პასუხისმგებლობა ამნისტიაზე, განახლების დასაწყისი და თავმჯდომარის გადადგომა

      ჭკვიანი ქვეყანა - არც მეტი და არც ნაკლები, ამ სიაში საქართველო მოხვდა. ცხადია, კვლევის მეთოდოლოგია ისეა აგებული, რომ არცაა გასაკვირი ჭკვიანები რომ ვართ, მაგრამ ვინც ამ ქვეყანას ჭკვიანს უწოდებს ე.ი. მას საქართველოში ან არ უცხოვრია, ან თვალნი და ყურნი არ აქვს. დღის მთავარი ამბავი ამნისტიის კანონია, რომელიც ვისთვისაც დაიწერა, ის აცხადებს - არ მინდა ეგ კანონი, ფულს გადავიხდიო. ჭკვიან ქვეყანაში კიდევ კოვიდის პრობლემა გვაქვს, თუმცა ხალხი უკვე ინფანტილურია მის მიმართ. აღდგომის მერე, მეც აღარ მოგაწყენთ თავს ამ სტატიტიკიტ - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 304272, ბოლო დღე-ღამეში - 521, გამოჯანმრთელებული - 287029, ბოლო დღე-ღამეში - 1058, გარდაცვლილი - 4043, ბოლო დღე-ღამეში - 18; კარანტინის რეჟიმში - 227. დოლარის ფასი ლარში - 3.4464.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 26 აპრილი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 226 ტესტი ჩატარდა. 18 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1116 ფაქტი გამოვლინდა. ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით დაბეჭდილ ბანერებზე მთავრობის ცხელი ხაზის ნომრის ნაცვლად შეცდომით „თბილისი ენერჯის“ ცხელი ხაზის ნომერია მითითებული. „ფაიზერის“ ორი დოზით ამ დროისთვის 2 887 ადამიანია აცრილი. პაატა იმნაძე - როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა - ქვეყანა ვერ ჩაიკეტება. ამირან გამყრელიძე - ვინც აიცრა „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით, ყველა რეკომენდაციით, მეორე დოზისას სასურველია გამოყენებული იქნას ასევე „ასტრაზენეკა“. დაგვიანდა ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების მოწოდება, რის გამოც სწრაფი ტესტი ამ ეტაპზე მხოლოდ სიმპტომების მქონე ადამიანებს უტარდებათ. თამარ გაბუნიას განცხადებით, 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება მოხდება. ხვალ ქვეყანაში მილიონი კორეული ანტიგენი შემოვა, რაც იქნება იმის საფუძველი, რომ მაისში უფასო ტესტირება გავაგრძელოთ სტრატეგიული პრიორიტეტული ჯგუფებისთვის. ინდური შტამის შემოსვლა რომ გაკონტროლდეს, ჩვენთვის ამის მექანიზმი არის ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების ან იმ პირების კონტროლი, ვინც უშუალოდ მოდის. ცოტა ხანში საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება. ვახტანგ კალოიანი - კორონავირუსის „ინდური შტამის“ დრამატიზაციას მოვერიდებოდი - სწრაფი ტესტები და ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

      შეზღუდვები და თავისუფლებები - აჭარაში კორონავირუსის გამო, საერთო ჯამში 13 სკოლა და 24 კლასი ონლაინ რეჟიმში სწავლობს. 3-12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს - სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, 1-ელი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა არ შეიზღუდება.

      ეკონომიკა და პრეიმერის დაანონსებული განახლება - ნათია თურნავა - აუცილებლად მოხდება რიყის დოქების ფუნქციის მონახვა და სწორი საბაზრო ღირებულების პოვნა. წლების მანძილზე და ახლაც ვაშენებთ ისეთ ეკონომიკას, სადაც დომინანტია ძლიერი კერძო სექტორი. ჩვენ მაქსიმალურად ვაჩქარებთ პრივატიზაციას. 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ახალი საწარმოს პროექტში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დავამტკიცეთ. ფინანსთა მინისტრი - მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის სტაბილურობა შეინიშნება, თუმცა, საკმაოდ რთულ სიტუაციაში არის ქვეყანა პანდემიიდან გამომდინარე. ნათია თურნავა - პროგრამა „განახლებული რეგიონები“ ახალ სიცოცხლეს შესძენს თითოეულ მუნიციპალიტეტს. ლაშა ხუციშვილი - რეგიონებში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არ მოხდება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდისა და ახალი ვალდებულებების აღების ხარჯზე.

      ამნისტია როგორ ვაჭრობა თუ გამოსავალი - ირაკლი ქადაგიშვილი - ამნისტიის კანონპროექტი შეეხებათ იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების გამო პასუხისგებაში არიან მიცემული. ლაშა დამენია - სამწუხაროა, რომ ახლა ვარკვევთ, რა მუხლებს შეიძლება შეეხოს ამნისტია. აკაკი ბობოხიძე - თუ ხელშეკრულება ვერ უზრუნველყოფს, რომ მომავალში პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იქნება გამოყენებული, მაშინ მსგავსი ტიპის ამნისტია ხიფათის შემცველია. ანრი ოხანაშვილი - ამნისტიის შესახებ კანონში იქნება კონვენციური დათქმა და თუ ვინმეს მიერ გამოიკვეთება წამების, არაადამიანური მოპყრობის ჩადენა, ამნისტია არ შეეხება. ლევან ბეჟაშვილი - ნიკა მელიას გასათავისუფლებად არც გირაო და არც ამნისტია არ არის საპირწონე - არანაირად არ შეიძლება ეს ორი საკითხი დავუკავშიროთ მის გათავისუფლებას. პაატა მანჯგალაძე - იმისათვის, რომ ნიკა მელია იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, აუცილებელია ამნისტია. ნიკა მელიას მორიგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს გაიმართება. სალომე სამადაშვილი ამნისტიაზე - ჩვენ ჩვენი პროექტი მზად გვაქვს, რომელიც სიტყვა-სიტყვით ასახავს იმ შეთანხმებას, რომელსაც შარლ მიშელის მედიაციის პროცესში მივაღწიეთ. გიგა ბოკერია - აბსოლუტურად გასაგებია ნიკა მელიას მოტივაცია. პაატა მანჯგალაძე - თუ პროცესში ჩართული სამივე მხარე, მათ შორის „ქართული ოცნება” და მედიატორები თანახმანი იქნებიან, რომ ამნისტიის გამოწვევა სხვა მუხლების რევიზიას არ გამოიწვევს, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ხათუნა სამნიძე ნიკა მელიას განცხადებაზე - ეს საკითხი ისევ და ისევ შარლ მიშელის გადასაწყვეტია - ამნისტია ჩვენი ვალდებულებაა, რომელსაც ვერ შევცვლით. ბადრი ჯაფარიძე - ოპოზიციის მხრიდან ხელშეკრულებიდან ნებისმიერი გამოსვლა, შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ ხელშეკრულების ჩასაშლელად გამოიყენოს. დავით ბაქრაძე „ამნისტიის შესახებ კანონში“ სამი პრინციპის გათვალისწინებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის მიერ კანონპროექტის მხარდაჭერას შეუძლებლად მიიჩნევს. ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს შარლ მიშელის დოკუმენტია. ხვალ პარლამენტში დავრეგისტრირდებით, რომ ამოქმედდეს შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში - ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით ხვალ არ მოხდება. ნიკა მელია - გაითხოვეთ ამნისტია და ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე. სერგი კაპანაძე - პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ამნისტია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას შეეხოს - ოპოზიციური ძალების მხრიდან ერთმანეთზე თავდასხმა და შეტევა არაჯანსაღი პროცესია. გიორგი ვაშაძე - ნიკა მელიას პოზიცია აბსოლუტურად მესმის, მაგრამ პასუხისმგებლობა მასზე არ არის, ამნისტიაზე პასუხისმგებლობა ჩვენზეა. სალომე სამადაშვილი - არის საკითხები, სადაც პოზიციები დავაახლოვეთ, სრული კონსენსუსია, რომ ამნისტია ვერ დაიცავს ვერავის, ვინც ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზეა პასუხისმგებელი - კონსულტაციები გაგრძელდება. ანრი ოხანაშვილი - ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება და კანონად იქცევა, „ქართული ოცნება“ პირობას შეასრულებს. ერთი ადამიანის „ხუშტური“, ვერ გადაწონის ვერცერთ შეთანხმებას - იკვეთებიან ჯგუფები, რომლებსაც შეთანხმების აღსრულების ჩაშლა სურთ. შალვა პაპუაშვილი - თუკი ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს თანხმდება, ვერ ვხვდები, თავად რატომ არ იხდის? ხათუნა სამნიძე - 27 აპრილს დღის ბოლოს გახდება ცნობილი, ერთი კანონპროექტი რეგისტრირდება, ორი თუ სად ვართ, მაგრამ პროცესი გრძელდება.

      ახალი თავმჯდომარე - ირაკლი ქადაგიშვილი - მისი გამოცდილებიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, კახა კუჭავა ისეთივე წარმატებული თავმჯდომარე იქნება, როგორც არჩილ თალაკვაძე იყო. ანრი ოხანაშვილი - არჩილ თალაკვაძე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად რჩება - კახა კუჭავა არის გამოკვეთილი ლიდერი, საპარლამენტო საქმიანობის კარგი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, წარმატებული სპიკერი იქნება. ლევან ბეჟაშვილი - არჩილ თალაკვაძის გადადგომა შიდა კლანურ დაპირისპირებას უკავშირდება - „ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა. იაგო ხვიჩია - არც თალაკვაძესთან მიჭირდა კომუნიკაცია და კუჭავასთანაც არ გამიჭირდება - კუჭავას საკმარისად არ ვიცნობ, რამდენიმე ადამიანს ვკითხე და ცუდი არაფერი უთქვამთ. ლევან იოსელიანი - ვიზიარებ არგუმენტს, რომ კახა კუჭავა უფრო ნეიტრალური, დაბალანსებული პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე მისი წინამორბედი.

      ენკა და ხელშეკრულება - ანა დოლიძე - გენერალურ პროკურატურასთან მოვედი, რომ მოვითხოვო გამოძიება, „ენკას" ხელშეკრულებასთან და „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ადგილი ხომ არ ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს.

      ჭკვიანი ქვეყანა - პორტალი worldpopulationreview 2021 წლის ყველაზე „ჭკვიან ქვეყნებს“ ასახელებს, რომელთა შორის საქართველოცაა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 22 პაციენტი გარდაიცვალა. Bloomberg - აშშ-ში ვაქცინის 228 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში - 220 მილიონი, ინდოეთში კი - 140 მილიონი. რუსეთში კორონავირუსის 8 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 356 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 75

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters