პარასკევის მოლოდინში, მაშინ როდესაც მთავრობა წარადგენს კრიზისულ გეგმებს, დღეს მაინც აქციები და პროტესტი ისმის - სად წავიღოთ პროდუქცია? ან რა იქნება კრიზისში? ესაა მთავარი კითხვები, პასუხები კი ხვალ იქნებაო ამბობენ. ამ დროისთვის კორონას რიცხვები ასე გამოიყურება - დადასტურებული შემთხვევა - 420, გამოჯანმრთელებული - 111, გარდაცვლილი - 5. მსოფლიოში - დადასტურებული შემთხვევა - 2 698 521, გამოჯანმრთელებული - 739 971, გარდაცვლილი - 188 873. რადგან ძალიან აცივდა, ამინდმაც წინა რიგებში გადმოინაცვლა - 27 აპრილამდე საქართველოში უამინდობა იქნება.
ბრძოლის წინა ხაზი - სამედიცინო სივრცე - ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი დატოვებს, ხვალ კი შესაძლოა, კიდევ 17 გაეწეროს. ეკატერინე ტიკარაძე - მაისის დასაწყისში საქართველოში PCR ტესტების მარაგი 100 ათასამდე შეივსება. თენგიზ ცერცვაძე - კოვიდავადმყოფების მენეჯმენტი მიმდინარეობს მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე და შედეგიც ამაზე მეტყველებს. სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსმა“ ლუგარის კვლევით ცენტრს 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელი ნაკრები გადასცა. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შსს-ს რამდენიმე თანამშრომელს და 20-მდე ექიმს კოვიდინფექცია დაუფიქსირდა. იქნება ისეთი ტალღებიც, როცა გამოჯანმთელებულების რიცხვი უფრო მეტი იქნება, ვიდრე დაინფიცირებულების. თენგიზ ცერცვაძე - საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება. კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ შეიძლება იკლოს კიდეც, მაგრამ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ მკაცრ შეზღუდვებსა და საგანგებო მდგომარეობას. ყველას მინდა მოვუწოდო, დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ მათი გამკაცრების აუცილებლობა არ დაგვიდგეს.
ახალი წითელი ზონა - ზვიად შალამბერიძე - სოფელ ღვანკითს ვერავინ დატოვებს, რისკი საკმაოდ მაღალია, ვირუსი შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა გაიტანოს.
კორონა აგრარულ სამყაროში - აგრარული ვაჭრობის საბითუმო სავაჭრო ქსელ „ჯიბეს“ ინფორმაციით, კომპანიას ამ ეტაპზე 5000 ტონამდე პროდუქციის დასაწყობების შესაძლებლობა აქვს. ზაურ დარგალი - დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 8 ათტონიანი მანქანა შევა, მოსახლეობას მოსავლის რეალიზაციაში აქტიურად ვეხმარებით. არჩილ ჯაფარიძე - მარნეულისგან განსხვავებით, ჩვენთან იმის პრობლემა არ დგას, რომ მოსახლეობას ჭარბი პროდუქცია ჰქონდეს და გაყიდვას ითხოვდეს - აქ დიდი რაოდენობით მოსავალს ვერ იღებენ. ლევან თარხნიშვილი - კომპანიამ „ჯიბე“ მონოპოლისტური უფლება მიიღო, მთავრობის სახელით მარნეულის მოსახლეობა გაძარცვოს. ალექსანდრე მოწერელია - გაუკონტროლებელი რიგის რისკი აღარ არის და ზუგდიდის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სასურსათო მაღაზიებს ფუნქციონირების უფლება მიეცათ. ლევან დავითაშვილი - გვესმის უხერხულობა, რომლებიც ფერმერებს აქვთ, მაგრამ მერწმუნეთ, მობილობის შეზღუდვა იყო აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ არ გვქონოდა კატასტროფა. ხელისუფლებას ესმის, რომ ფერმერების შრომის შედეგი, რომლის რეალიზაციასაც ისინი ვერ ახერხებენ, არ უნდა გადაიყაროს და უნდა გაიყიდოს. შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მარნეულში პროდუქციის ჩაბარების პროცესი სოციალური დისტანცირებისა და რეკომენდაციების დარღვევით მიმდინარეობს, რაც საგანგაშოა. შოთა რეხვიაშვილი მარნეულში შეკრებილებს - აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი. მარნეულში შეკრებილებს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პირბადეებს ურიგებენ, სამართალდამცველები კი მათ დაშლისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მარნეულის სოფლებიდან პროდუქციის გატანა დაწყებულია. ლევან დავითაშვილი - დღეს არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ ბაზარზე პურის ფასი გაიზარდოს.
მკვლელობა საზღვარზე - მესტიაში, სასაზღვრო პოლიციის თანაშრომლის მკვლელობაში ბრალდებული მესაზღვრე სამართალდამცავებს ჩაბარდა. პროკურატურამ მესტიის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მესაზღვრეს ბრალი წარუდგინა.
მოვაჭრეთა შემოწმება - ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება დაიწყეს.
ხელოვნების ძალა - მიხეილ ჩხენკელი - COVID-19-ის პანდემიამ მთელს სამყაროს დაანახა, რომ ხელოვნება ახლა კიდევ უფრო გვაახლოებს, ვიდრე ოდესმე.
ემიგრანტების სტატისტიკა - 23 აპრილის მონაცემებით, უცხოეთში მყოფ 12 636 მოქალაქეს ადგილზე დახმარება გაეწია, სამშობლოში დაბრუნდა 7 600 პირი.
ბიუჯეტის შევსება - შსს - ბოლო 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ანრი ოხანაშვილი - იმ პირების მიმართ, რომლებმაც საგანგებო რეჟიმი ან კარანტინის და იზოლაციის წესი დაარღვიეს, არანაირი ამნისტიის გამოცემა დღის წესრიგში არ დგას. საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
ინტერვიუ Washington Times-თან - მაია ცქიტიშვილი - ჯანდაცვის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას ქვეყანაში, გვმართებს სიფრთხილე და არა აჩქარება. ჩვენ პასუხისმგებლიან მოქალაქეებთან ერთად შევძელით წარმატებით რეაგირებება ვირუსზე. აშშ-ის საფრთხეების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტრენინგები დაგვეხმარა, ვყოფილიყავით უკეთ მომზადებული კორონავირუსისთვის.
არჩევნები კორონას ხანაში - ანრი ოხანაშვილი - როგორც კი საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, საარჩევნო სისტემის ცვლილების განხორციელებას დავიწყებთ, არჩევნებთან მიმართებაში არანაირი საფრთხე არ არსებობს. გია ვოლსკი - არჩევნების თარიღს არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს იმ პროგნოზებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელსაც ჩვენი მედიკოსები გვაწვდიან.
მაესტროს ინკასო - მამუკა ღლონტი - ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო, ინკასო დაგვადო.
გადაადგილების შესაძლებლობა - მთავრობის ინფორმაციით, ექიმთან ვიზიტის საჭიროების დროს პაციენტებს/თანმხლებ პირებს გადაადგილების უფლება კლინიკის/ექიმის მიერ გამოწერილი ცნობის საფუძველზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში აქვთ. ექიმთან ვიზიტი/კლინიკიდან გამოწერის შემთხვევაში (მშობიარობა, დიალიზი, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, გადაუდებელი სტომატოლოგია): კლინიკის/ექიმის მიერ გამოწერილი ცნობა შეიძლება იყოს მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, მათ შორის ტელეფონზე გადაგზავნილი ფორმით. გარდა ამისა, ექიმთან ვიზიტის საჭიროების დროს, ექიმი ადგენს შესაბამის ცნობას, რომ პაციენტი ნამდვილად ჩაწერილია მასთან ვიზიტზე ან საჭიროებს ექიმთან ვიზიტს. ცნობაში უნდა იყოს მითითებული ვიზიტის დრო და ასევე, სატრანსპორტო საშუალება, რითაც მოხდება გადაადგილება. აღნიშნული ცნობით ავტომობილს ეძლევა ამ კონკრეტული მიზნობრიობით, კონკრეტული დროის მონაკვეთში გადაადგილების უფლება.
სახლიდან ლოცვა - საქართველოს მუფთი - პანდემიის გამო მიღებული გადაწყვეტილება რამადანის თვეშიც ძალაში დარჩება, მოვუწოდეთ მორწმუნეებს, სახლებში ილოცონ.
საზღვარგარეთულები:
#WorldWideCovid19: ბოლო დღე-ღამის მანძილზე ჩინეთში 10, ხოლო სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 1500-ს გადააჭარბა. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 62 773-მდე გაიზარდა - ბოლო 24 საათში 42 ადამიანი დაიღუპა. ანგელა მერკელი - ჩვენი ხალხი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 440 ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 11 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყებს. ჯანმო - ევროპის კონტინენტზე კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი მოხუცთა თავშესაფრებიდან იყო, ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა. იტალიაში კორონავირუსით 24 საათში 464 ადამიანი დაიღუპა და დაინფიცირების 2 646 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 3 116 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 155 ინფიცირებული. BBC - დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით სამედიცინო სფეროს 103 თანამშრომელი დაიღუპა.
ომი - ირანმა საფრთხის შემთხვევაში, სპარსეთის ყურეში ამერიკული საზღვაო ხომალდების განადგურების ბრძანება გასცა.
თანამდებობა - „უკრაინსკაია პრავდა“ - მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ვიცე-პრემიერად 24 აპრილს დაინიშნოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია