ცოტა ხნით სიჩუმე იდგა გარესკნელის ბნელში, სადაც ყოველივეს მხოლოდ ეშმაკთა ალი ანათებდა. თითქოს ყველა ხვდებოდა მათ მომავლს, მათი მარადიული ცხოვრებისთვის განწირულ ბედს, მაგრამ ეშმაკები აბა რის ეშმაკები იქნებოდნენ ეს მწუხარება სინანულის ყოფილიყო, არა - ქვეცნობიერად სწუხდნენ სწორედ იმიტომ, რომ მათმა ამპარტავნებამ, მათმა მეგობარმა ეს დაუშვა.
როდესაც მრისხანების ეშმაკი თავის ადგილზე დაჯდა, ვასილისკომ ერთი მძიმედ ამოისუნთქა და ჩახედა თავის დავთარს.
- ახლა ექსპერიმენტატორი ეშმაკი გამოდის თქვენო ალისფერობავ და ამას იმდენი ექსპერიმენტები აქვს ხოლმე, სჯობს ნაწილ-ნაწილ მოვუსმინოთ. ნამდვილი ქიმიკოსია.
- დაიწყოს.
- მობრძანდი.
მომხსენებლის ტრიბუნასთან გამოჩნდა თხელზე თხელი, უგამხდრესი ეშმაკუნა, რომელიც ისეთივე თხელი იყო, როგორც მისი მოფქირებული ექსპერიმენტული ეშმაკობები.
- ამჯერად რა ექსპერიმენტს წარმოგივდგენ? - თითქოს, მოსმენაც ეზარებაო ბელზებულს, ისე მოკალათდა თავის სავარძელში. ფეხები სახელურს გადააწყო და თვალები მინაბა.
- პირველ ექსპერიმენტად მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მუშაობის პირველი წლების გამოყოლილი მოგონებები და მათ ბაზაზე შექმნილი იდეა. მახსოვს, თავიდან პატივმოყვარეობით დავიწყე ყველაფერი, მაგრამ ჭეშმარიტად სიკეთის მკეთებელი ადამიანები საკმაოდ ძლიერი არმიაა ჩემი, როგორც ახალბედას წინააღმდეგ. მაგრამ ვინაიდან მე ეშმაკი ვარ, ვიაზრებ რა ჩემს ყმაწვილეშმაკობას, ვცდილობ უფროსებს დავეკითხ...
- კიდევ დიდი შესავალი გაქვს? პირდაპირ მოყევი რას ამბობ.
- ადამიანთა შორის, ჯერ კიდევ მოიძებნებიან ისეთები, როლმებიც სიკეთეს სჩადიან. უანგაროდ, ყოველივე მისაღებლის გარეშე აკეთებენ სიკეთეს, იქნება ეს სიტყვით თუ საქმით, შრომით, ოფლის ღვრით თუ ისეთი რჩევა-დარიგებებით, რომლებიც სხვებს სიკეთეს მოუტანს, არიან ისეთებიც, რომლებიც სხვებს აძლევენ სიკეთის ქმნის საშუალებას. ჰოდა, ჩემს საექსპერიმენტოდ, ერთი ასეთი ადამიანი გამოვიჭირე, რომელიც სიკეთეს სწორედ რჩევებით მიცემით მოიმკიდა. და რა გავაკეთე თუ იცით? პატარა, მცირედი საჩუქარი მივეცი მას სხვისი ხელით. რა თქმა უნდა მადლობა მოიხადა, მაგრამ გგონიათ ჩათვალა რომ ამ საჩუქრის ღირსი არ იყო? არა. პირიქით, მან მიიჩნია, რომ ეს საჩუქარი სწორედ იმიტომ არის, რომ სხვა ადამიანებს სიკეთე გაუკეთა და ასევე ეს საჩუქარიც სიკეთის გამოხატულებაა. ჰო, ასე მარტივად შეიფერა ის, რაც არ უნდა შეეფერებინა, ასე მარტივად დავუგე მახე და გაება მახეში. ყველაზე უცნაური იცით რა არის? ამ ყველაფერს გარედან რომ ვერ უყურებს. უნდა ნახო, როგორ საუბრობენ ასეთი ადამიანები სასულიერო პირებზე, რომლებიც ზუსტად მათ მსგავსად, მათთვის მიცემულ დიდ საჩუქრებზე თვალებს ხუჭავენ და შეიფერებენ ხოლმე, იქნება ეს სოლიდური შემოწირულობა, მანქანა, სახლი თუ სხვა დანარჩენი. ასეთ სასულიერო პირებზე, ჩემი ექსპერიმენტის თაგუნა, ვრცელ ქადაგებებს მოყვება ხოლმე, ხან იმ ჩვენს შემმუსვრელ პავლეს გაიხსენებს, ხან მრავალ უპოვარ წმინდანს მოიშველიებს, რომ მსგავსი სასულიერო პირები ამხილოს. დიახ, იქ დიდზე ჩანს და თავისი მცირედი საჩუქარი ვერ დაინახა, ვერ თქვა უარი და უარის თქმას ვინ ჩივის, შეიფერა კიდეც.
- შენ დიდი ნიუანსური და გაიძვერა ეშმაკუნა იზრდები.
- თქვენი ნატერფალის კვალდაკვალ დიდო მბრზანებელო.
- მაშ გამოდის, ბეწვისა და დირის ამბავში, შენ მიხვდი, რომ კეთილ ადამიანებს საკუთარ თვალში დირის შემჩნევა გაუავილდებოდათ, ამიტომ მათ თვალებშიც ბეწვი ჩაყარე?
- აბსოლუტურად მართალი ხარ სიბნელის ბრძენთა ბრძენო. ბეწვს-ბეწვს დავუმატებ და ისე უცბად გადაიქცევა დირედ, როგორც თავის დროზე, იმ სასულიერო პირებში, რომლებიც არა მცირედ, არამედ დიდ საჩუქარსაც პავლეს სიტყვებით, პირველად რომ მიწერა კორინთელებს, იმით ამართლებენ "უკუეთუ ჩუენ სულიერი დავსთესეთ თქუენ შორის, დიდ-მე რაჲ არსა, თქუენგან თუ ჴორციელი მოვიმკოთ ჩუენ?".
- გასაგებია, შენგან კარგი ეშმაკი დადგება.
- სხვა ექსპერიმნტიც მაქვს. დავიწყებ...
- მოიცა მოიცა, ვასილისკო, ხომ ვთქვით, რომ ამას ერთიანად ბევრი არ უნდა მოვაყოლოთ?
- კი, ჩემო მბრძანებელო!
- ჰოდა, შევცვალოთ, დავასვენოთ ცოტა ხნით. - აქვე იდექი, - მიუბრუნდა ექსპერიმენტატორ ეშმაკუნას.
დასაწყისი:
ციკლი ამ გვერდზე:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია