გიორგობას დასვენება არ იყო და შესაბამისად პოლიტიკური დღის წესრიგი ნაწილობრივ შედგა. უკრაინის ამბები არის მეინსტრიმის ზენიტში, მას მოსდევს ჩვენი ევროპული კითხვარი და მასზე დამოკიდებული გაევროპელება, შიდა პროტესტი სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0318 ლარია.
უკრაიანის ომი - რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ორ რაიონზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ანდრეი ერმაკი - „აზოვსტალიდან“ ჩვენი ხალხის გადარჩენის შემდეგი ეტაპი ამ წუთებში მიმდინარეობს. ლუგანსკის გუბერნატორი - რუსი ოკუპანტები არა მხოლოდ ანადგურებენ პოპასნაიას ლუგანსკის ოლქში, არამედ ოლქის რუკიდან შლიან. უკრაინის გენპროკურატურა დიმიტრი მედვედევსა და სერგეი შოიგუს დაკითხვაზე იბარებს. მედია - კუნძულ ზმეინთან რუსული ფრეგატი იწვის. უკრაინა „აზოვსტალიდან“ მებრძოლების ევაკუაციაში დახმარებას ორგანიზაციას „ექიმები საზღვრებს გარეშე“ სთხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ კონფერენციას დაესწრება. ასევე, ჯო ბაიდენი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერთა ვირტუალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ხალხმა ამირჩია უკრაინის პრეზიდენტად და არა მინი-უკრაინის პრეზიდენტად. რუსეთში არ ფიქრობენ, რომ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლები იქნებიან, რადგან მათ ბირთვული სახელმწიფოს ძალა აქვთ. უკრაინა მზადაა სრულად დატოვოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, თუკი რუსეთი მოკლავს უკრაინელ სამოქალაქო პირებს და ჯარისკაცებს, რომელთა გათავისუფლებაც შესაძლებელია. ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასრულების ნიშნებს. არ უნდა იყოთ ცოტათი ბოროტი და ცოტათი კეთილი - მარჯვენა ხელით აწესებთ სანქციებს, მარცხენა კი აფორმებთ კონტრაქტებს რუსეთთან, ეს ნამდვილად არ არის შესაფერისი ომის დროს - ეს არის თვალთმაქცობა. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყების დღიდან 24 900 რუსი სამხედრო მოკლეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს 9 მაისს კიევში ჩასვლისკენ მოუწოდა. უკრაინა-რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა განხორციელდა. რადას დეპუტატი - IRI-ის გამოკითხვით, პოლონეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ს შემდეგ უკრაინას ომის დროს ყველაზე მეტად საქართველო დაეხმარა - ამ გამოკითხვის შედეგები გააგრძელებს ქართველი ხალხის შთაგონებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში ხუთი დასახლება გაათავისუფლეს. ირინა ვერეშუკის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან დღეს 50 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა.
უკრაინის ომი საზღვარგარეთ - მედია - აშშ-ში აცხადებენ, რომ უკრაინას კრეისერ „მოსკვას“ ადგილმდებარეობის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდნენ. გერმანია უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებს გადასცემს. ვიქტორ ორბანი - ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული „ატომური ბომბის“ ტოლფასი იქნება. ევროკომისიის თავმჯდომარე - რუსეთი აღარ არის სანდო პარტნიორი - ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა. ურსულა ფონ დერ ლაიენი - დარწმუნებული ვარ, სანქციების ახალ პაკეტს დავამტკიცებთ - ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. იაპონიის პრემიერი - თუ წამყვანი ქვეყნები ერთიანობას არ გამოიჩენენ, ხვალ უკრაინა შეიძლება აღმოსავლეთ აზია იყოს. 9 მაისს ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს კანონს „ლენდ-ლიზის“ შესახებ.
კითხვარი ევროპისკენ - საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო. ილია დარჩიაშვილი - ყველა რეფორმა, რომელიც ტარდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის მნიშვნელოვან პროცედურას სწორად გაივლის. ირაკლი ღარიბაშვილი - შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროპულ მხარეს 10 მაისს გადაეცემა. ნიკოლოზ ვაშაკიძე - საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესს საიდუმლო სპეცოპერაციად განიხილავს.
ჩვენ უკრაინაში - უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა. უკრაინაში მებრძოლი ქართველი - რუსები ბომბავენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ, მშვიდობიან მოსახლეობას, სახლებს, ჩვენ ვცდილობთ მხოლოდ საჭირო სამიზნეებისკენ მივმართოთ შეტევა. უკრაინელები ჩვენით ამაყობენ, ისედაც უყვარდათ საქართველო, მაგრამ ახლა უფრო მეტად უყვართ - ჩვენ ჩვენს სახელს აქ, ამ ბრძოლაში დავტოვებთ.
დეგნანი და ოცნება - გიორგი ვაშაძე - კელი დეგნანზე „ოცნების“ პროპაგანდისტების თავდასხმა საგანგაშოა. „ოცნება“ საკუთარ ტყუილებში გაიხლართა და აღარ სურს არანაირი რეფორმის გატარება, რომელიც არის გზა ამერიკისკენ, ევროპისკენ და განვითარებისკენ.
კახას თბილისი - კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება. თბილისში დაახლოებით 10 ათასამდე ავარიული შენობა-ნაგებობაა და ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, მუშაობა დაწყებულია. უკანონო მშენებლობებს არ დავუშვებთ!
სააკაშვილის ამბები - ნინო წილოსანი - მნიშვნელოვანი იქნება, თუ ექიმები ისაუბრებენ რა სამედიცინო დახმარება სჭირდება სააკაშვილს, რომელიც აქ არ ეძლევა და უბრალოდ პოპულისტურად არ გამოიყურებოდეს მათი განცხადებები. გიული ალასანია ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე - ყველა ერთსულოვანი იყო, რომ უნდა შედგეს სია და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩემი შვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მიიღეს მონაწილეობა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმის წევრებიდან „ბევრის მოსაზრებას ენდობა“. საფრანგეთის ელჩი - სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯამრთელობის მხარდაჭერა - სახალხო დამცველის სამსახურიდან რეკომენდაციებია და იმედი მაქვს, მალე იქნება მოძებნილი გამოსავალი. იაგო ხვიჩია - ჩვენ, ზოგადად, გვინდა, რომ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც. ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილი ტირილის და გოდების ფორმით ცდილობს ემპათიური გრძნობების გამოწვევას. ეკა ბესელია - სააკაშვილის საქმე შურისძიების აქტს დაემსგავსა - სასჯელის მიზანი არ არის ტანჯვა, სასჯელის მიზანია აღსრულება, როცა ეს ტანჯვის სახეს იღებს, ალტერნატიული გზები უნდა მოძებნო. ნათია მეზვრიშვილი - პარტია „საქართველოსთვის“ არ და ვერ შეუერთდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მოთხოვნას. ანა ბუჩუკური - ისე როგორც არავის, დღეს „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს, რომ დილიდან ღამემდე, პარლამენტში საუბარი იყოს მხოლოდ ბატონ სააკაშვილზე. რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აკაკი მინაშვილის განცხადებით, რუსთავის ციხესთან აქციის დასრულების შემდეგ, თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ. მეუფე გრიგოლი სააკაშვილის შესახებ - ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, სადაც ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ და ვიქნებით მოწყალენი, რადგან შეუცდომელი არ არსებობს. კახა კალაძე - თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას და სასჯელისთვის თავის არიდებას, ეს არ გამოვა - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იქნება დაცული. მიხეილ სააკაშვილი - დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი „ევროპის სახალხო პარტიის“ სახელით, მიწვევენ მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს, მთავაზობენ ჩასვლას და სიტყვით გამოსვლას. გიგი უგულავა - შიგნიდან წნეხი, გარედან წნეხი და ასე „ჩიზბურგერის“ კატლეტივით უნდა მოვაქციოთ „ქართული ოცნება“, რომ ისევ ჩვენ არ ჩავვარდეთ როგორც ქვეყანა ორმოში. გიორგი სააკაშვილი - ჩვენ ვითხოვთ მიშას ჯანმრთელობას, ჩვენ ვითხოვთ ადამიანის უფლებას, იცოცხლოს - არ შეიძლება საქართველოს აღმშენებელს ასე ექცეოდე.
არჩევნები - ლევან იოსელიანი - ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ტყუილი წყლის ნაყვაა - ამას დიდი ხნით ადრე რომ მიმხვდარიყო ოპოზიცია, თვითმმართველობის არჩევნებზე იმ შედეგს არ მიიღებდა, რაც მიიღო. გიორგი კახიანი - რიგგარეშე არჩევნების ჩატარება თეორიულად რომც დაუშვა, პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა შემცირდება - გიორგი ვაშაძის ეს განცხადება პოპულისტურს ჰგავს. გიორგი ვაშაძე - ხელისუფლება თავად ახდენს რადიკალიზაციას, საქართველოში იქნება რიგგარეშე არჩევნები. მიხეილ სარჯველაძე - არავითარი მიზეზი ობიექტურად არ არსებობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის. პაატა მანჯგალაძე - ახლა თუ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ორ წელს დავხარჯავთ „ქართული ოცნების“ ლანძღვა-გინებაში და ქვეყანა დაკარგავს შესაძლებლობებს.
#კოვიდსაქართველო - იმუნიზაციის საბჭომ 12 წელს ზემოთ ბავშვებში „ბუსტერ დოზის“ გაკეთების რეკომენდაცია გასცა. ამირან გამყრელიძე - სამედიცინო საზოგადოებას მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან 2 წელია ფრონტის წინა ხაზზე დგას - რა თქმა უნდა, თანხების ხარჯვაც უნდა იყოს შესწავლილი და თუ სადმე გადაცდომაა, რეაქციაც უნდა იყოს. თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს - ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს. თამარ გაბუნიას განცხადებით, საწოლების მობილიზაციისთვის მექანიზმი, რომელიც სამინისტრომ გამოიყენა, შეთანხმებული იყო ყველა სამთავრობო უწყებასთან. თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და კოვიდის საკითხებზე ვაგრძელებთ მუშაობას. საქართველოში მოსახლეობის 34%-ია ვაქცინირებული, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კი 100-150 შემთხვევას არ აღემატება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია