თაობა, რომელსაც მე წარმოვადგენ, დამოუკიდებლობაში დაიბადა. პირადად მე, დამოუკიდებლობიდან ზუსტად ერთი წლის თავზე მოვევლინე ამ ქვეყანას (გულწრფელობას გამოვიჩენ და სიმართლეს ვიტყვი - დიდად, ჩემი არჩევანი არ ყოფილა აქ რომ დავიბადე, მაგრამ ასე მოხდა და საწუწუნო არაფერი მაქვს).
დღეს ვუყურებდი მცხეთის ცენტრში გამართულ კონცერტზე მოსულ ხალხს, ძირითადად ბავშვებს (ისეთებს, წინა საუკუნეს საერთოდ რომ არ იცნობენ), ვხედავდი ზეიმს და კონცერტის მაყურებელთა ზურგს უკან საბრძოლო, საომარ ჯავშანტექნიკას. ვუყურებდი მთელს ამ პერფორმანსს, თავისი პიარით, მარკეტინგით, გაყიდვებით, დროშებით, ეროვნული ატრიბიტიკით, ნაციონალური სამოსით, ფოლკლორით, მილოცვებით. ალბათ, ეროვნულ სულს უნდა გაეღვიძა სადმე ახლო-მახლო, მაგრამ არა! მეტიც, კონცერტი ჰიმნითაც კი დაიწყო, სადაც, მგონი, მხოლოდ წამყანს ეჭირა გული მარჯვენით, თუმცა დამოუკიდებლობის სული მაინც არსად ჩანდა. ვუყურებდი ამ ყველაფერს და მიჩნდებოდა კითხვა ავბედითი - "ეს ყველაფერი კარგი... მაგრამ რა?!"
- გილოცავ!
- დიდი მადლობა, მეც გილოცავ!
- ვა, ვა, ვა, როგორ ხარ? გილოცავ დღევანდელ დღეს!
- მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი.
- დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ შალვა!
- შენიანათ, შენიანათ.
აქა-იქ გაიგონებდით ასეთ მილოცვებს. სცენაზე გამოსულ მომხსენებლებსაც ვუსმინე დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე მცირე ლექციებით და შეგონებებით.
მაგრამ გრძნობა? გრძნობა, რომ დამოუკიდებლები ვართ?! სადაა გრძობა, რომ ეს დამოუკიდებლობა რამეს ნიშნავს? ანდა სასიხარულოა?
ბავშვებს უხაროდათ მანქანებზე ბღოტიალი და თოფებთან სურათების გადაღება, ჩემი თაობა ან კონცერტს უყურებდა და აფასებდა, ან ანალოგიურად ტექნიკას ათვალიერებდა და ასაკისთვის შესაფერის კითხვებს სვამდა, უფროსები ბავშვებს დასდევდნენ ან დაღლილი სახით უსმენდნენ-უყურებდნენ კონცერტს, მარტო მაშინ ფხიზლდებოდნენ, თუ სცენაზე თავიანთი შვილი, ძმისშვილი, ბიძაშვილი ან ნაცნობი სახე გამოჩნდებოდა - მაშინ, მეტი მონდომებით უკრავდნენ ტაშს. ვერ გეტყვით, რომ იქ იგრძნობოდა დამოუკიდებლობის სიხარული. უცნაურია არა? რატომაა ასე? იქნებ იმიტომ, რომ პრინციპში არც გვესმის და ვერც ვგრძნობთ დამოუკიდებლობას და როდესაც ვერ გრძნობ, უფრო მეტი ექსტაზია საჭირო, ვიდრე ფოლკლორი, ბეტეერები და დროშები (მერე რა, რომ ექსტაზით მოსული ემოცია ყალბი იქნება, ეს მეორეხარისხოვანია).
დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაული ჩვენს თაობას და უფრო პატარებს, რომ არ ესმოდეთ რა არის გასაკვირი, ჩვენ ხომ სუნთქვაც კი დამოუკიდებელ საქართველოში დავიწყეთ, მაგრამ უფროსებს? იქ რა პრობლემაა?! იქნებ, პრობლემა ისაა, რაზეც რამდენიმე თვის წინ ერთ პოსტში ვსაუბრობდი - ჩვენი ფუნქციის, ჭამა-სმისა და რეპროდუქციის უნარზე დაყვანა. ჩვენი მიჯაჭვულობა მატერიალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მარადჟამს შეგვიქმნის პრობლემას გრძნობით ვიზეიმოთ ისეთი დღესასწაულები, როგორიცაა დამოუკიდებლობის დღე, თავისუფლების დღე, მშვიდობის დღე, მადლიერების დღე და ა.შ.
პოსტს დღეს გაგონილი ერთი დიალოგით დავასრულებ:
- დედა, რატომ დგას ეს ტანკები აქ?
- დამოუკიდებლობის დღეა შვილო.
- ამათმა დააარსეს დამოუკიდებლობა?
აღარ მომისმენია დედამ რა უპასუხა, თუმცა მართლაც - რატომ ვზეიმობთ დამოუკიდებლობას ტანკებით?!
ნახვა: 353
ტეგები: Qwelly, ბლოგი, ბრძოლა, გრძნობა, დამოუკიდებლობა, თაობა, საქართველო, ტანკები, ქველი, ჯავშანტექნიკა
ტანკები - სიმბოლო დამოუკიდებლობისა :D
შენ გინდა თქვა, რომ ჩვენს ტანკებს ჩრჩილიც მოერევა? ((
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია