ძალიან ხანგრძლივი შვებულების შემდეგ, qwellynews დაბრუნდა. უკვე რამდენიმე კვირაა დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი მშობლების ხმაურიანი აქციებია. მშობლების, რომელთა შვილებსაც აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვთ და ესაჭიროებათ მედიკამენტი. დღესაც გაიმართა აქცია და როგორც აანონსებენ 24 საათიან რეჟიმში იქნება აქციები. დღის სხვა ამბები კვლავ ოცნების ევროპული გზის შეფასება-გადაფასებას უკავშირდებოდა, მოსამართლეების საქმეს და პარლამენტში, ოპოებისგან მოთხოვნილ საგამოძიებო ჯგუფს, თბილისში ავტობუსის ზოლში ტაქსების მოძრაობას და სხვ.დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5019 ლარია.
მშობლების აქცია - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მორიგი აქცია მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. სილვიუ დომენტე - მსოფლიოს მასშტაბით მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ სამედიცინო მონაცემები ძალიან მწირია. ლალი მარგველაშვილი - არის ბავშვების კონტინგენტი, რომელთა საჭიროებებსაც „ვოსორიტიდი“ არ ესადაგება და ამით მათი პრობლემები არ ამოიწურება. პრეზიდენტი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა. ეკატერინე კვარაცხელია - აქონდროპლაზიის მქონე პაციენტები მოითხოვენ მულტიდისციპლინურ მართვას. სილვიუ დომენტე - ვიდრე პროტოკოლი და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს ყველა სხვა სერვისი მიეწოდებათ. ზაზა ლომინაძე - აქონდროპლაზიის საკითხზე, ალბათ, ერთი თვის განმავლობაში ქართული პროტოკოლი და გაიდლაინი შემუშავდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ესა თუ ის რეკომენდაციები მივიღოთ. თამარ გაბუნია - დღესვე უნდა შეფასდეს აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების სიმპტომები და მათი დაკმაყოფილება მოხდეს როგორც საქართველოში, ისე, საჭიროების შემთხვევაში, უცხოეთში. ივანე ჩხაიძის განცხადებით, მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ცნობილია, რომ მას შეუძლია სიმაღლეში ზრდა, თუმცა სხვა ზეგავლენა შესწავლილი არ არის. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა საპროტესტო მსვლელობა დღესაც გამართეს - მშობლები იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართვას ითხოვენ.
ევროინტეგრაცია, სანქციები ან გზა-სურვილი ევროპისკენ - კახა კალაძე - ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა - ჩვენი მოსახლეობა ელოდება, რომ ეს მიღწევები ევროკავშირის გადაწყვეტილებებში აისახება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებას აღარ ჰყავს დასავლეთში პარტნიორი, რომელიც მას ენდობა, პარტნიორების წინააღმდეგ შტურმით ანადგურებს წლების განმავლობაში მიმდინარე ურთიერთობებს. სალომე სამადაშვილი - ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტების შედეგები შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც სრული პოლიტიკური კრახი - მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეწყვიტეთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი. მიხეილ სარჯველაძე პაპუაშვილის, კობახიძისა და მდინარაძის დასანქცირების აუცილებლობის თაობაზე განცხადებას ულოგიკოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ "ამაზე დიდხანს მოცდენა არ ღირს". პაატა მანჯგალაძე - ევრორეკომენდაციების 12 პუნქტიდან მხოლოდ ორი მეტ-ნაკლებად შესრულებულია, დანარჩენი ათი კი ერთი წელია საწყის ეტაპზეა. ხათუნა სამნიძე - საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება ქვეყნის შიგნით - ცალკე მესიჯები შიდა მოხმარებისთვის და სხვა ტიპის მესიჯები საერთაშორისო დონეზე, არ მუშაობს. ირაკლი კობახიძე - ევროსაბჭოში, საპარლამენტო ასამბლეაში მომხსენებლებთან ყველა დეტალზე მქონდა საუბარი - გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გვქონდა მათ მოხსენებასთან დაკავშირებით. კობა ნაყოფია - ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება - ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული.
მკვლევარების შეფასება - IRI-ს კვლევა - გიგა ბოკერია IRI-ის კვლევაზე - ნდობის თვალსაზრისით კოლაფსი, რაც ბოიკოტის და მისი ჩავარდნის, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის ბევრი მცდარი ნაბიჯის შემდეგ მოხდა, გავრცელებულია ყველაზე, ამის ამოქაჩა მარტივი არაა, მაგრამ აუცილებელია. დავით კირკიტაძე - IRI-ის კვლევებიდან ჩანს, რომ საჭიროა ერთიანობა - „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენოს. ლევან ბეჟაშვილი - IRI-ის კვლევა გვაჩვენებს, რომ აუცილებელია შეიქმნას ცალკე მესამე, ოპოზიციური ძლიერი ცენტრი. ირაკლი კობახიძე - IRI-ის ხელით სოციოლოგიური კვლევის მონაცემები გაყალბდა.
სამართლის და სასამართლოს ამბები - თამარ კორძაია - პაპუაშვილი, კობახიძე და მდინარაძე უნდა გახდნენ დასანქცირების პრეტენდენტი, ისინი ფაქტობრივად ადასტურებენ, რომ „კლანი“ ერთიანია და სასამართლო „კლანი“ ცალკე არ არსებობს. ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციას ეყოლება საკმარისი რაოდენობა დეპუტატების, რომ უზრუნველვყოთ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის საკითხის გადაწყვეტა. დავით უსუფაშვილი - აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასთვის, ვისაც ქვეყანაში რაიმე საჯარო პოზიცია უკავია - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოთმინების ფიალა გადაივსო. გია ვოლსკი - ქართული სასამართლო ევროკავშირის სივრცეში საკმაოდ მყარ პოზიციაზეა, რაც მოსვენებას არ აძლევს რევოლუციურ კომიტეტს. მიხეილ სარჯველაძე - სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მიუღებელია - ყველაფერს ვიზამ, რომ ოპოზიციას ამ ცუდი იდეის განხორციელებაში ხელი შევუშალო. ირაკლი კობახიძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შექმნას - ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და გავიტანთ ბოლომდე.
თბილისის სა-მერიო - კახა კალაძე - გვაქვს სურვილი და შესაძლებლობა, რომ მეტი ავარიული კორპუსი ჩავანაცვლოთ, თუმცა არის შემთხვევები, როცა მოსახლეობა დამატებით ფართებს ითხოვს - ეს აბრკოლებს პროცესს. თბილისში, 2024 წლის ბოლომდე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი. თბილისის მერია სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს. ზურაბ ჩიკვილაძე - თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში სამედიცინო შემოწმებას 500 მოზარდი გაივლის. თბილისის მერი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა. საბა ბუაძე - A კატეგორიის ტაქსების ავტობუსის ზოლში მოძრაობა გაუაზრებელი და მავნებლური ინიციატივაა - გაიზრდება დაყოვნების დრო, გაღრმავდება სატრანსპორტო ქაოსი, რომელიც თბილისში გვაქვს. კახა კალაძე - A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.
ევაკუაცია სუდანიდან - ავიაკომპანია Myway Airlines-ის განცხადებით, კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც სუდანში იმყოფებოდნენ, კაიროში გადაიყვანეს, საიდანაც ისინი საქართველოში ჩამოვლენ.
განათლების ამბავი - გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პრაქტიკული შეფასების ინსტრუმენტთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო.
ჩვენი ომი უკრაინაში - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
საზღვარგარეთულები:
ომი უკრაინაში - დმიტრო კულება - მივესალმებით ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, რომელიც არ გამოიწვევს კონფლიქტის გაყინვას, ან უკრაინის ტერიტორიის დათმობას. უკრაინის გენშტაბი - რუსები აქტიურ შეტევით ოპერაციებს სამი მიმართულებით აწარმოებენ. დენის შმიგალი - უკრაინის ატომური ობიექტების სიახლოვეს რუსეთის ბარბაროსული თავდასხმები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია და სამხედრო ბაზად გადაქცევა, მსოფლიოს ახალი კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს. უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის 188 410 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. მარიუპოლის მერის მრჩეველი - მარიუპოლში ახალი მასობრივი სასაფლაოები აღმოაჩინეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი, რათა რუსეთს არ მიეცეს ატომური ენერგიის ობიექტების მსოფლიოს შანტაჟისთვის გამოყენების შესაძლებლობა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკი - სი ძინპინთან უკრაინისთვის სამართლიან და მყარ მშვიდობაზე ვისაუბრეთ - არანაირი მშვიდობა არ შეიძლება იყოს ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე. იტალიის პრეზიდენტი - უკრაინა სწრაფად მოძრაობს ევროკავშირში წევრობისკენ - კიევი ახორციელებს რეფორმებს, რათა შეესაბამებოდეს კრიტერიუმებს, ამიტომ გაწევრიანება შესაძლოა უახლოეს პერიოდში მოხდეს. უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 44 ადამიანი დაიბრუნა.
თურქნიუსი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა. იქამდე, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ქართველი მაშველები დააჯილდოვა. თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა.
ბალტიის ზღვის თავზე სამი რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააკავეს.
ალექსეი ნავალნის ინფორმაციით, მას ახალი ბრალი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია