ქეთევან პოპიაშვილი

პოსტ ტოტალიტარული სიტუაციიდან გამოსვლა (საბჭოთა კავშირის დაშლა) გავს ბნელი გვირაბიდან გამოსვლას, როცა პირველად რეალურად მიეცათ შანსი ადამიანებს ყოფილიყვნენ ისინი, ვინც იყვნენ, ეკეთებინათ ის, რაც სურდათ, რომ ეკეთებინათ. ეაზროვნათ ისე, როგორც სწორად მიაჩნდათ - დაებრუნებინათ ღირსეული ადგილი და ყოფნა ისტორიის თანამედროვე ეტაპზე.

90- იან წლებამდე ადამიანები ცხოვრობდნენ ისე, როგორც აწყობდათ. მათში ლაპარაკობდა არა საკუთარი ხმა, არამედ იმ დროს გამეფებული იდეოლოგიის ხმა, რომელიც აძლევდა მიმართულებას ქცევას და აზროვნებასაც კი. ადამიანებმა საკუთარი ნებით მოირგეს საბჭოური ცხოვრების წესი, რადგან მათში მხოლოდ გადარჩენის ინსტიქტი იყო გამძაფრებული.

ადამიანები არ აკეთებდნენ იმას, რაც სწორად და მართებულად მიაჩნდათ. ისინი უფრთხილდებოდნენ საკუთარ თავს, ოჯახებს, ახლობელ ადამიანთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ობიექტურ რეალობაში ასეთი ურთიერთობით („ხორციელი ბმულობით“) დაკავშირებული ადამიანები თვალს ხუჭავდნენ უკანონობაზე, უზნეობაზე, ტყუილზე და ამას ურთიერთგაგების, სიყვარულის, ხათრის სახელით ამართლებდნენ. იმის გამო, რომ უნდა „გაუგონ“ გარშემომყოფებს, ადამიანები ჩუმდებიან იმაზე, რაც შინაგანად არასწორად მიაჩნიათ, აკეთებენ იმას რაც არ უნდათ, რომ აკეთონ. ანუ უნდათ სიკეთეს გაკეთება, მაგრამ ამ დროს რეალურად ბოროტებას სჩადიან. ამბობენ არა იმას რაც სურთ, არამედ იმას რისი მოსმენაც სურთ სხვებს და აწყობთ კიდეც ასე მოქცევა, რომ არ დაერღვეთ სიმყუდროვე და არ დაკარგონ კეთილდღეობა.

თუ ახლობლებზე „ზრუნვას“ და „გაგებას“ მიიჩნევენ მათთვის უპირველეს მოვალეობად, ადამიანებს მოუწევთ ბოროტების კეთება სიკეთის სახელით, სიყვარული მოჩვენებითად, როცა რეალურად სძულთ. ადამიანები წინააღმდეგობაში მოვლენ თავის შინაგან „მე“-სთან. შეიძლება სწორედ საჭირო დროს და საჭირო ადგილად მოიქცნენ ისე, როგორც არ სურთ რომ მოიქცნენ და ვერ გააკეთონ ის მთავარი, რისკენაც გულწრფელად მიილტვიან. ვერ გაიხსენონ ის სიტყვები, რომლის თქმაც მთელი გულით სურდათ.

„ურთიერთგაგება“, „ურთიერთპატივისცემა“- რაც ასე მტკიცედაა ფესვგადგმული საზოგადოების წევრებს შორის, საშიშროებას უქმნის სუბიექტურ აზროვნებას და ჭეშმარიტების მტრად გადაიქცევა.

თუ პიროვნებამ დაინახა და გაიგონა არასწორი და მიუღებელი, მაგრამ არ სურდა იმის დანახვა და გაგონება და „ არ დაინახა და გაიგონა“ ურთიერთგაგებისა და ურთიერთ მორგების გამო, თვალი დახუჭა  უკანონობაზე, რადგან იზრუნა საკუთარი თავისა და ახლობლების უსაფრთხოებაზე, მაშინ ის თვითონ ხდება იმ უკანონობის მონაწილე და შემოქმედი. თუ პიროვნება მოერგება იმ საზოგადოებას, რომელიც არასწორი პრინციპებით საზრდოობს, ეს უკანასკნელი გახდება ციხე მისი ჭეშმარიტი ბუნების და გრძნობების, აზროვნებისათვის ამგვარ მდგომაროებაში კი ძნელია ადამიანმა შეასრულოს მისი უმთავრესი მისია - იყოს თავისუფალი ყველაზე ღრმა გაგებით - მხოლოდ ამ შემთხვევაში აღმოჩნდება ის საჭირო დროს და საჭირო ადგილას, მისი შინაგანი ბუნება და ობიექტური სახე თანხვედრაში მოვა და ის შეძლებს განახორციელოს სასურველი ქმედება. იტყვის , რისი თქმაც სურს, ეყვარება, როცა ეყვარება და შესძულდება ის, რაც სიძულვილს იმსახურებს. „ადამიანი ყოველთვის უნდა ესწრაფოდეს მოხვდეს იმ წერტილში, სადაც ფლობს იმას, რაც აქვს და შეძლებს იმის გაკეთებას, რაც უნდა“.[1]

ადამიანისთვის უმთავრესია მისი „შინაგანი ადამიანის“ სრული და ჭეშმარიტი რეალიზება, თუნდაც ამისთვის აუცილებელი იყოს ე. წ „ხორციელი ბმულობის“ ჯაჭვის გაწყვეტა.

იმისთვის, რომ შევდგეთ, როგორც ადამიანები, უბრალოდ კი არ უნდა ავირეკლოთ ის გარემო, რომელშიც ვიმყოფებით, არამედ „უნდა დავინახოთ საკუთარი თავი და გავიგოთ, რას ვაკეთებთ, რას ვგრძნობთ, რანი ვართ, რაზე ვფიქრობთ“.[2]

მამარდაშვილი ამბობს, რომ რადგან თავისუფლები ვართ, უნდა სრულად მოვახდინოთ საკუთარი თავისა და ნების რეალიზება. მხოლოდ ამით შეიძლება გახდეს ადამიანი ისტორიის ნაწილი. მხოლოდ პიროვნებებს, რომლებიც შეასრულებენ ცხოვრებაში დასახულ მიზნებს შეუძლიათ გახდნენ ისტორიის კუთვნილება. მათი წყალობით კიდევ უფრო განმტკიცდება ქართველობა, როგორც ერი.[3]

ვფიქრობ, დღესაც, როცა ასე ბევრს ვსაუბრობთ თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, ადამიანთა აზროვნებასა და ქცევას კვლავ დიდ წილად წარმართავს ობიექტური გარემო. ჯერ კიდევ ვერ გაწყვეტილა „ხორციელ ბმულობათა“ ჯაჭვი- ის მეტის მეტად მტკიცეა ქართულ რეალობაში.

ჩემი აზრით, კიდევ არის საჭირო დრო და ცნობიერების რადიკალური გარდაქმნა, რომ სრულად გავიაზროთ ჭეშმარიტი თავისუფლების არსი. ჩვენ მხოლოდ ვსწავლობთ - ვიყოთ თავისუფლები და იმედი მაქვს დადგება მომენტი, როცა რეალურად თავისუფალი ადამიანები იცხოვრებენ ნამდვილად დემოკრატიულ სამყაროში, როცა აღარ იქნება საჭირო მოჩვენებითი გრძნობები და სიტყვები, როცა ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც მოახდენს თავისი „შინაგანი ადამიანის“ რეალიზებას.

[1] მამარდაშვილი, მერაბ, საუბრები ფილოსოფიაზე, 425.

[2] მამარდაშვილი, მერაბ, საუბრები ფილოსოფიაზე, 426.

[3] მამარდაშვილი, მერაბ, საუბრები ფილოსოფიაზე, I ლექცია, მეორე ნაწილი, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, წიგნი 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018 წელი.

ნახვა: 686

ტეგები: აზროვნება, ილიაუნი, მამარდაშვილი, საუბრები, ფილოსოფია, შთა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters