არეული ამინდი, არეული ოპოზიცია, არეული ახალგაზრდები და გადარეული კორონა

      პრემიერის მადლობით დაიწყო დღე - ამჯერად, მადლობა ლუგარის ლაბორატორიას და მის მკვლევარებს გადაუხადა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ესაა და მასთან ერთად, ცხადია კორონა ვირუსიც. გახმაურებულია ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების იდუმალი საქმე, სადაც შესაძლო დანაშაულებებზე მიუთითებენ მოწმეები, ასევე ოპოზიციაში მაჟორიტარების გაყოფის თემა და ლიდერად მოვლენილი რურუა და მის გარშემო ეპისტოლარული ჟანრი. ცხადია, გაბუნიას საქმეც არ მიჩქმალულა. ამინდს რაც შეეხება - 28 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 24 ივნისი, 2020

      ჯანდაცვა კორონავირუსის გარშემო - საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მედიკამენტის რეგისტრაციისთვის განსაზღვრული 7 დღე საკმარისი არ არის და აუცილებელია ეს ვადა 30 დღემდე გაიზარდოს. წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნა 2022 წლამდეა განსაზღვრული. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 24 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. თამარ გაბუნია - კოვიდის ეპიდემიის დროს მწვავედ გამოვლინდა ის ხარვეზები, რომლებიც მარეგულირებელ გარემოს ჯანდაცვის სისტემაში აქვს. ჯანდაცვის სამინისტრო დღეს მარეგულირებელს გამოიყენებს იმისთვის, რომ პაციენტის საუკეთესო ინტერესი იქნას მაქსიმალურად დაცული. ეკატერინე ტიკარაძე - ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის გენომის შტამს იკვლევენ. რომან კაკულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს - თქვენს სფეროში ძალიან მომრავლდა ასეთი ტიპის ჩივილები, რომ ჩვენთან არაფერი შეთანხმებული არაა - რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში? ამირან გამყრელიძე - ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, დღეს არის სამაგალითო, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის. ეკატერინე ტიკარაძე - ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის გენომის შტამს იკვლევენ. ბექა ნაცვლიშვილი - მოვითხოვ ეკატერინე ტიკარაძისგან, სასწრაფოდ შეხვდეს სოციალურ აგენტებს - სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ფეხებზე ჰკიდია. ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - სოციალური აგენტების ანაზღაურება, ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 700 ლარს შეადგენს, რაც უახლოეს პერიოდში კიდევ გაიზრდება.

      გარდაცვალების თუ მკვლელობის საქმე - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოსაკითხი მორაგბეების ადვოკატი - ავტომანქანას ექსპერტიზა ჩაუტარდა, მანქანას დაზიანებები, მათ შორის ფარი ჩატეხილი ინციდენტამდე ჰქონდა. ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეში კიდევ ერთი მთავარი მოწმე გამოიკვეთა. გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი - თბილისიდან "საქმის გასარჩევად" ჩამოსული უცნობები, რომლებსაც გიორგი შაქარაშვილი და მასთან მყოფი პირები მაგისტრალზე შეხვდნენ, "დიდი რკინებით შეიარაღებულები იყვნენ". გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი - ავტოსტოპით წავედი, მივედი სადღაც 11:00 საათზე და 15 წუთში მოხდა ჩხუბი, ოღონდ რატომ და რანაირად, აზრზე არ ვარ, არ ვიცი ვინ ჩხუბობდა. გიორგი არ მონაწილეობდა, გიორგიც შიგნით იყო. ექვსი ბიჭი ვინც ვიყავით, იქიდან 5 მგონი სახლში იყო, ზუსტად არ ვიცი. ეგენიც მერე გავიცანი და მერე ყველა წავედით იმიტომ, რომ იუბილარი შემოვიდა, ნერვები მოეშალა ასეთი რაღაც რომ მოხდა, ტიროდა, ძლივს დავაწყნარეთ და წადითო ყველაო და ყველა რომ წავიდა, ჩვენ მოგვიწია ტაქსით წასვლა. ტაქსი ვერ გამოვიძახეთ, არც ერთი ტაქსი არ მოდიოდა. ბოლოს გავაჩერეთ და ტაქსმა ორ კაცზე მეტს ვერ გაგიყოლებთო. ნეტა, ის ორი მაინც წასულიყო. გიორგი მაინც წასულიყო. არ გაყვნენ ტაქსს და ბოლოს ავტოსტოპზე დავდექით და მოვიდა ეს ორი ტიპი, ვისთანაც ჩვენ არა, მაგრამ ამათ ჩხუბი მოუვიდათ. ეს ორი ტიპი მოვიდა და ნომრები გაცვალეს, რომ დაგირეკავთ, ხვალ შევხვდეთ და ვილაპარაკოთო. ეგონა, რომ ჩვენ ვიჩხუბეთ და მეორე დღეს რომ გაერკვიათ... ყველა როგორ იტყუება? მოვიდნენ, დადგნენ და ჩვენ წამოვედით თბილისისკენ, რომ უფრო ახლოდან გამოგვეძახებინა ტაქსი, მაგრამ ხიდზე რომ გადმოვედით, ეს ორი ბიჭი მორბის და ამ დროს წინ გაგვიჩერა მანქანამ და ამ მანქანიდან გადმოვიდა სავარაუდოდ, ხუთი კაცი, შეიძლება ოთხიც. ზუსტად არ დამინახავს. ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ, ყველა რომ ვეცემეთ. ამათ ეგონათ, რომ ჩვენ ისინი ვიყავით, ვინც იქ იყვნენ, არადა საერთოდ სხვა "სასტავი" ვიყავით, არაფერ შუაში ვიყავით. ის ერთი ბიჭი საავადმყოფოშია. მოკლედ ყველა გავიქეცით, სამი კაცი გაიქცა ხიდისკენ. ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში დაიმალა, როგორც მერე გავიგე. მე კამერა ხელში მეჭირა, მანამდე არაფერს ვიღებდი ისეთს, ბლოგებს ვიღებ ზოგადად, მაგრამ მაშინ... ღობეზე გადავხტი და იყო მიტოვებული მშენებარე შენობა, მეორე სართულზე ავედი და რომ ავედი, დავრეკე პოლიციაში. პოლიციაში რომ დავრეკე, ვუთხარი, რაც მოხდა, როგორც მოხდა და არაგვის ხიდზე მოდით-მეთქი და სადააო. "კაროჩე", როცა მორჩა ყველაფერი, მერე მოვიდნენ და მაგ დროს, ჯერ ერთხელ დავრეკე 112-ში, მერე გადმომირეკეს, მერე ვუთხარი კიდევ იგივე და მოკლედ, ვერ გაიგეს ვერაფერი და ჩამოვდიოდი მაგ დროს, ანუ მანქანა წავიდა მაგ დროს და იყო ორი ბიჭი, ჩვენები და ერთი ნაცემი იყო, ჩავდიოდი რომ მენახა, დავხმარებოდი და უცებ მეორე მანქანა მოვიდა. მეორე მანქანა რომ მოვიდა, იქიდანაც გადმოვიდნენ ბიჭები, თქვენი დედაო, "კაროჩე" ესენი ცემეს. სხვა მანქანა იყო სავარაუდოდ, არ ვიცი. პირველი მანქანა რომ წავიდა, 2 ან 3 წუთში მოვიდა მეორე მანქანა და ესენი ცემეს და რომ დავინახე, მანქანა მოვიდა, ისევ უკან ავბრუნდი, რომ არ დავენახე, იქაც გადასახტომი არ იყო, მეორე სართულზე ვიყავი, ბალახები კი არა, ქვები იყო და მერე "ვაბშე" რომ აღარაფერი ხდებოდა და არავინ იყო გზაზე, მანქანაც არ დადიოდა, პირველი საათი და რაღაც წუთები იყო, ჩავედი, გადავედი პარალელურ მხარეს, ბათუმისკენ მიმავალ მხარეს და მერე ავედი ტყეში და იქაც დავურეკე, რომ აღარაფერი ხდება და შეგიძლიათ გააუქმოთ-მეთქი. იქიდან რომ ჩამოვედი, მერე მოვიდა პოლიცია, მოვუყევი ეს ყველაფერი და მეთქი, „ვსო“, მორჩა ყველაფერი და ერთადერთი შეგიძლიათ, რომ თბილისში წამიყვანოთთქო და წამიყვანეს თბილისში.

      დე-ფაქტო ლიდერობა - საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები პუტინის მიწვევით რუსეთში ჩავიდნენ.

      პარლამენტის განსახილველის განხილვა - არჩილ თალაკვაძე - შეშფოთებული ვარ, „ევროპული საქართველოს“ გაკეთებული განცხადებით, რომ ელოდებიან საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდება, მოვუწოდებ მათ, განმარტონ რასთან გვაქვს საქმე. ლევან გოგიჩაიშვილი - კანონპროექტის არგასვლა შეიძლება ივანიშვილის სურვილი ყოფილიყო, ვწუხვარ, ამითაა დაკავებული, რომ მარიხუანის ლეგალიზაციის კანონპროექტი მოგვახვიოს და აზარტულ თამაშებზე პრობლემები შეიქმნას. რომან გოცირიძე ხელისუფლებას - კონსტიტუციასაც მიიღებთ, რურუასაც გამოუშვებთ და პოლიტიკურ დევნასაც შეგაწყვეტინებთ. გია ვოლსკი აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონში ცვლილებებზე - ასე ხომ არ არის, აიღო და ჩაკეტო? ჩაკეტავ და გადავა იატაკქვეშ და მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. ლევან კობერიძე - ეჭვი მაქვს, "ოცნების" ინტერესში შედიოდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ისე, რომ დაბრალებოდა "ევროპულ საქართველოს" და "ნაცმოძრაობას", ფინტაობაში ატარებენ დროს. არჩილ თალაკვაძე - „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დამოკიდებულება უკიდურესად უპასუხისმგებლოა, მივმართავ მათ, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში და შეასრულონ პირობა.

      ვერ გაყოფა - მაჟორიტარების გადანაწილება - ალეკო ელისაშვილი - მივმართავთ თითოეულ პარტიას ოპოზიციაში, თბილისის 8 მაჟორიტარი ხალხმა გადაანაწილოს. ალეკო ელისაშვილი გიგა ბოკერიას - სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? გიგა ბოკერია - ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება. უგულავა ელისაშვილზე - რამხელა ღვარძლს, ბოღმას, სიძულვილს, გესლს, ყველაფერს ერთად ინახავდა. ელისაშვილი შეგნებულად თუ შეუგნებლად ემსახურება ივანიშვილის გაძლიერებას.

      გაბუნიას განთქმულობა - რუსი დეპუტატი - გიორგი გაბუნიას უღირს საქციელს ბოლო უნდა მოეღოს და თუ ეს საქართველოს კანონებით შეუძლებელია, მაშინ რუსული კანონმდებლობის დახმარებით უნდა განხორციელდეს. არსებობს მუხლი მთავრობის წარმომადგენლის შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ამ ჟურნალისტის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული,“ - განაცხადა რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე შერინმა. მარია ზახაროვა გიორგი გაბუნიას ლავროვის ციტატით პასუხობს - „ამ შემთხვევაში, ეს უფრო მართებულია: თქვენ ავად ხართ, გოგონებო“. ნოდარ მელაძის ადვოკატი - თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მივიღოთ. ნოდარ მელაძე - ჩვენ მოვამზადეთ საგამოძიებო მასალა, რომელიც ეხებოდა გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტ ვასამბეგ ბოკოვს - თუ ამის მიღმა იქნება კითხვები, მოვითხოვ, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დავიკითხო.

      კალაძე მმართველი - კახა კალაძის განცხადებით, „m2”-თან გაფორმებული მემორანდუმით, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული 400-მდე ოჯახი მიიღებს კუთვნილ ფართს. ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა. კახა კალაძე გამგებლებს, მერის მოადგილეებსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს მიმართავს, თანამშრომლები მუშაობის მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ. არ დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები კორპუსების თუ ოფისების მშენებლობებს შეეწიროს. გიორგი დოხტურიშვილი - ვარკეთილის მესამე მასივში ახალი, რეკრეაციული სივრცის მოწყობა რაიონის მოსახლეობის თხოვნა იყო, რომელიც მერიამ გაითვალისწინა.

      გაიაფება - საქსტატი - მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.3 პროცენტით შემცირდა.

      ლიდერი რურუა - ადვოკატების განცხადებით, კახა კუჭავამ ევროპარლამენტარებს გიორგი რურუასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა, „სადაც არაერთი ტყუილია. ადვოკატი - გიორგი რურუას საქმეზე დაკითხულმა პოლიციელთა ნაწილმა სასამართლოზე დაადასტურა, რომ მათ კანონდარღვევით ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება. გიორგი რურუა - ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება - ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ. გიგა ბოკერია - კახა კუჭავას მიერ ევროპარლამენტარებისთვის მიწერილი წერილი იქნება მტკიცებულება, როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა იყო და როგორი პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა. ირაკლი კობახიძე - ბესელია გახდა "ნაცმოძრაობის" ღია ქომაგი, მათ შორის, რურუასი, უგულავასი და იმ ადამიანების, რომლებიც დაკავშირებულია ამ პარტიის კრიმინალურ პოლიტიკურ წარსულთან. პროკურორის განცხადებით, გიორგი რურუას საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ტექნიკური ხასიათის დეტალები კი სასამართლოს შესაფასებელია. გიორგი რურუა - მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. გია ვოლსკი - არ ვიცი, რისი გამოძახილია რურუას წერილი - ოპოზიციას ვერც ფაროსანამ უშველა, ვერც პანდემიამ, ახლა პოლიტპატიმრების თემით უნდოდათ სპეკულაცია. რომან გოცირიძე - მისასალმებელია გიორგი რურუას ღირსეული საქციელი, ვიცით მისი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენი პოზიცია უცვლელია - შეთანხმება უნდა შესრულდეს. გიგა ბოკერია გიორგი რურუას განცხადებაზე - ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ეს არის პრინციპის საკითხი - ეს არ ესმის ივანიშვილსა და მისი „კლოუნების“ გარემოცვას. უგულავა - რურუამ მორალურად გაგვიხსნა ხელები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით ვისარგებლოთ.

საზღვარგარეთულები:

      პოპულარული ვირუსი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი შემდეგ კვირაში ათ მილიონს მიაღწევს. სომხეთში, 24 საათში, კორონავირუსის 711 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 14 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში, 24 საათში კორონავირუსის 7176 შემთხვევა გამოვლინდა და 154 ადამიანი გარდაიცვალა. ყაზახეთის ორ ქალაქში კორონავირუსის გამო კარანტინი გამოაცხადეს. ირანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 212 000-ს გადააჭარბა.

      ვლადიმერ პუტინი - რუსეთი საიმედო გლობალური უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მზადაა.

      ჰასან რუჰანი - აშშ-სთან მოლაპარაკების გამართვაზე პრობლემა არ გვაქვს, თუ ვაშინგტონი ბოდიშს მოგვიხდის და ზარალს აგვინაზღაურებს

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 105

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters