ანტიკრიზისული ბიუჯეტი ის დოკუმენტია, რომელიც პანდემიისგან მიყენებული ზარალისთვის იქმნება და მისი განხილვა პარლამენტში დღეების განმავლობაში გრძელდება. დაფინანსებების შემცირება, ქამრების შემოჭერა და ა.შ. ისმოდა ამ განხილვაში. ზაფხულმა ფეხი დაგვადგა - ხვალ, 10 ივნისს საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე გაიზრდება.
მარინა ეზუგბაია - კოვიდ 19-ის 8 ახალი შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის კონტაქტი, 2 - მარნეულის, 2 საკარანტინო სივრციდანაა და 3 არის სამედიცინო პერსონალი. მაკა სოლოღაშვილი - ჩვენი კლინიკის სამი თანამშრომელი არაადეკვატური ქცევების მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა - მიუხედავად თხოვნისა, არ გვეკარებოდა არც ერთი სამართალდამცავი ორგანო. ბოჭორიშვილის კლინიკის მედპერსონალი, რომელსაც კლინიკის დაინფიცირებულ თანამშრომლებთან ჰქონდა შეხება, კარანტინში გადავიდა. ამირან გამყრელიძე - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოცდაზე არ მოხვდეს ინფიცირებული - თუ აბიტურიენტს აქვს ალერგია, ჩვეულებრივი გაციება, სურდო ან ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსი აქვს, არ უნდა დაიჩაგროს. აბიტურიენტი, რომელსაც კოვიდ 19-ის სიმპტომები აღენიშნება და PCR ტესტით ვირუსი არ ექნება დადასტურებული, გამოცდას იზოლირებულ ოთახში ჩააბარებს. პაატა იმნაძე - ძირითადი, რაც ჩვენს აბიტურიენტებს დისკომფორტს შეუქმნის, ალბათ, მაინც განიავების პრობლემები იქნება. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე კოვიდინფიცირების გამო არ დაიშვებიან, გამოცდების ჩაბარება მომავალ წელს შეეძლებათ.
ანტიკრიზისული ხარჯები, ფინანსები, სამინისტრო და თურნავა - 2020 წელს ხარჯების მოცულობა 12,149 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრება. პრემიერი - ეკონომიკური თვალსაზრისით ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემაა არაპროგნოზირებადობა - ეს ჩვენი პატარა, უკიდურესად ღია ეკონომიკისთვის არის კიდევ უფრო მძიმე და მწვავე გამოწვევა. ბიუჯეტში ხარჯები დაახლოებით 600 მლნ-ით შემცირდება და ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მნიშვნელობა დაახლოებით 8.5% იქნება. ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის სისტემური მიდგომის შედეგი, გააზრებულია ყველაფერი, დათვლილია თითოეული რისკი. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კრედიტების ნაწილში დამატებით 4 მილიარდ 470 მილიონი ლარია მობილიზებული. მიმდინარე წელს პროგნოზირებულია ექსპორტის 6%-ზე მეტით შემცირება, საგადასახადო შემოსავლების ნაწილში კი ბიუჯეტს 1.5 მილიონი ლარი აკლდება. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმისთვის საჭირო და მობილიზებული 3.4. მილიარდი ლარი როგორ განაწილდება. კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია და ქვეყანა ამისთვის სრულ მზადყოფნაშია. 64 მლნ ლარამდე დაიხარჯება პირველადი ჯანდაცვის, ასევე რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოების შესაძლებლობის გაძლიერებისთვის. უწყებებიდან ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურის, განათლების და თავდაცვის სამინისტროების ბიუჯეტი მცირდება. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კოვიდფონდში მობილიზებული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ან კოვიდის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციას მოხმარდება. ივანე მაჭავარიანი - პრემიების გაცემა შევზღუდეთ, ვაკანსიებზე აყვანა დავაკონსერვეთ, ხოლო პენსიების ზრდის დაპირების შესრულებაზე უარი არ ვთქვით. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ საქართველოში საინვესტიციო მდგომარეობა პანდემიამდე გაუარესდა. მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტებთან ვმუშაობთ იმაზე, 2021, 2022, 2023 წლებში როგორი ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა შევიმუშავოთ. ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები ქვეყნებთან, რომელიც ადგილზე ეპიდემიოლოგიური ვითარების გაურესების გამო დროებით გადაიდო, საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნები არა. არ ვთაკილობდით, ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ - შევეცადეთ, რომ ის ხარჯები, რომლებიც პანდემიის პირობებში არარელევანტური გახდა, შეგვემცირებინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის და პარლამენტის დაფინანსება მცირდება. ნათია თურნავა - როდესაც ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები. კლება, რაც ახლა გვაქვს ინვესტიციებში, არსებითად მაინც პანდემიის გამოძახილია. ენერგეტიკაში წელს ინვესტიციების ზრდას ველოდებით. თურნავამ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ბიუჯეტები - ბექა ნაცვლიშვილი - ბიუჯეტი უნდა იყოს სოლიდარობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. დავით ბაქრაძე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეამციროს გადასახადები.
ჯარიმების ჩამოწერა - გიორგი ვაშაძე ხელისუფლებისგან ითხოვს, ჩამოიწეროს 6 თვის მანძილზე გადავადებული ყველა სესხის პროცენტი და ექვსი თვის შემდეგ ყველა საპროცენტი განაკვეთი მინიმუმ განახევრდეს. სერგო რატიანი - თუ ხელისუფლებას თავი არ აქვს, რომ შესაბამისი თანხები მოიძიონ, ფულს მაინც ნუ ამოიღებენ ადამიანების ჯიბეებიდან.
არჩევნებამდე თვეებით ადრე - გია ვოლსკი - გიორგი ვაშაძე იქნება პრემიერი თუ გიგა ბოკერია, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, უახლოეს პერიოდში არ ემუქრებათ ასეთი დატვირთვა, რაც პრემიერს აქვს. ეკა ბესელია - კელი დეგნანის განცხადების მიღმა იკითხებოდა ძალიან კონკრეტული გზავნილი - უნდა იყოს სამართლიანი გარემო, არარეპრესიული და არაძალადობრივი ქმედებები წინასაარჩევნოდ. დიმიტრი ხუნდაძე - საარჩევნო პროცესი შესაძლოა, ეპიდვითარების გაუარესების ხელშემწყობი აღმოჩნდეს, თუ ჩვენ ამას სწორად არ დავგეგმავთ. მამუკა მდინარაძე - ოპოზიციაში პრემიერის კანდიდატზე საუბარი როგორც კი დაიწყეს, განხეთქილებაც იქვე წარმოიშვა, ფაქტია, რომ ერთმანეთში ვეღარ ლაგდებიან.
სტატისტიკური ინფო - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პირველ კვარტალში 41.7 პროცენტით შემცირდა.
ტურიზმის ბედი - პრემიერი - ქვეყნებთან, რომლებთანაც ტურიზმის საკითხზე მოლაპარაკებები დასრულებული გვქონდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა და მათ გვითხრეს, რომ ცოტა ხანი დაველოდოთ.
საზღვარგარეთულები:
სომხეთში კორონავირუსის 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 8 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 595 ადამიანი დაინფიცირდა და 171 დაიღუპა. აშშ-ში კორონავირუსის 18 534 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 476 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის შემთხვევები ყველაზე სწრაფად ლათინური ამერიკის ქვეყნებში მატულობს. აზერბაიჯანში გასულ 24 საათში კორონავირუსის 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა. თურქეთში კორონავირუსის 993 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ნიკოლ ფაშინიანი - ვფიქრობ, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება.
გუდაწყვეტა - ვლადიმირ ზელენსკი - მსურდა, კორონავირუსით დავინფიცირებულიყავი, რათა ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ეს ჭირი არ არის.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია