პრეზიდენტის დრო მედიაში, პრემიერის საქმიანი ვიზიტები, განათლება, პროკურატურა, მერაბიშვილი და მცირედგანხილული ამბები

      საკმაოდ მრავალფეროვანი და ჭრელი ნიუსების დღე იყო და არცერთი არ იყო ვრცლად წარმოდგენილი. თემები კი ეხებოდა ბოლო პერიოდისთვის აქტუალურ საპრეზიდენტო არჩევნებს, მედიის როლს არჩევნებში, ასევე პრემიერს და მის ნიუსებს. დღეს კიდევ საბანკო სისტემაზე და მის ეკონომიკაზე საუბრობდნენ, იყო პროკურატურაც, ავტორიზაციაც და სხვა ამბებიც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 სექტემბერი, 2018 /

      პრეზიდენტი და მისი შესაძლებლობები - სალომე ზურაბიშვილი - ყველაფრის შემძლე ნამდვილად არ ვიქნები, ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება არც ზეპრეზიდენტი და არც ყოვლისშემძლე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი - ის, რომ დამოუკიდებლობამდე გურიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ნიშანია, თუ რამდენად თავისუფალი მოქალაქეები ცხოვრობენ აქ.

      მედია საპრეზიდენტოდ - რუსთავი 2“ 2018 წლის 17 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე უფასო პოლიტიკურ რეკლამას ყოველ 3 საათში 10 წუთს უთმობდა, 2018 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე 3 საათში - 14 წუთს, ხოლო 26 სექტემრიდან 1 ოქტომბრამდე კვლავ 10 წუთს დაუთმობს. აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც რამდენიმე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა მიმართულია მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ანტირეკლამაზე და მისი არჩევის ხელშეშლას ემსახურება. ამავე პარტიების მიერ ტელეკომპანიებში მიტანილი საარჩევნო რეკლამა არ ემსახურება მათივე საპრეზიდენტო კანდიდატების არჩევის ხელშეწყობას და არ მოუწოდებს ამომრჩეველს მათი მხარდაჭერისკენ. ამას გარდა, საერთო ეროვნული მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის სავალდებულო ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდამ, შესაძლოა გამოიწვიოს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება, რაც უარყოფითად აისახება შედარებით მცირე ბაზრის წილის მქონე მაუწყებლებზე, განსაკუთრებით კი რეგიონალური მაუწყებლების ფინანურ შემოსავლებზე მოახდენს გავლენას.

      პრემიერმინისტრის ტურნეები, შეხვედრები და გამოსვლები - საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ოქტომბერში საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვა იგეგმება. მამუკა ბახტაძე - გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ აგრესიას კონსტრუქციული ჩართულობით და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მოლაპარაკებებით ვპასუხობთ. მამუკა ბახტაძე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე გაეროს გენერალურ მდივანს ესაუბრა.

      ავტორიზაციის პრობლემა - ავტორიზაციის 2020 წლამდე გადავადების ინიციატივაზე, რომელიც კამათის მიზეზი გახდა, მარიამ ჯაში უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდება.

      სააფთიაქო ნარკომანია - ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი, ნათელა მამულაშვილი ბრალს აღიარებს.

      იბერია და ომეგა - ოპოზიციურმა პატიებმა ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე“ ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს. მაია ცქიტიშვილი „იბერიაზე“ - არც ერთი ჩანაწერი არ შეიძლება იყოს ინდულგენცია, რომ არ გადაიხადონ გადასახადები.

      მერაბიშვილის ავადმყოფობა - ანა დოლიძე - მნიშვნელოვანია, არავის დარჩეს კითხვა მერაბიშვილზე, რომ მის მიმართ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა პოლიტიკური შეხედულებების გამო. „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს. არასამთავრობო სექტორი პენიტენციურ სამსახურს ვანო მერაბიშვილის მიმართ პერსონალური ინფორმაციის დაცვის თაობაზე კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. ლევან კობერიძე - საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდის დამსახურებულად.

      გარემოსმცველი სამინისტროს დანამატები - აუდიტის სამსახური - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წელს 8 868 543 ლარის დანამატი აქვს გაცემული.

      ახალი თანამშრომელი - არასამთავრობო სექტორი - 2012 წლის შემდგომ პერიოდში 6500 ახლად დანიშნული საჯარო მოსამსახურიდან კონკურსის წესით მხოლოდ 4% ანუ 260 ადამიანი შეირჩა.

      საუბრები პროკურორზე - ანა დოლიძე - პროკურატურაში მთავარი პროკურორის ცვლილების შემდეგ ჩვენ მივიღეთ ჯერჯერობით მხოლოდ ბევრი საუბარი

      ბიოპარკები პოლიეთილენის ნაცვლად - ბიოპარკები, რითაც 1-ელი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკები უნდა ჩანაცვლდეს, შედარებით ძვირი ეღირება.

      გამოწვევა დებატებში - გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებებს არაადეკვატურს უწოდებს და პარლამენტის თავმჯდომარეს დებატებში იწვევს.

      პრემიერობიდან მრჩეველობამდე - გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა.

      მარიხუანას პრობლემა - მამა დავით ქვლივიძე - მარიხუანას ლეგალიზების ავტორი „დეზერტირების პროპაგანდისტი“ ზურა ჯაფარიძეა.

      მაღალჩინოსანი სასამართლოზე - ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის, გია თვალავაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

      საქმე „უცხოელები მთაში“ - სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს დღეს ხადას ხეობაში, შემთხვევის ადგილზე ჩაიყვანენ.

      ქვეყნების შეჯიბრებები - ირაკლი კობახიძე - ქვეყნები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ არა ძალით, არამედ, უკეთესი საგანმანათლებლო სისტემით თუ კულტურით.

      დაბრუნება ფედერაციაში - დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად იყრის კენჭს.

      ლიპარტელიანის ვერცხლი - ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

      ბანკების ეკონომზრდა - კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 965.0 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.4 მლრდ ლარით გაიზარდა. საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 21.5 მლრდ ლარი შეადგინა.

საზღვარგარეთულები:

      მომჩივანი - რობერტ ქოჩარიანმა ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

      სირიის პრობლემები - ბენიამინ ნეთანიაჰუ - სირიისთვის რუსეთის მიერ თანამედროვე შეიარაღების გადაცემა რეგიონში რისკებს გაზრდის. ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ისრაელის არმიას განკარგულება მისცა, განაგრძოს სირიაში ირანის სამხედრო კუთხით გაძლიერების წინააღმდეგ მოქმედება.

      იაპონია სათანამშრომლოდ - იაპონია მზადყოფნას გამოთქვამს, სუამის წევრი ქვეყნების გასავითარებლად აქტიურად ითანამშრომლოს.

      ამერიკის დახმარება - დერეკ შოლე - ევროპასთან ურთიერთობაში ამერიკა საქართველოს მეტად უნდა დაეხმაროს.

      ტრამპი ნარკოტიკების წინააღმდეგ - დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 160

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters