ამ წლის ბოლო პარასკევიც მიიწურა და ძირითადად, რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდა დღის მთავარია ამბები - ერთი უკავშირდებოდა ეკა ბესელიას გადადგომას, მეორე სინოდის განჩინების ამონარიდებს, ასევე იყო უვადოდ დანიშნული მოსამართლის ავან-ჩავანი, რეკლამების აუქციო და უდანაშაულოდ ცნობილი ბახალა.
სინოდის დადგენილებებიდან - წმინდა სინოდმა 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას ისტორიული სახელი დაუბრუნდა - როგორც გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა განაცხადა, ეპარქიას დღედან მისი ისტორიული სახელი - ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქია ეწოდება.
ეკა ბესელიას ნიუსები - ეკა ბესელია - გადადგომის შესახებ განცხადებას ბიუროს პირველივე სხდომაზე წარვადგენ, არ ვარ ის ადამიანი, თავის სიტყვას და გადაწყვეტილებას უკან რომ წაიღებს. ეკა ბესელია - გუნდურობაზე არ მივიღებ მითითებებს არავისგან და განსაკუთრებით მათგან, ვინც 2012 წლის გამარჯვების შემდეგ და მით უფრო 2016 წელს მოვიდა. ოთარ კახიძე - ბესელიამ გადადგომას პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სასამართლოს საკითხი მიაბა, სინამდვილეში, ივანიშვილმა უთხრა მას, რომ უნდა წასულიყო. ლევან კობერიძე - თუ ეკა ბესელიას გადადგომის პროცესი ადრე დაიწყო და უმრავლესობის ზოგიერთ წევრს ეს ინფორმაცია ჰქონდა, მექნება შეკითხვა, რატომ არ იცოდნენ ეს დანარჩენებმა? ვახტანგ ძაბირაძე - პოლიტიკაში საკუთარი ადგილის ძებნა იწყება - უმრავლესობის დაშლაზე გადაწყვეტილებას ალბათ, ივანიშვილი მიიღებს. ეკა ბესელია - გუნდის საჯარო კრიტიკას არ ვაპირებ, თუმცა, თუ არასწორი განცხადებები გაკეთდება, მომიწევს პასუხის გაცემა და ეს პასუხი არ იქნება ტკბილი. ეკა ბესელია - კონსულტაციები აუცილებელია, რადგან იურიდიულ კომიტეტს ორშაბათიდან არ ეყოლება არც თავმჯდომარე და არც პირველი მოადგილე. ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ დატოვებაზე - მე ვარ გუნდში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ.
უვადო მოსამრთლის დანიშვნა - ქვეყანაში გვახსოვს უსამართლობით შეწუხებული ჟურნალისტების, მეშახტეების, ექიმების, მასწავლებლების და სხვა პროფესიის ადამიანების პროტესტი. ამ ტოტალურ უსამართლობასა და უტიფრობაზე, რომელსაც ახლა უკვე საშვილიშვილოდ თავს გვახვევენ, იურისტებმა ხმა არ უნდა ამოვიღოთ? რა თქმა უნდა, ყველას ეხება ის, რაც ახლა მართლსაჯულების სისტემაში ხდება, მაგრამ პროფესიულად პირველ რიგში გვეხება ჩვენ...“, - დაწერა კოჟორიძემ მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე მოსამართლედ უვადოდ განაწესა. ოთარ კახიძე ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშნვაზე - თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ჩვენ გამოუსწორებელ მდგომარეობას მივიღებთ. გიორგი მიქაუტაძე - არ შეიძლება მხოლოდ იმ ნიშნით გახდე უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი, რომ გახმაურებული საქმე გაქვს განხილული.
ახალგაზრდების საქმის სასამართლო - ზვიად კუპრავა - არასრულწლოვან დ.ღ.-სგან მიღებული ინფორმაცია ის იყო, რომ მიხეილ კალანდია ნამდვილად იმყოფებოდა ფარდულში. არასრულწლოვნის ადვოკატი - ზვიად კუპრავა ვერაფერს იტყვის ისეთს, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას ეხება.
უდანაშაულოდ ცნობილი ბახალა - „ბახალა“ - სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის - იგივე ელის ყველას, ვინც სისტემას შეეწინააღმდეგება. გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) დღეს სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ადვოკატი - თუ გიორგანაშვილი უდანაშაულოა, მაშინ ქორიძე როგორ არის დამნაშავე? ან ორივე უნდა გამართლებულიყო, ან ორივე დასჯილიყო. პროკურორი - სახელმწიფო ბრალდებას, გიორგანაშვილის და ქორიძის შემთხვევაში საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი.
ტაქსის გაძვირება - ვასილ ურუშაძე - ტაქსის მომსახურების გაძვირება თბილისის ეკონომიკაში მძიმე კრიზისს გამოიწვევს.
რეკლამების აუქციონი - გია ხუხაშვილი ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების შესახებ გამოცხადებულ აუქციონზე - ასეთი ტენდერი „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც არ მახსოვს. ალეკო ელისაშვილი - მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების შესახებ გამოცხადებული აუქციონი აშკარა კორუფციის ნიშნებს შეიცავს. არასამთავრობოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსებისთვის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის გამო, პროკურატურას და სასამართლოს მიმართავენ. მერიამ აუქციონის ვადის გაგრძელების გარდა, მიწისზედა და მიწისქვეშა საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსებისთვის „ბე“-ს სახით დაწესებული 3 მილიონი ლარი 1 მილიონ ლარამდე შეამცირა. მერიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით გაცემაზე გამოცხადებული აუქციონის ვადა 28 დღით გაახანგრძლივა.
საახალწლო კონცერტი - თბილისის მერია - გალა-კონცერტში მონაწილეობა ყველა მომღერალს შევთავაზეთ.
კომიტეტი სხდომა განათლებაში - განათლების სამინისტრო - კომიტეტში მოსმენაზე მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიწვეული არ ყოფილა და შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში იგი მზად არის ყველა კითხვას უპასუხოს. ხატია დეკანოიძე განათლების მინისტრს - თქვენ ხართ ლაჩარი, როდესაც აქ გამოუშვით თქვენი ხელქვეითები და თქვენ არ მოხვედით.
საზღვარგარეთულები:
ფართომასშტაბიანი ევაკუაცია - ინდონეზიაში ცუნამისგან დაზარალებული რაიონებიდან 40 ათასი ადამიანის ევაკუირება მოხდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია