დღესასწაულის ქველინიუსი ცოტა პოლიტიზირებული და შედარებით ხმაურიანი გამოდგა. ცხადია, ბოლო დღეების და კვირების მთავარი ამბავი ისევ ფეხბურთელის საქმეა, რომელსაც ოპოზიციური მედია აშუქებს, ნაკლებ ოპოზიციური კი აქა-იქ ნიუსებს უთმობს. დღის მთავარი ამბავი პარლამენტარების საქმიანობასაც ეხებოდა და ოცნების შიდა პოლიტ-სახეების საქმეს.
ქართველი კორონა ათ ასეულს ასცდა - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 3 შემოტანილია, ერთის დაინფიცირების წყაროს მოძიება კი გრძელდება. რუსთავის „ცხელების ცენტრში“ 65 წლის ქალს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. კორონავირუსის პრევენციისთვის განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 13 300-მდე ინსპექტირება განხორციელდა. ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ახალი საწარმოები იხსნება. კახეთში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსით ინფიცირებულ 10 თვის ბავშვს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და ტემპერატურა არ უფიქსირდება. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1004-ს შეადგენს. კოვიდინფიცირებული აბიტურიენტი გამოცდას იქ ჩააბარებს, სადაც მკურნალობას გადის.
დაცვა - თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს ესწრება.
შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა.
ოცნების სამზარეულო - დავით ჭიჭინაძე - ივანიშვილმა ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი გამოავლინა. რომან გოცირიძე - ივანიშვილისთვის „ოცნების“ ყველა წევრი ვირუსმატარებელია, კვლავ ვიხილავთ ბუნკერიდან საუბრებს "ოცნების" ოფისთან. ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, იმაში, რომ ივანიშვილი საარჩევნო შტაბის შეხვედრას ონლაინ რეჟიმში დაესწრო, საეჭვო არაფერია. რომან გოცირიძე - ივანიშვილი პარლამენტში კომფორტს ვერ იგრძნობს, მაშინ დარბაზი უნდა გაიყოს შუაში და ერთი ფლიგელი დაეთმოს მას, სადაც დაცვის 100 წევრი დაჯდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა საარჩევნო სიის პირველი ნომერი. უახლოეს მომავალში დავასახელებთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, შემდეგ გაგრძელდება სიაზე მუშაობა. ირაკლი კობახიძე - პარლამენტის თავმჯდომარე არის არჩილ თალაკვაძე და გააგრძელებს ამ პოზიციაზე მუშაობას. ეკა ბესელია - ბილბორდებზე კობახიძე, კილაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი ვერ გაიკვრებიან ხომ? ერთადერთი არის ივანიშვილი და ის თუ არ გამოჩნდა, ვინ არის “ქართული ოცნება”?
ფარდულის ქალაქი - „ნაცმოძრაობის“ წევრი - საპარლამენტო ქალაქის ნაცვლად, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადაიქცევა.
დამკვირვებლების მისია - პრეზიდენტი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უნდა გავააქტიუროთ და მისი სამოქმედო არეალი უნდა გაიზარდოს. გია ვოლსკი - ბორდერიზაციის პროცესი არის გამოხატულება იმ ბოროტი სახის, რაც ოკუპაციას გააჩნია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
ვერ-მფრინავი - გიორგი კანდელაკი - მთავრობა „ვიზეარს“ ფრენების უფლებას არ აძლევს.
კალაძის გამოწვევა - კახა კალაძე - მნიშვნელოვანი გამოწვევაა ტრანსპორტის მოწესრიგება ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად უპირატესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭონ. პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების ზონალურ-საათობრივი სისტემა ამოქმედდება. სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, იურიდიულის მიმართ კი 10-ჯერ გაიზარდა. კულტურის სფეროს დაფინანსება გაიზრდება.
პარლამენტის საქმეებიდან - არჩილ თალაკვაძე „ევროპულ საქართველოს“ - როგორ ხდება, რომ ბიუროს ყველა სხდომაზე წერილი შემოგაქვთ, თითქოს სხდომას არ ესწრებით და შემდეგ სხდომებს ესწრებით? ბიუროს სხდომაზე ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პიკის დროს გვსაყვედურობდნენ, პარლამენტი რატომ არ მუშაობსო. კანონპროექტი, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი, რომელიც „კომერციული ატაშეს“ თანამდებობის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ფეხბურთელის საქმე - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გარეგანი დაზიანებების დათვალიერება ვერ მოხერხდა. ადვოკატი აცხადებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის კატეგორიული მოთხოვნაა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს. პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზე - მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული - კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა აღიარება და მონანიება. ომბუდსმენი პრეზიდენტის განცხადებაზე - არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი-ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. შაქარაშვილის მეგობრის ჩვენებით, მცხეთაში, დაბადების დღეზე სიტუაცია დაძაბული იყო, რადგან „ბიჭებს გოგოების წინაშე თავიანთი დომინანტობის წარმოჩენა სურდათ“. შაქარაშვილის საქმეზე 10 წლის მოწმის ჩვენებით, ავტომანქანა, რომელსაც მამამისი მართავდა, ხიდზე დაყრილი მწვანილის ასაღებად გააჩერეს. შაქარაშვილის საქმეში ამირხანაშვილის ბოლო ჩვენება არაა - დაკავებულების ადვოკატები გამოძიების ხარვეზებზე საუბრობენ. შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს.
დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სულხან სალაძე დავით ცინარიძის გათავისუფლებაზე - ოჯახში ძალადობის საქმეებზე სახელმწიფოს პოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს.
საზღვარგარეთულები:
მსოფლიოს ისევ აშინებს კოვიდ მომავალი - ავსტრალიაში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა. იაპონიაში, აშშ სამხედრო ბაზებზე, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 136-მდე გაიზარდა. სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრი - საქართველოს მხარე მზადაა, მეზობელ სომხეთს ყველა საჭიროებით დაეხმაროს. რუსეთში, 24 საათში კორონავირუსის 6 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 156 ადამიანი გარდაიცვალა. ჯო ბაიდენი - საქმე იმდენად ცუდადაა, რომ ტრამპმაც კი გადაწყვიტა პირბადე ატაროს. ჩინეთი აშშ-ს დაწესებული სანქციების გამო საპასუხო ნაბიჯით ემუქრება.
თურქეთი და რუსეთი ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ.
ბელარუსში ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს მხარდამჭერ აქციებზე 250-მდე ადამიანი დააკავეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - ჩვენმა შენაერთებმა სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. მაიკ პომპეო სომხეთ-აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისეკნ მოუწოდებს.
იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე, 50 დემონსტრანტი დააკავეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია