ჭრელი ოქტომბერი - ტრაგედია, ომი, რეზოლუცია, ევროპული ქვეყნები და ა.შ.

      წვიმიანი ოქტომბერი ასეც აპირებს გაგრძელებას და უახლოეს დღეებში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელიო. უკრაინაში დღითიდღე უფრო მეტი ობიექტი იბომბება და ახლა საქმეში კამიკაძე დრონებიც ჩაერთო. ჩვენს ქვეყანაში კი არაერთი საკითხია აქტუალური - ვაკის პარკში, შადრევანში გარდაცვლილი გოგონას და ტრაგიის საკითხი, პროკურორის არჩევის კანონი, საქართველოს საერთაშორისო სახე რამდენიმე მიმართულებით პრეზიდენტი - პრემიერი - რეზოლუცია და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7645 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 ოქტომბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ოქტომბერი

      პასუხისმგებლობა ტრაგედიაზე - „გადადგეს კალაძე“ - ამ ლოზუნგით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აკია ბარბაქაძე - ეს ქალაქი კლავს და ამის შემოქმედი არის კალაძე, მერი, რომელიც სისხლიანი ხელებით დგას და პოლიციის კორდონის უკან გვემალება. დავით ჭიჭინაძე - რატომ გვიკვირს, რომ ტრაგიკული ამბები ყოველდღიურობა გახდა?! - ფულის კეთება, უპასუხისმგებლობა, ხალხის დარბევა, ჟურნალისტების ცემა, არჩევნების მიტაცება - ყველაფერი შერჩათ! თბილისის მერის მოადგილე ვაკის პარკის კასკადზე - დასკვნა ყველა ეტაპზე დადებითი იყო, შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს არ გაეცათ თანხმობა ჩაბარებაზე. ირაკლი ზარქუა - მათი ამოცანაა შოუ დადგან, ჰგონიათ, ყველა ტრაგედიაზე ქულების დაწერის შესაძლებლობა მიეცემათ - ვინ უნდა გამოიძიოს ვაკის პარკში მომხდარი, სამადაშვილმა?! „ჭიჭე“ ვაშაძემ?! დავით უსუფაშვილი - არავინ საუბრობს, რომ კალაძემ სადენი არასწორად შეაერთა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მერობის დროს მოხდა ასეთი ტრაგედია - სწორი ნაბიჯი მისგან გადადგომაა. მამუკა მდინარაძე - რადიკალი ოპონენტები, რომლებიც ტრაგედიით მოსარგებლეები გახდნენ, თავისი მმართველობის დროს მიჩვეულები იყვნენ მესამე და მეოთხე დღეს გამოუძიებელი შედეგების დადებას. ლაშა ფურცხვანიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე - მე ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, ნამდვილად არ მაინტერესებს. თბილისის მერის მოადგილე - ცალსახად პრობლემა არის საექსპერტო დასკვნაში - შადრევნის ინსპექტირებაზე გარკვეული ხარვეზი უნდა დაფიქსირებულიყო და არავითარ შემთხვევაში, ასეთ მდგომარეობაში არ ჩავიბარებდით ობიექტს. ალეკო ელისაშვილი - თუკი მერი ხსნის ობიექტს და ამბობს: "ვაკის პარკი უბრუნდება ქალაქსო" , ხომ მოიწონა თავი? - მეორე დღეს ტრაგედია რომ ხდება, რატომ ეკისრება პასუხისმგებლობა „ჭ“ -კლასის ხალხს?

      პროკურატურაში - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა. ლევან იოსელიანი - პროფესიული სინდისი არ მაძლევს უფლებას, რომ გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი დავუჭირო.

      ვეტერანების დღეობა - ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა ყველას მოგილოცოთ ვეტერანის დღე და ყველა ვეტერანს ჩვენი მთავრობის სახელით გითხრათ მადლობა თქვენი ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის. ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ქვეყანას სხვადასხვა მისიაში. ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს - ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში, ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს. ჯუანშერ ბურჭულაძე ვეტერანებს - თქვენ დაანახეთ საქართველოს მოქალაქეებს და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართული მებრძოლი სული არასდროს შედრკება მტრის წინაშე. ძვირფასო ვეტერანებო, თქვენი გამოცდილებით სჭირდებით საქართველოს, ჩვენს ხვალინდელ დღეს.

      ცესკოდან - ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესის გაჭიანურებით საარჩევნო ნორმა ირღვევა.

      კანონი - „ლელო“ მოითხოვს, პარლამენტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ მათ მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყოს. მიხეილ სარჯველაძე „ლელოს“ მოთხოვნაზე - ტრაგედიის რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირება პოლიტიკური მოროდიორიზმია და სხვა არაფერი!

      მოლდოვა - მოლდოვაში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. მაია სანდუ - ჩვენი, ქართველებისა და მოლდოველების ვალია, შევძლოთ ჩვენი ევროპული ოცნების შესრულება. ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატში ცვლილებები არ შესულა. სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის ქმედებების მთავარი მიზანია საქართველოს მომავლის შეცვლა და ევროპული გზიდან გადახვევაა, რასაც ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს. ომი უკრაინის გამარჯვებით და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისა და ევროკავშირის გაერთიანებით დასრულდება. მაია სანდუ - საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია - უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა, ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს. პრეზიდენტი - კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას. სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს - ჩვენც კი ამის იმედი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ - შეჯიბრი თუ არსებობს, არსებობს ჩვენს თავთან. არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს.

      გერმანია - გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში - უკრაინაზე თავდასხმამ საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა შეცვალა - ზოგი დასავლეთს აკრიტიკებს, მაგრამ მე დასავლეთის უკეთეს ალტერნატივას ვერ ვხედავ. დიახ, ევროპას ენერგეტიკული კრიზისი აქვს, მაგრამ ჩვენ გადავიტანთ ამ ზამთარს - რუსეთი თავის ენერგომატარებლებთან მარტო დარჩება და ეს მისთვის გაცილებით მძიმე იქნება.

      ნორვეგია - ილია დარჩიაშვილი - სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულმა მჭიდრო თანამშრომლობამ ხელშესახები შედეგები მოგვიტანა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია - გვსურს, პროცესის გაგრძელება ვიხილოთ. დავით უსუფაშვილი - ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვეთ, ნატო-მ თამამი ნაბიჯები გადადგას. შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

      რეზოლუცია - მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის თემა რომ არ გაჩენილიყო, მას საქართველოს დელეგაციის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნებოდა. ხატია დეკანოიძე - დიდი სირცხვილია, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ხმა არა აქვს - მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერზე საუბარი მხოლოდ მომიზეზებაა! ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენი დელეგაცია ერთ-ერთი თანასპონსორიც იყო ევროსაბჭოს რეზოლუციის, თუმცა, მას შემდეგ, რაც იქ გაჩნდა ჩანაწერი სააკაშვილის შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაცია ამას მხარს ვერ დაუჭერდა. დავით უსუფაშვილი - ცოტა გაოცებული ვარ, რადგან „ქართულ ოცნებას“ შეეძლო ევროსაბჭოს რეზოლუციისთვის იმ პუნქტის გარეშე დაეჭირა მხარი, რომელიც პრობლემურია სააკაშვილთან დაკავშირებით. ეკა ბესელია - რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი იყო - არავითარი გამართლება არ აქვს ამ დოკუმენტისთვის ხმის მიცემაზე უარის თქმას.

      ლევან დავითაშვილი - ევროკავშირის წევრობის რეალისტური პერსპექტივა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის, ეს არის ახალი საორიენტაციო ნიშანი და საქართველოს ეს არჩევანი ურყევია. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

საზღვარგარეთულები:

      ომი - ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მოითხოვენ. დიმიტრი პესკოვი - ნატო უკრაინის კონფლიქტში დე ფაქტო ჩაერთო. რუსებმა სუმის ოლქს სარაკეტო დარტყმა მიაყენეს. უკრაინული მედია - რუსებმა კიევის ცენტრი დაბომბეს. რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ვიტალი კლიჩკო - კიევში სახანძრო ბრიგადები მუშაობენ, ადგილზე მედიკოსებიც არიან მობილიზებული. გაერო - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, სიღარიბეში კიდევ 4 მილიონი ბავშვი აღმოჩნდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით 26 „კამიკაძე-დრონი“ გაანადგურეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას - ოკუპანტებს მხოლოდ სამართლიანი სასჯელი ემუქრება, ჩვენ კი გავიმარჯვებთ. კიევში დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას ითხოვს. ევროკავშირმა უკრაინისთვის დახმარების მეექვსე, 500 მილიონი ევროს მოცულობის ტრანშის გამოყოფა ოფიციალურად დაამტკიცა. ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მისიას ქმნის. ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლანდელი მტერი ბოროტებაში ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველა წინა მტერს აერთიანებს, ის ვერაგულად მოქმედებს - ტერორი უნდა დამარცხდეს, უკრაინა გაიმარჯვებს. დმიტრო კულება ევროკავშირს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 108 ქალი გათავისუფლდა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, იეისკის საცხოვრებელ უბანში, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა.

      ევროკავშირის საბჭო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის დამკვირვებლებს გაგზავნის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 55

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters