როცა გაუგებარი მოტივის კანონის მიღებას გადაწყდა, ხმა ძალიან შორს გაისმა და დავიდარაბა ატყდა პარლამენტშიო. ასეთი ბოლო დღეების საერთო შეფასება. დიახ, „აგენტები კანონად“ მონათლული პროექტი საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მთელი მსოფლიოს ყურადღებაც კი მიიპყრო (იმ მსოფლიოსი, რომელიც ისედაც ყურადღებით გვიყურებს ხოლმე). იყო კომენტარები, ვითომ გახილვა, იყო ჩხუბი, ცემა-ტყეპა, გამოძევება და აქციები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6009 ლარია.
კომენტარები კანონპროექტზე - აგენტების კანონი - სალომე სამადაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - თუ გგონიათ, რომ ეს კანონი თქვენ არ გეხებათ, ცდებით, ეს ეხება ყველას და მისი ამოცანაა ავტოკრატიული რეჟიმის საბოლოოდ გაფორმება. საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი და მეცნიერ-თანამშრომელი პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპრპროექტისთვის მხარდაჭერაზე. საქართველოს ეროვნული პლატფორმა - ე.წ ამერიკული კანონი არსებითად განსხვავდება ავთენტური ამერიკული კანონისგან. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოს დამფუძნებლები და წევრები - გთხოვთ, საკანონმდებლო ორგანოდან გაიწვიოთ ის კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მომავალს. თენგიზ ფხალაძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - ეს არის სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ - მცდელობა, თავისუფალი აზრის გამოხატვა, თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი დაექვემდებაროს ცენზურას, ეს უკვე ანტიქართულია. ამირან გამყრელიძე ე.წ. აგენტების კანონზე - ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას, ისტორიულ სურვილს, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. შოთა არველაძე - ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს - დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია. დიკ დურბინი - საქართველოს პოტენციურად თვითდამაზიანებელი ნაბიჯები აქვს ასარიდებელი, როგორიცაა წინდაუხედავი კანონპროექტი - ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ერის მიერ, რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის. ლაშა ტუღუში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ეს არის „შპიონების“ კანონი - ეს არის სახიფათო თამაში. „დინამო თბილისი“ - ჩვენი დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის. კელი დეგნანი ე.წ. აგენტების კანონზე - არ ვწყვეტთ ძალისხმევას, დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს კანონპროექტი - ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა, ეს კანონი არ არის საჭირო. პიტერ ფიშერი - ევროკავშირის, როგორც საქართველოს მეგობრის, პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე უცვლელია: მისი მიღება შეუსაბამო იქნება ევროკავშირის მისწრაფებებთან, ნორმებთან და ღირებულებებთან. ეუთო/ოდირი - გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტია - ოდირი დასკვნას ამზადებს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტის შესახებ, ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან საქმეზე. ჰელსინკის კომისია ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ეს არის მიზანმიმართული საჩუქარი რუსეთისთვის.
პარლამენტის ტრადიციული ამბავი - ხელჩართული ჩხუბით განხილული კანონპროექტი - ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს - ბატონო გიორგი, სახე გააკონტროლეთ და კეთილი ინებეთ, როგორც პარლამენტს შეეფერება, ისე მოიქეცით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც დღეს ე.წ. აგენტების კანონს განიხილავდნენ, ხმაური და დაპირისპირება იყო. ანა წითლიძე - გამოგვაძევეს თითქმის ყველა - დეპუტატების ნაწილი დარბაზიდან გამოათრიეს. ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნება“ ვერ არქმევს მტერს სახელს და აგრძელებენ რუსული კანონების განხილვას, უხეშად დაარღვიეს რეგლამენტი და არ განიხილეს ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტი. გიორგი ვაშაძე - მე დამესხნენ თავს ფიზიკურად, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღეს - ძალით გამომიყვანეს. სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს, წარწერით „Русский военный корабль иди на...“. ანრი ოხანაშვილი თამარ კორძაიას - ბიჭოთი ელაპარაკე სახლში, ვისთანაც გილაპარაკია. გიორგი ბოტკოველი - პუტინის მონის, ანრი ოხანაშვილის დავალებით, დარბაზში შემოცვივდნენ როგორც მანდატურები, ისე გაურკვეველი ხალხი და ფიზიკურად გაგვისწორდნენ. სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძესა და თამარ კორძაიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობის ფანჯრიდან ევროკავშირის, ნატო-სა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. ხათუნა სამნიძე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ ალაპარაკებს არავის, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მარტო მაჭარაშვილი ლაპარაკობს, დაჩი ბერაია კი ღრიალებს, მაგრამ ის არ გაუძევებია. ლევან ხაბეიშვილი - ფაქტობრივად, სუს-ის და სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავთ მოყვანილი, შეშლილი „პუტინისტები“ არიან - ამათ დედა უნდა ვუტიროთ. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, უმრავლესობა კონსტიტუციას არღვევს, როდესაც დეპუტატებს ძალის გამოყენებით ატოვებინებენ პარლამენტის დარბაზს. ეკა ხერხეულიძე - დღეს საქართველოს პარლამენტში განსხვავებული აზრის მიუღებლობა და დევნაა. თამარ კორძაია - პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამას გადასარევად ასრულებს. შალვა შავგულიძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს კრიტიკული კითხვების მოსმენა არ სურს. სალომე სამადაშვილი - სერგო ორჯონიკიძე რომ ადგეს საფლავიდან და დაჯდეს იმ ადგილას, ანრი ოხანაშვილისგან არაფერს განსხვავებულს არ გააკეთებდა. ანა ნაცვლიშვილი გურამ მაჭარაშვილს - ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში. თეონა აქუბარდია - პარლამენტის თავმჯდომარისა და ბიუროს გადაწყვეტილებით, წაგვართვეს კონსტიტუციური უფლება, ალტერნატივით წარვმდგარიყავით ამ რუსულ კანონთან დაკავშირებით. ოპოზიციონერ დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ლევან იოსელიანი - დეპუტატების გამოძევება იყო აბსოლუტურად უკანონო, შევეცდები, კომიტეტის თავმჯდომარესთან ვიშუამავლო მათ დაბრუნებაში. არმაზ ახვლედიანი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - ერთადერთი ამოცანაა, 2024 წლისთვის ველი ისე მოსუფთავდეს, აღარავინ იყოს, ვინც გააკრიტიკებს, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს. ირაკლი ჩიქოვანი არმაზ ახვლედიანს - ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერია. მიხეილ ყაველაშვილი - ჯვარზე მაცვეს, როცა ვთქვი, რომ ევროკავშირი ჩემი თვითმიზანი არ არის - დიახ, ჩემი თვითმიზანია ქართველი ერის უკვდავება და საქართველოს მარადიულობა. ხატია დეკანოიძე მიხეილ ყაველაშვილს - უწიგნური, გაუნათლებელი ხარ, წიგნს წავიკითხავდი შენ ადგილას - არაფერი იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი. მიხეილ ყაველაშვილი ხატია დეკანოიძეს - წიგნი რა შუაშია, სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება - შენ წარმოადგენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და უკვე გაყიდე სამშობლო. ანრი ოხანაშვილი არასამთავრობოებს - კანონს უწოდებთ კანონპროექტს, რომელიც ჯერ კიდევ პირველი მოსმენით არ არის მიღებული. სალომე სამადაშვილი - ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დიმიტრი ხუნდაძე გიორგი ბურჯანაძეს - ჩანს, რასაც გიხდიან იმიტომ, რომ ცალ ფეხზე დგახართ, კუბილიუსი როცა გეტყვის, მაშინ დადგები ორ ფეხზე. თეონა აქუბარდია გურამ მაჭარაშვილს - გურამ, ბოლშევიკების დრო დასრულდა. გივი მიქანაძე - როგორც ჩანს, ორგანიზაციებს რაღაც აქვთ დასამალი - არგუმენტები, რატომ არ უნდა მივიღოთ კონკრეტული კანონი, არ მოგვისმენია. რიგი ახალგაზრდები გარკვეული გავლენების სფეროში არიან მოყოლილი - სავარაუდოდ არასწორი ინფორმაციის საკითხია ან პოლიტიკური სუბიექტების ნაწილი არიან. ხატია დეკანოიძე - ჩვენი პარტნიორების გზავნილია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხელს დააჭერენ ღილაკს, რომელიც საქართველოს ჩაუკეტავს კარს ევროატლანტიკური სივრცისგან, ისინი საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური კეთროვანები გახდებიან. ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - ცალფეხზე უნდა ვიდგეთო, დადექით ბატონო ცალფეხზე და თუ გინდათ, ნუ იდგებით! ჩვენ ცალფეხზე დგომას არ ვაპირებთ, ჩვენ ღირსეულად ვაპირებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. ლევან იოსელიანი „ხალხის ძალას“ - ხომ ლოგიკური იქნებოდა, ერთი მუხლი დამატებოდა უცხოური გრანტების შესახებ კანონს და ყველაფერი ამოიწურებოდა, არც ვიღაცისთვის აგენტის დაძახება მოგიწევდათ. ლევან ბეჟაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - ეს არის ანტიევროპული კანონი - გვექნება კონკრეტული წინადადებები, თუ რა რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ეფექტური წინააღმდეგობა გავწიოთ. არმაზ ახვლედიანი - ყველაზე სახიფათო წითელი ხაზი გადაკვეთილია - ვაპირებთ მივმართოთ პარტნიორებს, დაიწყოს პერსონალური სანქცირება ადამიანებისა, ვინც მხარს დაუჭერს მავნებლურ აქტს. კახა გოგოლაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე - შეცვლას არ გთავაზობთ, მე გთავაზობთ, გაიტანოთ - „გაიტანეთ გრენლანდია! გაიტანეთ გრენლანდია", ეს თავში დაეცემა საზოგადოებას! პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპრეოქტებს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილავენ.
აქციები - გიგა ბოკერია - ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიანი პროტესტისთვის. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, უკრაინის ჰიმნის ფონზე, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს. „არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ. ანა ნაცვლიშვილი - ძალიან გთხოვთ, მოდით მეტნი პარლამენტთან და მეტად იხმაურეთ! ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, მაგრამ ერთობა იქნება გადამწყვეტი ამ ბრძოლაში. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რუსეთის დროშა დაწვეს. გიგი წერეთელი - სხვა ალტერნატივას ხელისუფლება არ ტოვებს გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ გამოხატოს პროტესტი. პარლამენტთან სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და მიმდებარედ ერთ-ერთი შენობის კედელზე წარწერა „რევოლუცია“ გააკეთეს. პარლამენტთან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა - პროტესტის მონაწილეები შეკრებას ხვალაც გეგმავენ.
საერთაშორისო ტრიბუნა - ITB Berlin-ის დირექტორი - საქართველო მსოფლიოს დაფარული მარგალიტია, რომლის ხილვაც ყველას სურს - საქართველოს უნდა ეწვიოთ, რომ აღმოაჩინოთ თუ რა ტურისტული შესაძლებლობები აქვს ამ მშვენიერ ქვეყანას. დევიდ რუთსი - შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ, რომ საქართველო ITB Berlin-ის მასპინძლად შევარჩიეთ, დარწმუნებული ვარ, ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიცია გამოფენაზე ყველას გულს მოიგებს. ლევან დავითაშვილმა ITB Berlin-ის ფარგლებში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. ლევან დავითაშვილმა ბერლინში საერთაშორისო მედიას საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო. რობერტ ჰაბეკი - ვიცი, რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა. პრემიერი - მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში. თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს და თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით: ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ.
„საქსტატი“ - 2022 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დღე აღინიშნა.
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ლევან იოსელიანი - ვიქნები ნეიტრალური და ყველას სახალხო დამცველი.
საზღვარგარეთულები:
უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მტრის 95 -ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, მათ შორის ბახმუტის მიმართულებით. ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთმა, საბრძოლო დანაკარგების ასანაზღაურებლად, საცავიდან 60 წლის ტანკები ამოიღო. ლოიდ ოსტინი - ბახმუტის დაცემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსები შეცვლიან ბრძოლის დინების მიმართულებას.
აშშ-მა რუს დიპლომატებს ვიზების გაცემაზე უარი უთხრა.
სომხეთის საგარეო უწყება - აზერბაიჯანის მიერ 5 მარტს განხორციელებული დივერსიული თავდასხმის შედეგად დაიღუპა მთიანი პოლიციის საპასპორტო და სავიზო დეპარტამენტის სამი თანამშრომელი.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
ვისაც კანონპროექტის წაკითხვა სურს, აქ არის - სულ 7 გვერდია:
იხ ფაილი: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
მაგ აქციებზე კანონი არაფერ შუაშია სინამდვილეში ყველამმიცის რო ეს ამერიკულის კოპირებაა და მართლაც მუშაობს ეგ კანონი ამერიკაში
მაგ აქციაზე ის ირკვევა ქვეყანას შეათრევენ თუ არა ომში
ეს დებილი ოცნება თუ აყირავეს რისი დიდი რისკიც არი ძაან მალე მაქედან ქვეყანა ომში გაეხვევა
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია