ხევსურთა ცხოვრებიდან, ამ ისტორიას დასასრული ნამდვილად აქვს. მაგრამ ბუნდოვანია და თამამად ვერ ვიტყვით, ქალის ეს მწარე ქვითი რითი იყო გამოწვეული. მთავარი გმირი გარდაიცვალა, გმირის დედა, ცოლი თუ აბოჟირებული შვილებიდან რომელიმე? ვფიქრობ, გმირს თოვლი და სიცივე ვერას დააკლებდა. თუმცა, ავტორისთვის ამას აღარ აქვს მნიშველობა, მან თავისი სათქმელი პოემის წინა ნაწილში უკვე თქვა. საქმე ისაა, რომ ამ ისტორიიდან 5 წლის შემდეგ, ხევსურთა ცხოვრების კიდევ ერთი ეპიზოდი იწერება, მაგრამ რა ბედი ეწია ამ მთავარ გმირს, ამის შესახებ არც ავტორი ამბობს რამეს და მკითხველიც მეტად აღარ ეძიება.

      თუმცა, ის ფაქტი, რომ ქედი გადაიარეს და მათი ნაკვალევიც აღარ ჩანს, არ უნდა გვაფიქრებინებდეს მათ სრულიად, უკვალოდ გაქრობას. მართალია, საზოგადოების კრიტიკოსები ამბობენ, რომ რეალურად ალუდამ ჩვენზე კვალი ვერ დატოვა, რადგან ჯერ კიდევ შორს ვართ მისი შეგნებიდან, აზროვნების იმ რევოლუციური გადატრიალებისგან, რაც მის გონებაში და შემდეგ ქცევაში მოხდა, მაგრამ საინტერესოა, თავად ალუდა, რომ დასახლებულიყო ისეთ მხარეში, სადაც ტრადიცია, საერთოდ არ იქნებოდა, ან მეტიც, დასახლებულიყო ისეთ უკაცრიელ მთაზე, სადაც მხოლოდ ის, მისი ლელაი და შვილები გაამრავლებდნენ სოფელს, რა ტრადიციას, რა წესს, რა ურთიერთობის ფორმებს შეიმუშავებდა?

      ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ გალაშქრებას არსებული ადათის წინააღმდეგ, მაგრამ თუკი თავად ალუდა მოგვევლინებოდა კანონდებლად, მაშინ?

      ამაზე ფიქრი ამეკვიატა და გამბედაობა კი არ მყოფნის, "ალუდას მეორე სერია", რა თქმა უნდა მოთხრობად, შევთხზა. ვნახოთ, ერთ დღესაც რა გონებაზე გავიღვიძებ.

ნახვა: 241

ტეგები: Qwelly, ბლოგი, იდეა, ქველი

ლაშა: თებერვალი 25, 2017||9:49pm

მუზა, მუზა არ მოდის მაიკო, მუზა. ((

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters