ბუჩას კადრებმა მსოფლიო შეძრა. დამნაშავისთვის მსჯავრის გამოტანას რა დრო დასჭირდება ან საერთოდ მიაღწევს თუ არა მსოფლიო ამას, ჯერ ვერავინ პროგნოზირებს - მხოლოდ შფოთი და საქნციები. საქართველოში სამინისტრო ცვლილებები და ომბუდსმენის ანგარიშია მეინსტრიმული, ასევე უკრაინის დაზვერვის განცხადებები ჩვენების რუსებთან „თანამშრომლობაზე“. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0896 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი.
ხმამაღალი ამბავი - გენოციდი ბუჩაში ანუ უკრაინა ომში - აშშ-ში რუსეთის ელჩი - არცერთ მშვიდობიან მოქალაქეს ძალადობა არ განუცდია, როცა ქალაქ ბუჩას რუსული ძალები აკონტროლებდნენ -კიევის რეჟიმი აშკარად ცდილობს, თავისი სისასტიკე რუსეთს გადააბრალოს. სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მასობრივი საფლავებია გათხრილი. ბრიტანეთის დაზვერვა - მარიუპოლის აღება რუსეთის მთავარი მიზანია. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსული ჯარები, დაქირავებულ „ვაგნერის“ ჯგუფთან ერთად, დონბასის რეგიონში თავდასხმებს აგრძელებენ. უკრაინის ვიცე პრემიერი - მარიუპოლიდან და ლუგანსკიდან ერთ დღეში 3 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 161 ბავშვი დაიღუპა. ალექსი რეზნიკოვი - წარუმატებელი „ბლიცკრიგი“ წარმატებული ნიურნბერგით დასრულდება და ფრაზა: „მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი“, ვერცერთ რუს დამნაშავეს ვერ გადაარჩენს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან, 18 300 რუსი ჯარისკაცია მოკლული. ვოლოდიმირ ზელენსკი „გრემის“ ცერემონიალზე - მოყევით ჩვენი ამბავი, თქვით სიმართლე ომის შესახებ, მხარი დაგვიჭირეთ ნებისმიერი გზით, მაგრამ არა დუმილით. ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა. ზელენსკი ბუჩაში - ერთი წუთით არ გავჩერდებით, რათა ყველა დამნაშავე ვიპოვოთ და ვფიქრობ, ეს ცივილიზაციას დაეხმარება. უკრაინისთვის ძნელია რუსეთთან მოლაპარაკების გაგრძელება იმ სიმხეცის შემდეგ, რაც ბუჩაში ჩაიდინეს. ვიტალი კლიჩკო - რასაც ახლა ირპენსა და ბუჩაში ვხედავთ, ეს საშინელებათა სცენებია, სამწუხაროდ, ისინი ფილმებიდან არაა, ეს საშინელი რეალობაა.
მსოფლიოს პასუხები - ჯასტინ ტრუდო - მკაცრად ვგმობთ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ენტონი ბლინკენი - უკრაინა ახლა უფრო ერთიანია, რუსეთის ძალა შემცირდა, მისი ეკონომიკა ბარბაცებს - ჩვენ უკვე ვნახეთ რუსეთის დრამატული უკუსვლა. გაერო - უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დღიდან, 1 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გერმანიის კანცლერის განცხადებით, უახლოეს დღეებში დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდება. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. ემანუელ მაკრონის განცხადებით, მისი სურვილია მიმდინარე კვირას ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული ბლოკადა ნახოს. პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ დაახლოებით 2 481 000 ადამიანმა უკრაინა დატოვა და პოლონეთში გადავიდა, თუმცა ბოლო კვირებში საზღვრის გადაკვეთის რაოდენობა შემცირდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრი - შოკირებული ვარ კიევის შემოგარენში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი სიმხეცის ფაქტებით. ევროკავშირი - ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი ბოროტმოქმედების სიაში ჩაიწერება - პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი! ესპანეთის პრემიერი - პუტინის გაუმართლებელმა აგრესიამ, ომი ევროკავშირის კარიბჭესთან დააბრუნა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვინც სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა, დაუსჯელი არ დარჩეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძირითადი მუხრუჭი გერმანიაა. ევროკავშირის განცხადებით, უკრაინასთან ერთად, საგამოძიებო ჯგუფი შექმნეს, რათა რუსეთის მიერ, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებები გამოიძიოს. ლიზ ტრასი - ომის დანაშაულების ძლიერი მტკიცებულებების გათვალისწინებით, რუსეთი ვერ დარჩება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად. პოლონეთში ვიზიტისას იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი თვითმფრინავით უკან, 20 უკრაინელ ლტოლვილთან ერთად დაბრუნდება. ლიეტუვა რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონეს ამცირებს და ქვეყნიდან ელჩს აძევებს. გერმანიამ 40 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. სერგეი ლავროვი ბუჩაში მომხდარს „დადგმული აქტი“ და „ყალბი თავდასხმა“ უწოდა. მერკელის სპიკერი - ანგელა მერკელი 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხარდამჭერად რჩება. ჯო ბაიდენი - გამაკრიტიკეს, რომ პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე, ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში, ის ომის დამნაშავეა - ეს კაცი სასტიკია, პასუხი უნდა აგოს. სერგეი ლავროვი ჯო ბაიდენის განცხადებაზე - ამერიკელ პოლიტიკოსებს სინდისთან ყველაფერი რიგზე არ აქვთ.
უკრაინის დაზვერვა - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. უკრაინის დაზვერვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ახლა განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა. მაიკლ გალერი - გვჭირდება მკაფიო განცხადება საქართველოს ხელისუფლებისგან, ვის გვერდით დგანან: ევროკავშირთან და უკრაინასთან თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან. ტომას ჰენდრიკ ილვესი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაზე - თუ ეს სიმართლეა, ცუდად იმოქმედებს ევროკავშირის ან აშშ-ს ნებისმიერი სახის მხარდაჭერაზე საქართველოს მიმართ. კახა კალაძე - გავრცელებული მტკნარი სიცრუე, თითქოს საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ჩვენი ქვეყნის გავლით კონტრაბანდის შეტანის თაობაზე, მიზანმიმართული პროვოკაციაა. გია ხუხაშვილი - როცა სახელმწიფო ხარ და მძიმე ბრალდება ისმის, უნდა დაარწმუნო, რომ არ აკეთებ, სიტყვებზე დავიჯეროთ?
მინისტრების უფროსი თავისი მინისტრებიანად - პრემიერ-მინისტრი - მთავრობა პროექტებს ვადაზე ადრე განახორციელებს, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა და შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი. უნდა დავაჩქაროთ და რაც შეიძლება მეტი ჰესი ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები. გვჭირდება მაგარი მუშაობა, რომ არცერთ პროექტს ჩამორჩენა არ ჰქონდეს - იანვარ-თებერვლის ეკონომიკურმა ზრდამ 16.3% შეადგინა, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება. 1-ელი მარტიდან სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა დაიწყო - 15 ათასზე მეტი აპლიკაციაა შემოსული და 3 ათასს უკვე გაუფორმდა ხელშეკრულება. გვახარებს, რომ ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და ამ მიმართულებით კორონავირუსის შემთხვევების კლების დინამიკა შენარჩუნებულია. ლევან დავითაშვილი - ილია დარჩიაშვილი იქნება ღირსეული საგარეო საქმეთა მინისტრი. ლევან დავითაშვილი - ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ნამახვანის პროექტი უნდა განხორციელდეს, მაგრამ განხორციელდეს სწორად. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტურისტული სექტორის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, თავად სექტორის მოთხოვნა იყო, რაც მთავრობამ დააკმაყოფილა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ერთ თვეში საზოგადოებრივ სამუშაოებზე 2 900-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდა. 2 თვეში, დიალიზის თერაპია, ჯამში 7 ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდში ვართ და ძალიან გვიმძიმს იმ ყოველდღიურობის ყურება, რაც იქ არის, აქედან გამომდინარე იყო პრემიერის კომენტარი, რაც გუშინ გააკეთა. დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ტოვებს და აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ილია დარჩიაშვილი დაიკავებს. ილია დარჩიაშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ. შეფერხება არ იქნება არცერთ სამომხმარებლო პროდუქტზე - გვესმის, რომ უკრაინა ვერ იქნება ახლა მომწოდებელი, მაგრამ უკრაინის ალტერნატივა რეგიონში ძალიან ბევრია. ანა ნაცვლიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პუტინის ერთ-ერთი მარბიელი რაზმის მეთაურის განცხადებას ჰგავს, პირველ რიგში ღარიბაშვილი უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან. დავით ზალკალიანი - პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ელჩობის პერიოდში აშშ-სთან თანამშრომლობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა. პაატა მანჯგალაძე - დავით ზალკალიანის მუშაობით კმაყოფილი არ ვიყავი, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის საკადრო ცვლილებებით უფრო გაუარესდა და დაბალზე ჩამოიწია სტანდარტმა. გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ელჩი ზალკალიანი იქნება თუ სხვა, ბევრს არაფერს შეცვლის, იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება. გრიგოლ ვაშაძე - დავით ზალკალიანი საკადრო დიპლომატია, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება გააჩნია - იმედი მაქვს, ეფექტური ელჩი იქნება ვაშინგტონში.
ომბუდსმენის ანგარიში - სახალხო დამცველი - 2021 წელს გაიზარდა კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ თავდასხმის შემთხვევები, ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება. ანგარიში - ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესება საარჩევნო უფლების რეალიზაციაზეც აისახა - ადგილობრივი არჩევნები თავისუფალ და თანასწორ გარემოში არ წარიმართა. გავეცანით ვიდეომასალას, რომელიც ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულების მიმართ პატიმრების მცირე ჯგუფის მხრიდან უკანონო ქმედებები პირდაპირ ან ირიბად, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ორგანიზებული. პენიტენციური სისტემა პატიმრების სხვადასხვა მეთოდით გაჩუმებაზეა ორიენტირებული - კრიმინალური სუბკულტურის გავლენით პატიმრები საჩივრების გაგზავნისგანაც იკავებენ თავს. მძიმეა შშმ, უსახლკარო და ხანდაზმულ პირთა, დევნილთა და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა. მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულების ფაქტების გამოძიების პროცესში, რომელიც დღემდე გრძელდება და პასუხისგებაში არავინ მიცემულა. კორონავირუსის პანდემიის მართვისა და ვაქცინაციის პროცესი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა დააზიანა. უკრაინისადმი გულწრფელი თანაგრძნობა და ემპათია პრემიერ-მინისტრისა თუ სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებსა ქმედებებში სამწუხაროდ, არ იკითხება. სააკაშვილი საჭიროებს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ რეაბილიტაციას, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს სერვისები არ მიეწოდება - ეს არის მნიშვნელოვანი ხარვეზი მისი მკურნალობის მიმართულებით. ირაკლი ქადაგიშვილი - სახალხო დამცველი პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი მომავლისთვის ბრძოლა სწორედ უკრაინაში მიმდინარეობს. კახა კუჭავა - წარმოუდგენელია, როგორი იქნება ცივილიზებული სამყაროს მომავალი, რუსეთის შემაძრწუნებელ სისასტიკეზე სათანადო პასუხის გაცემის გარეშე. ვახტანგ კაპანაძე - ჩვენ ბუჩას მსგავსი ბარბაროსობა და ვანდალიზმი აფხაზეთში ვნახეთ - არანაკლები იყო აფხაზეთში, რომელიც სამწუხაროდ, იმის გამო, რომ იქ ჩვენ აღარ ვიყავით, ისე ვეღარ წარმოვაჩინეთ, როგორც უნდა წარმოგვეჩინა. შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს იმ სისასტიკეს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში.
ფასები მარტში, შაქარზე, ხილზე, ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე, ზეთზე, პურზე და პურპროდუქტებზე, რძის პროდუქტებზე, ხორცზე და მინერალურ წყალზე, ასევე უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია