დღემ კვლავინდებურად საარჩევნო არეულობებით და მერე ამ არეულობებზე კომენტარებით ჩაიარა - ისევ ზუგდიდიდან, ისევ დაძაბულობებით და ისევ არეულობით. დღის მეორე მთავარი ბლოკი იყო გადამდგარი მინისტრის ვრცელი ინტერვიუ. დღეს ასევე ოჯახების წმინდა მსვლელობის ამბავიც დაანონსდა.
ოჯახის სიწმინდის მსვლელობა - 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ორგანიზებით, სახალხო მსვლელობა გაიმართება. „ქართული მარში“ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ სახალხო მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას. დეკანოზი გიორგი კიკვაძე - ვფიქრობთ, 17 მაისის მსვლელობაში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რადგან ოჯახი ის უპირველესი ღირებულებაა, რომელზეც სახელმწიფო დგას.
გადამდგარი მინისტრი - გიორგი ქობულია - ჩემი სახლის ქურდობამდე დიდი ხნით ადრე მივიღე მინიშნება, რომ თანამდებობა უნდა დამეტოვებინა. თუკი საჯარო მოხელეების ხელფასებში ეკონომიას ვაკეთებთ და კვალიფიკაციის თვალსაზრისით კომპრომისზე მივდივართ, ათასობით მეტს ვკარგავთ ცუდი ხარისხის გადაწყვეტილებებით. მმართველ გუნდში დისკუსიისას მე ერთხელ მართლაც მიწოდეს "უცხო სხეული". მომხრე არ ვარ, რომ ჩვენს მიერ მომზადებული კადრები უცხოეთში გავუშვათ. ანაკლიის პროექტს შესაძლებელი პოლიტიკური პრობლემების გარდა, სერიოზული კომერციული პრობლემები აქვს. კორუფციული ინტერესი და კორუფციული გარიგება ჩემი თვალით არ მინახავს. დავით უსუფაშვილი გიორგი ქობულიას - თუ საჯაროობის ნაბიჯი გადადგით, გვითხარით, რა ელის ქვეყანას მმართველობის თვალსაზრისით? კითხვაზე, რატომ გამათავისუფლეს? - ეს არ იყო ერთი ან ორი საკითხი, ეს საკითხების კრებული იყო, რომელთა შესრულებას მე დაჟინებით ვითხოვდი. საქართველოს რეალობის ძალიან კარგი აღქმა მაქვს - დამერწმუნეთ, ბევრზე უკეთესად მესმის, რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს. გიორგი ქობულია „ტოტალურ აბსურდს“ უწოდებს ინფორმაციას, თითქოს მინისტრად „მაკინზის“ მიერ ჩატარებული კვლევის გამო დანიშნეს. გიორგი ქობულია პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას არ გამორიცხავს. ლევან კობერიძე ქობულიასთან შეხვედრაზე - მოვისმინეთ საკმაოდ მკაფიო დიაგნოზი ქართულ ეკონომიკასთან მიმართებაში. პანკისში ასეთი პატარა ზომის ჰესთან დაკავშირებით ასეთი უსიამოვნო სიტუაციის ჩამოყალიბება ალბათ, არაოპტიმალურია. რომან გოცირიძე - მთავარ კითხვაზე პასუხი მივიღეთ - ქობულია იმის გამო მოხსნეს, რომ არაფორმალური მმართველობის წესებს არ დაემორჩილა. ლევან გოგიჩაიშვილი - ქობულიაში ის ადამიანი ვერ დაინახეს, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კომფორტს შეუქმნიდა, ისე როგორც მურუსიძე და ჩინჩალაძე უქმნიან. გიორგი ქობულიას განცხადებით, ფილარმონიასთან დაკავშირებით მისი პოზიცია იყო, რომ ის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტს გადასცემოდა. თამარ ჩუგოშვილი ქობულიასთან შეკითხვებზე - მმართველ გუნდს, პოლიტიკური ჯგუფის შიგნით, არაერთხელ გვქონია მსჯელობა, ჩვენ საჯაროდ არაფერი გვაქვს გასარჩევი.
პრეზიდენტის ბლოკი - სალომე ზურაბიშვილი - რუსეთმა შეიძლება ვეტო დაადოს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს, მაგრამ საქართველოსა და ქართველ ხალხს ვეტოს ვერ დაადებს. საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის პრემიერს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის აგრესიული პოლიტიკით საქართველო უფრო ძლიერდება თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. სალომე ზურაბიშვილი - რუსეთმა შეიძლება ვეტო დაადოს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს, მაგრამ რუსეთი ვეტოს ვერ დაადებს საქართველოს და მის მისწრაფებებს. სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და დემოკრატია კვლავ ვითარდება.
მილიონი ტურისტი - 2019 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ მილიონს მიაღწია, ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა.
ზუგდიდური დაძაბულობები ანუ #არჩევნები2019- ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ნიკა მელია და პოლიციელები, ასევე, საკრებულოს წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის მოთხოვნაზე - არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, რომ დეპუტატ გია დანელიას შეუწყდეს უფლებამოსილება. ზუგდიდში მყოფმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ სანდრა რულოვსის ინტერვიუს დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილე გელა კვარაცხელიას გათავისუფლება მოითხოვა. დავით ბერძენიშვილი - ზუგდიდში ივანიშვილისთვის არჩევნების სანდრა რულოვსთან წაგება ნგრევის ინდიკატორი იქნება. დავით ბერძენიშვილი - ლადო კახაძე, რომელსაც უამრავი პარტია აქვს გამოცვლილი, „ვინც მოვიდა, გაუმარჯოს“ კანდიდატია. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პოლიციას გაერთიანებული ოპოზიციის წევრების, მათ შორის თინა ბოკუჩავას სხდომიდან გაყვანა მოსთხოვა. სანდრა რულოვსი - რუსეთს გადაეცემა ეს ქვეყანა ძალიან მალე - ნახევარი უკვე შპს „ივანიშვილის“ ხელშია. ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია - ჩვენი ოპონენტების მოქმედებები უკვე ისტერიაში გადაიზარდა. საია - წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებას. თამარ ჩუგოშვილი - მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საელჩოებს, განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდის საარჩევნო ოლქს მიაპყრონ. სანდრა რულოვსი - გპირდებით, რომ 19 მაისს დროულად ვერ დაიძინებს ივანიშვილი, ის მთელი ღამე ინერვიულებს.
სასამართლო - ანა დოლიძე - სასამართლოს გარდა „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ გვყავს შესყიდვებში, რკინიგზაში, წიაღისეულში, სხვა სფეროებშიც - ყველა უწყებაში ანტიკლანური მოძრაობაა დასაწყები. ირაკლი კობახიძე - ჩვენს მიერ მიღებული კანონი იძლევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი კანდიდატების არჩევის გარანტიას. ნინო ლომჯარია - მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული პროცესი დაგვანახებს, რა ხარვეზებია კანონში, არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტს კანონის გადახედვა მოუწიოს.
ინტერპელაცია პრემიერს - „ევროპულმა საქართველომ“ მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა
საზღვარგარეთულები:
საგანგებო მდგომარეობა ამერიკაში - დონალდ ტრამპმა ქვეყანაში არსებული ტექნოლოგიური საფრთხეების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პენტაგონმა მექსიკის საზღვარზე კედლის რეაბილიტაციისთვის 646 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
ულტრამემარჯვენეობა - ფრანგი ულტრამემარჯვენეები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთმა შენგენის ზონა უნდა დატოვოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია