ღამე კი საწერად მოუგონია შემოქმედს, მაგრამ დღევანდელ საღამოს, თუ ასეთი პოსტის წერა მომიწევდა, არც წარმომედგინა. პატარა ადამიანების ამბავი მგონია და მეტი არაფერი, ან უბრალოდ მთელი საქართველო მაია ასათიანად გადაიქცა დღეს(აც). სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს ერს მრავალ სხვა და ზოგიერთ უკურნებელ დაავადებათა შორის კიდევ ერთი სჭირს - ყველა ოლიმპიელის ისტორიას თან მოჰყვება ამბები მათ გაჭირვებაზე, ღარიბ ცხოვრებაზე, პირობების არ ქონასა და სხვა, და ეს რომ იყოს მარტო შიდა, ოჯახური ან სამეზობლო-სამეგობრო გარჩევა კიდევ არაფერი, მაგრამ როცა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით საჯარო ხდება და სხვადასხვა ენებზეც ითარგმნება, უკვე სერიოზული პრობლემაა. ალბათ, აქამდე იმიტომ არ ვწერდი ამ ყველაფერზე, რომ ასე ახლოს ჯერ არ მოსულა ეს ამბავი და არც ასე გავუბრაზებივარ, თან როცა საქმე, ახლობელ და საყვარელ ადამიანს ეხება, ემოციებიც ორმაგდება. დღეს, ეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ თავად ფინალისტი, დიდი სიხარულის მიზეზი, ზაზა ნადირაძე წერდა:
ჩემი შეკთხვა სტანდარტულია და ხშირად გახმიანებულიც - რა გჭირთ ხალხო? რა დაგემართათ? ტვინი და გონება სულ გამოგელიათ? ვინ გთხოვათ ან ვინ დაგავალათ შოუს დადგმა? როგორ გგონიათ ზაზას მეგობრები არ ჰყავს? ახლობლები? ძმა-ნათესავები? რომელ მათგანზე მეტად გაწუხებდათ ის ფაქტი, ზაზა მუშაობდა თუ არა მშენებლობაზე თუ მტვირთავად თუ კიდევ რავიცი, რა წერეთ და რა აქვეყნეთ დღეს. ადამიანმა მოახერხა და საქართველოს სახელი საუკეთესო ხუთეულში მოახვედრა სპორტის იმ სახეობაში, რომელშიც ათწლეულები არაფერი მსგავსი არ გვქონია. უზომოდ ამაყი უნდა იყოს თავადაც და უზომოდ უნდა ამაყობდეს მთელი ქვეყანა და ამ დროს მხოლოდ ის ესმის, რომ ლუკმა-პური, გაჭირვება, საკუთარი ხელით გაკეთებული სავარჯიშოები, უნიჩბობა, უნავობა, უხელფასობა (ზოგიერთი ისეთი დაწერეთ, არ ვიცი სად დაგესიზმრათ) აქვს გამოვლილი. რა ჯანდაბად სჭირდება ეგ ყოველივე? მაგარ იმიჯს უქმნით ხო? მომდევნო ოლიმპიადაზე ალბათ, უფრო დააფასენებ ასეთი წარსულის გამო და 2 წამს დაუკლებენ ან 200 მეტრიანის ნაცვლად, 130 მეტრს გააცურინებენ ან იური და სანტოსი ეტყვიან - ძმაო, არ ვიცოდით, თორემ რიოშიც მოგაგებინებდითო და ახლა ხომ შენია ოქროც, ვერცხლიც და ბრინჯაოცო. ააა, ვიცი, ვიცი, თქვენი პოსტები ხო მიმართულია ჩვენი ქვეყნის მთავრობისკენ და სპორტის სამინისტროსკენ, ნიჩბოსნობის ფედერაციისკენ, რომ მეტად შეუწყონ ხელი ნიჭიერებს. კი, რა თქმა უნდა, ასეა. დიდ საქმეს აკეთებთ მომავალი თაობებისთვის.
კაცმა მთელი საქართველოს სახელი ოლიმპიადაზე აზეიმა და თქვენ საქართველოს სახელს მთელი მსოფლიოს გასაგონად ინტერნეტში ნეხვში სვრით! თუ გგონიათ, თქვენი ქართულად დაწერილი პოსტები, ინგლისურად არ ითარგმნება? ან ერთი-ორია ისეთი სააგენტო, რომელიც მნახველებისა და ლაიქების გამო, დედას და მამას გაყიდის და იმას რაც მართლა აქვს ზაზას გამოვლილი, ზემოდან კიდევ 50 უტრაგიკულესი ამბავი არ დაემტება? ნუთუ არ უნდა შეეშვათ ამ ისტორიებს ღარიბი ხალხის მომენტალურ წარმატებაზე? რით ვერ ტვინავთ რომ ეს ბლეფია და ზაზა იმის გამო კი არ გავიდა ფინალში, რომ გაჭირვებაში ცხოვრობდა და რაიმეს დამტკიცება უნდოდა, ან იმიტომ კი არ დააკლდა გამარჯვებამდე სულ მცირედი, რომ უკეთესი პირობები არ ჰქონდა, არა! ზაზამ იმიტომ გაიმარჯვა რომ ნიჭიერია და აკეთებს იმ საქმეს, რომელიც კარგად გამოსდის და მორჩა, აქ მთავრდება ყველაფერი! ახლა არ დაიწყოთ, ბევრია ნიჭიერი, მაგრამ ხელშეწყობა უნდაო - დაივიწყეთ ეს სისულელეები, ნამდვილად ნიჭიერები ყოველთვის აღწევენ წარმატებას და აღარაა საჭირო ეს სხვისკენ ხელის გაშვერა. მდიდარი იყო დალი და ხატავდა, უკიდეგანოდ ღარიბი იყო ფიროსმანი და ხატავდა, ორივე გენიოსია იმიტომ რომ ნ ი ჭ ს ა რ უ ღ ა ლ ა ტ ე ს არაფრის გამო (მრავალ ნიჭიერ მუსიკოს-პოეტ-მწერალ-ხელოვან-სპორტსმენისგან განსხვავებით). ეგეც არ იყოს, თუ ამდენი იცოდით მისი ცხოვრებისეული პირობების შესახებ, დადგომოდით გვერდით ვიდრე ოლიმპიადიდან გაგვახარებდა. განსაკუთრებით ვბრაზდები იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლოს იცნობენ ზაზას და მაინც წერენ: "იცით, კი, მართლა ასეთი მდგომარეობა ჰქონდა" - ყოჩაღ, რა კარგები ხართ, თქვენ შემოგევლეთ მე!
იცით, ზაზას და მის ოჯახს ბავშვობიდან ვიცნობ და მის ძმასთან დიდი ხნის, სკოლის მერხიდან მოყოლებული მეგობრობა მაკავშირებს. ამ ოჯახის არცერთ წევრს, არასოდეს, ერთხელ არ წამოსცდენიათ იმაზე წუწუნი, რასაც თქვენ ასე გაიძახით და რაზეც "გული გტკივათ". ყველაფერს სწავლა კი სჭირდებაო, თურმე სიხარულსაც და მის გამოხატვასაც სწავლა სჭირებია, მაგრამ ეს ნამეტანია ხალხო, ნამეტანი! ეგ ისტორიები, მერე დაწერეთ, ზაზა რომ პენსიაში გავა და ჩვენს შვილიშვილებს დასჭირდებათ, სტიმულის მიმცემად, რამე ამბავი. აი, მაშინ მოუყევით, რომ ჩვენ გვყავდა ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც გაჭირვებაში გაიზარდა, მაგრამ შრომისმოყვარებით ყველაფერს მიაღწია!
მაგრამ ყველაზე უცნაური იცით რა არის, ამხელა ტექსტი დავწერე და ახლა მეღიმება - რისთვის ვწერ? რა აზრი აქვს ამ პოსტს? ააა, ვიცი ვიცი, წაიკითხავენ ისინი, ვინც ზაზას ისტორიებს იგობენდა და აღწერდა და შერცხვებათ და მეორედ აღარ გააკეთებენ მსგავს რამეს?! წაიკითხავენ ჩემს პოსტს, ვაიმე ეს რა მივქარეთო და აღსარების რიგებში დადგებიან? რისთვის ვწერ, რა შეიცვლება ამ ყველაფრით? პასუხი უსიამოვნოა - არც არაფერი!!! მაგრამ დღეს...
დღეს ფერისცვალება გათენდება, უდიდესი და უბრწყინვალესი დღე მთელი სამყაროსთვის, მთელი შესაქმესთვის .... და ასე დროს წერა მიწევს ისეთ უმდაბლეს თემაზე, როგორიცა "სხვის პირად ცხოვრებას შეეშვი ერო!".
გილოცავთ ფერისცვალებას! დღეს მაცხოვარმა სამყაროს აჩვენა ღმრთაებრიობა, დღეს მაცხოვარი შესაქმესთვის განცხადდა და აჩვენა, რომ არასოდეს მიუტოვებია საკუთარი ქმნილება და არც მიატოვებს, რადგან უყვარს ის და ისე ძლიერ უყვარს, რომ ახლა მხოლოდშობილი ძე ღმრთისა დგას თაბორზე და იცის, რომ თაბორის შემდეგ, გოლგოთაა!
ფერისცვალება განეცადოს ჩვენს სულს, გულსა და გონებას.
როგორც პოსტის დასაწყისში დავწერე, მარტო ერთი სპორტსმენის ამბავი არ არის ასეთი, ყველას ეს ბედი აქვს. ოქროს მედალოსნობა, ჯერ გააზრებულიც არ ჰქოდა ლადოს და მთელს ერს, რომ კომენტატორები უკვე იმაზე საუბრობდნენ, რა გაჭირვებაში გაიზარდა ლადო, უმამოდ და ა.შ. ))
დიაგნოზი მართლაც სავალალოა, პატარა ერის კომპლექსიც არ არის, პატარა ადამიანების კომპლექსი მგონია, როცა ადამიანების დასაფასებლად არ გვყოფნის მისი ოლიმპიური ჩემპიონობა და დამატებით გვჭირდება მისი წარსულის გამოქექვა, ოღონდ ამ წარსულში უნდა იყოს ამბავი სიღარიბეზე. ჰოდა, ასეთი ერი არც იმსახურებს ჩემპიონებს, დასანანია, მაგრამ ფაქტი ასეთია!
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია