 30 მაჟორიტარში, ეს ნორმალურია? არჩილ თალაკვაძე მომავალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობაზე - მზად ვარ ვიმუშაო იმ პოზიციაზე, სადაც ჩემს ქვეყანას ყველაზე მეტად გამოვადგები. ვფიქრობ, ძალიან ბევრი მოქალაქე მოხარული იქნება, თუკი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში შევა.
ახალი ექსპერტები შაქარაშვილის საქმეზე - პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად დამატებით 1 თვეს ითხოვს. არ არის ეს სერიოზული საკითხი - ნიკოლაძე ფეხბურთელის გარდაცვალების დროზე. შაქარაშვილი დაზიანებების მიღებიდან 24 საათს, სავარაუდოდ, იყო ცოცხალი - ჯიშკარიანი. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, აცხადებს, რომ დაზიანებების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, შაქარაშვილი, სავარაუდოდ, ცოცხალი იყო. როგორც ექსპერტი ხსნის, სიცოცხლისდროინდელი ტრავმები გვამზე არ ტოვებს კვალს - იმისთვის, რომ დაზიანებებმა დატოვოს მოლურჯო ფერი, ადამიანი უნდა იყოს ცოცხალი. ექსპერტი - შაქარაშვილის ცხედრის დათვალიერებისას ოქმში აღნიშნული ფრაზა - „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“ მექანიკური შეცდომაა. პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოს სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის ერთი თვით გაგრძელებაზე შუამდგომლობით მიმართავს. მთავარი - უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შაქარაშვილი მდინარეში გადაგდებისას მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო. გალინა კარმოშინა ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი ორი დღე მძიმე მდგომარეობაში, თუმცა ცოცხალი იყო, სხეულის ხრწნა დაწყებული არ იყო, დაზიანებები კი იმდენად მძიმე იყო, რომ ფეხბურთელს სავარაუდოდ ფუძის მოტეხილობა ჰქონდა. ცხედარს გარკვეული მანიპულაციები აღენიშნებოდა, რასაც გვამური ლაქებიც მოწმობს, რაც კრიმინალისტის ვარაუდით ნიშნავს იმას, რომ ცხედარი პოვნამდე რამდენიმე საათით ადრე ჩააგდეს მდინარეში.
იარაღი სომხეთს - აზერბაიჯანული გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს გავლით სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს. სალომე სამადაშვილი აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს საგარეო უწყების მხრიდან განმარტებების გაკეთებას ითხოვს. გია ვოლსკი - გარკვეული მედიასაშუალებები ჭორს აყვნენ, სიამოვნებით გაუკეთეს ტირაჟირება იმას, რასაც საქართველოსთვის ზიანის მეტი არაფრის მოტანა შეუძლია. თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგაც, საბრძოლო მოქმედებების დროს, სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია ჩაიტანეს“, - წერს აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin. გიგა ბოკერია - საქართველოს ინტერესში უნდა იყოს ჩვენს სამეზობლოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. საგარეო უწყება - აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობას.
საია - სულხან სალაძე - ანგარიშში გამოვყავით საქმეები, რომელიც გაჭიანურდა, ეს არის „7 ნოემბრის საქმე“, ე.წ. პიჯაკების საქმე, „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმე“.
ქორწილების დაბრუნება - დღეიდან ღია სივრცეში ქორწილსა და სარიტუალო ღონისძიებებზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.
საზღვარგარეთულები:
სომხეთში, 24 საათში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 5 940 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 85 ადამიანი გარდაიცვალა. ინდოეთში კორონავირუსის 40 425 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ისრაელში ექთნების საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. ჩინეთში კინოთეატრები იხსნება. დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის 90 მილიონი დოზის შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია. დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინს კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთებია, მისთვის დაუმტკიცებელი ვაქცინის გამოყენება კარგი არ იქნება.
კადიროვი - აშშ-მ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო რამზან კადიროვს და მის ოჯახს სანქცია დაუწესა.
გაეროს გენერალური მდივანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტი კატასტროფა იქნებოდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია