ცხელი თბილისის მიწისქვეშა პარკინგები, გაგრძელება ხორავას გამოძიებაზე და ამერიკული მეგობრობანი

      თბილისში ტემპერატურა უკვე გაუსაძლის სიმაღლეებს აღწევს, მაგრამ ამის მიუხედავად არ წყდება პოლიტიკური ცხოვრება და ჯერ არდადეგებზე არ მიდიან. მითუფრო რომ ახალ პრემიერს ახალი მთავრობა მოჰყვა და ჯერ გასაკეთებელია ბევრია. ამასთან, ზაფხული კიდევ უფრო აწუხებ თბილისს და მერიასაც ბევრი საქმე აქვს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 ივნისი, 2018 /

      შვილმკვდარი მამის საქმე, პირად და საპარლამენტო ფრონტზე - ზაზა სარალიძე - ზვიად ფხაკაძეს არ დავმუქრებივარ, ვაგინე. ზვიად ფხაკაძე - არავის ხელს არ ვაფარებთ, ამას გეუბნებით როგორც მოქალაქე, როგორც სამი შვილის მამა და როგორც პროკურორი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის 3-3-კაციანი ჯგუფი საქმის მოწმეებს შეხვდება და მათ ახსნა-განმარტებებს მოისმენს. გიორგი გახარია - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება. აკაკი ბობოხიძე - პროკურორ ფხაკაძის გამოსვლებზე ტვინში სისხლი თუ არ ჩამექცევა, არ მგონია - ეს კაცი ბრიყვია თუ თავს იბრიყვებს? არჩილ თალაკვაძე აკაკი ბობოხიძეს - მგონი უხმო რეჟიმში უყურებთ ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის სხდომებს - დუმილი ჰქვია იმ სამუშაო პროცესს, რაც კომისიაში მიდის?!

      გაბრაზებული გოგოები - მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი გოგო დააკავეს. ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავის, თამთა ჯანჯღავას მეზობლების ნაწილი მომხდარს 50 ლარის ღირებულების ნარკოტიკს უკავშირებს. ზურა ხაჩიძე - მე არ ვიცი, რამ შეიძლება ადამიანი გამოიყვანოს წყობიდან ისე, რომ ჯერ მივიდეს სახლთან, ქვემოდან აგინოს მეზობლების თვალწინ და მერე ასეთი რაღაც ჩაიდინოს. "ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ექიმი - ირაკლი ნოზაძის მდგომარეობა სტაბილურია, მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, ადეკვატური და კონტაქტურია.

      ამერიკული შეიარაღება და ამერიკულ-ქართული ამბები - უეს მითჩელი - აშშ საქართველოსა და უკრაინაში შეიარაღების მიწოდებას ზრდის. კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებენ, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ირაკლი კობახიძე - აშშ-ის კონგრესში ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი. კონგრესმენი ტედ პო - საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ადასტურებს აშშ-ს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი. არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ვაშინგტონში დღეს მეტი მეგობარი ჰყავს. ირაკლი კობახიძე – აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება. ონგრესმენი პიტერ როსკამი - აშშ-ის კონგრესში წარმოდგენილი ორივე პარტია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების იდეის ირგვლივ ერთიანდება. დავით ზალკალიანი - აშშ-ის მხრიდან ასეთი მოცულობის და შინაარსის საკანონმდებლო მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ჰქონია. გიორგი მარგველაშვილი - კონგრესში წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერას ადასტურებს. ირაკლი კობახიძე - აქტიურად ვიმუშავებთ, რომ საერთაშორისო დონეზე ამოქმედდეს სანქციები, რომლებიც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მოხვედრილ პირებზე უნდა გავრცელდეს. გიორგი აბაშიშვილი - ისტორიული დოკუმენტის - საქართველოს მხარდაჭერის აქტის აშშ-ის კონგრესში წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის შედეგია. ზურაბ ჭიაბერაშვილი - აშშ-ს კონგრესში მომზადებული რეზოლუცია არის არა საქართველოს მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერა. დავით რაქვიაშვილი აშშ-ის კონგრესის მიერ „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ ინიცირებას ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს. სენატორი კორი გარდნერი - აშშ-ის სენატში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

      ახალი პრემიერის ამბები ზღვისპირეთიდან, კოლხეთიდან და არამხოლოდ. მათ შორის სამთავრობო ცვლილებებიც - მამუკა ბახტაძე დევნილებს - ჩვენი გულისწადილი აუცილებლად ახდება, დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენ გვეკუთვნის ყოფნა. მამუკა ბახტაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. მამუკა ბახტაძე - იმედია წლევანდელი წლის მოსავალი იმის თქმის საშუალებას მოგვცემს, რომ ფაროსანას პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დავტოვოთ. მამუკა ბახტაძე - ის ტემპი, რაც დღეს გვაქვს, არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში გვაქვს, ამიტომ ტემპი აუცილებლად დაჩქარდება. ეკონომიკის მინისტრის პოსტი შესაძლოა გიორგი ქობულიამ დაიკავოს. სოფიო კილაძე - პრემიერმა განაცხადა, რომ განახლებულ გუნდში ახალი სახეები იქნებიან, ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალი ენერგია შემოვიდეს გუნდში. ირაკლი კობახიძე - ცვლილებების მიზანია, მივიღოთ უფრო მოქნილი და ეფექტიანი სამთავრობო სტრუქტურა. მამუკა ბახტაძე დევნილებს - ჩემთვის ნაცნობია ის ტკივილი, რასაც თქვენ გრძნობთ - ბავშვობის დიდი ნაწილი ოჩამჩირეში მაქვს გატარებული და კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მამუკა ბახტაძე - განათლება, კულტურა და სპორტი არის სამი მიმართულება, რომელიც ერთმანეთს ავსებს. სერგო რატიანი - არ არსებობს წინაპირობა, რომ ბახტაძის მინისტრთა კაბინეტი წარმატებული იყოს. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ისევე როგორც კვირიკაშვილმა ვერ დაზოგა თანხები სტრუქტურული ცვლილებებით, ასევე ვერ დაზოგავს ბახტაძეც. რომან კაკულია - მინდა, რჩევა მივცე პრემიერს, მნიშვნელობა მიანიჭოს თაროზე შემოდებულ დოკუმენტებს, რომელსაც მთავრობის სტრუქტურების დებულება ჰქვია. მამუკა ბახტაძე - მინისტრების გვარებზე დღეს საუბარი, ჩემი მხრიდან არაკორექტული და ერაეთიკური იქნება. მამუკა ბახტაძე - ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მაღალხარისხიანი ორგანული პროდუქტის წარმოებაზე. მამუკა ბახტაძე - ჩვენ განათლება და ახალგაზრდული ეკონომიკა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ. მამუკა ბახტაძე - განათლება, სპორტი და კულტურა ცალკე აღებული ვერ იქნება წარმატებული, ეს უნდა იყოს ერთიანობაში. მამუკა ბახტაძე - ზუგდიდში გავხსნით პირველ მაღალი დონის პროფესიულ სასწავლებელს ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ბურჯანაძის იუმორი - ნინო ბურჯანაძე - ეტყობა, ჩვენს მინისტრებს ჰგონიათ, რომ ივანიშვილის იურიდიქცია საიქიოშიც გრძელდება. მამუკა ბახტაძე - მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკავებულია სოფლის მეურნეობით, როცა ჩვენს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 10 პროცენტიც კი არ არის.

      პარლამენტის თავმჯდომარე „ნატოში“ - ირაკლი კობახიძე - რუსეთი საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება. ირაკლი კობახიძე - ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომელიც სავსეა უსაფრთხოების გამოწვევებით. ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლებამ კანონისა და დემოკრატიის გზით მიაღწია შიდა სტაბილურობის იმ დონეს, რომელიც არასოდეს ყოფილა მიღწეული წინა ათწლეულების განმავლობაში. ირაკლი კობახიძე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი გაყინული არ არის და მას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს. ირაკლი კობახიძე - მოუთმენლად ველით ნატოს მოსალოდნელ სამიტს, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, სათანადოდ აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

      პარკინგი მიწის ქვეშ და მერიის სხვა სამუშაო - კახა კალაძე - მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში განაცხადი არც ერთ კომპანიას არ წარმოუდგენია. კახა კალაძე - ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბიზნესსა და მუნიციპალიტეტს შორის ჯანსაღი და კონკურენტული ურთიერთობის მაღალი სტანდარტი არსებობდეს. კახა კალაძე რეაბილიტირებული ძველი თბილისის მოსახლეობას მიმართავს, რომ ფასადებზე თვითნებურად მოწყობილი საყოფაცხოვრებო ინფასტრუქტურის დემონტაჟი მოახდინოს. კახა კალაძე - ჩემი მერობის პირობებში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემა დამთავრდება. თბილისის მერია მომავალი წლიდან ვაკის პარკისა და ვერის ბაღის რეაბილიტაციას იწყებს. სოფიო კილაძე - კახა კალაძის ინიციატივები თბილისის აღმშენებლობისთვის უპრეცედენტოა. ირაკლი ხმალაძე - მეტროს გაჩერების გამო, ავტობუსების უფასოდ გადაადგილების მიუხედავად, კონტროლიორები გაცდენილი პერიოდის ხელფასს უკლებლივ აიღებენ. გიორგი ტყემალაძე - მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე უახლოეს მომავალში ახალი შეთავაზებები გაკეთდება. ილია წულაია - დასანანია, რომ არავის გაუჩნდა სურვილი სიმბოლურ ფასად მიეღო და განეხორციელებინა ქალაქისთვის საჭირო პროექტი.

      ახლებულად რეგულირებული მასწავლებლობა და განათლება - „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით მასწავლებლობის მაძიებელთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად რეგულირდება. მამუკა ბახტაძე - სტუდენტების დაფინანსების არსებული სისტემა დაიხვეწება და შემოვა კომპონენტები, რომელიც სტუდენტს არჩევანის მეტ თავისუფლებას მისცემს.

      შეჭირვებული სახალხო დამცველი - სოფიო კილაძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, სახალხო დამცველის ოფისი ადეკვატური სამუშაო პირობებით უზრუნველყონ. ნინო ლომჯარია - პრემიერისგან მივიღე დაპირება, რომ ომბუდსმენის აპარატისთვის შენობის დასაქირავებლად თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ.

      ანტიფაროსანული წამლობა - სურსათის ეროვნული სააგენტო - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 220 ათას ჰექტრამდე ფართობია შეწამლული.

      მდიდარი მამაკაცები - კვლევის მიხედვით, საქართველოში მამაკაცები უფრო მეტ ქონებას ფლობენ, ვიდრე ქალები.

      დაცული კურორტობანა - შავი ზღვის სანაპირო ზოლზე პატრულირებას 200, ხოლო თბილისის ზღვაზე 100-მდე მაშველი განახორციელებს.

      გაყიდული ფული - აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

      ოსეთი პრეტენზიები - მამუკა ბახტაძე - ზუგდიდში გავხსნით პირველ მაღალი დონის პროფესიულ სასწავლებელს ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

      საჭირო ტრენინგი, მაგრამ რისთვის? - რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, ჟურნალისტებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

      საზღვარგარეთულები:

      არალეგალების ამერიკა - მაიკ პენსი - თუ აშშ-ში ლეგალურად ჩამოსვლა არ შეგიძლიათ, მაშინ საერთოდ არ ჩამოხვიდეთ.

      შეხვედრის ადგილი იგეგმება - Reuters - აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის ადგილად ჰელსინკი განიხილება. ვლადიმერ პუტინი - მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები საუკეთესო მდგომარეობაში არ არის, რაც აშშ-ში შიდაპოლიტიკური ბრძოლის შედეგია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 218

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters