დილიდან არ დაიღალა მაშინაც წვიმა. ღამით მხოლოდ ღრუბლები იკრიბებოდნენ, სათათბიროდ, მაგრამ დილით? დილით თითქოს დადგენილება გამოიტანეს და გამოასხეს და გადმოასხეს.
უკვე, წირვის დასასრულს, ზარები რეკდნენ როცა ტაძრიდან გამოვედით. გვშიოდა და წასასვლელს, სასეირნოს და შემდეგ საჭმელს ვეძებდით. დილანდელ წვიმას, ჯერ კიდევ არ გადაეღო. ხან სად დავრეკე, ხან ვის ვკითხე ამბავი და ბოლოს რჩევით მაინც ერთი მყუდრო ადგილისკენ გავემართეთ - ნორმალურად…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 17, 2016 წელი. 10:00pm —
5 კომენტარი
________________
ცხოვრების ხანმოკლეობის გამო ნუ დაველოდებით სასწაულების მოხდენას. რაში მდგომარეობს ბედნიერება? როდის ვეძებოთ იგი? ამაში ჩვენ უბედურება დაგვეხმარება. როდის იწყება მისი ძებნა? იქნებ ბავშვობაშივე, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ უბედურებაც არსებობს ამქვეყნად... ბავშვობაში ვამბობთ: ბედნიერები ვიქნებით თუმცა სიმართლე სულ სხვაა. არ არსებობს უკეთესი დრო ბედნიერებისათვის, ვიდრე ეს დღე, ეს წუთი და ეს წამია.
სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა…
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2016 წელი. 4:30pm —
1 კომენტარი
________________
შემდეგი მომხსენებელი იქნება სურვილების ეშმაკი.
- მოახსენე თავად ბელზებულს, რა ხდება შენს სამინისტროში? - ომახიანად კი დაიწყო, მაგრამ უცბად შეეცვალა ხმა ვასილისკოს, რადგან კათედრა უნდა დაეთმო ყველაზე მომხიბლავი ეშმაკუნასათვის, რომელიც თვალის ერთი ჩაპაჭუნებითაც კი სურვილების მთელს კორიანტელს დააყენებდა გონებაში. რაღა დაგიმალოთ და თვით ბელზებულსაც კი ეშინოდა მისი.
- თავადო, როგორც…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 14, 2015 წელი. 4:30pm —
2 კომენტარი
________________
მას შემდეგ რაც შეყვარებულმა წყვილმა, უერთმანეთობას ვეღარ გაუძლო და გადაწყვიტა მრავალწლიანი თანაცხოვრობისთვის თანხმობა ეთქვა, როგორც XXI საუკუნის გარიჟრაჟზე იყო გაპოპულარულებური - გაიპარნენ. ვის გაეპარნენ, რატომ გაეპარნენ არ ვიცი, მაგრამ რასაც ჩემი 13 წლის ტვინი წვდებოდა ეს იყო, რომ - გაპარვას ქორწილი მოსდევს, ქორწილს ქეიფი, ქეიფს გემრიელი საჭმელები და ოჯახის ახალი წევრი, რომელსაც თქვენობით უნდა ველაპარაკო და მასთან ღლაბუცი არ შეიძლება (ეს…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 28, 2015 წელი. 3:30pm —
4 კომენტარი
________________
მოგისმენიათ ალბათ, რომ სიყვარული იმ მეცნიერებას ჰგავს, რომელსაც შეუძლია კარგად აწონ-დაწონოს, დათვალოს, შეადაროს, შეაჯამოს, მთელ სამოცნიერო გამოცდილებაზე, სამეცნიერო შუქზე გახედოს, მაგრამ მაინც ვერასდროს შეძლებს გადაჭრით იწინასწარმეტყველოს შედეგები, უტყუარი, შეუმცდარი მოლოდინები. სწორედ ამიტომ არ არსებობს სიყვარულის მეცნიერება - ზუსტმეცნიერებათა შორის, მაგრამ დღეს მინდა სიყვარული ალკოჰოლს დავუკავშირო.
…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 21, 2015 წელი. 6:30pm —
15 კომენტარი
________________
მქონია ყველაფერი და მქონია არაფერი..
ვყოფილვარ ბედნიერი და... თითქოს უბედურიც.
მაგრამ როცა არაფერი მქონია, შენ ჩემთან ყოფილხარ და ყველაფერი იყო ეს ჩემთვის, მიუხედავად იმისა რომ არაფერი მქონია..
ახლა კი...
ისე აკლიხარ ჩემობას, როგორც ცას ვარსკვლავები. როგორც ზამთრის მზეს ძალა გათბობისა...
ისე მინდა გიგრძნო, როგორც გაზაფხულზე ატმის სურნელს ვგრძნობდი ხოლმე...
ისე მინდა ჩაგჭიდო…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2015 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
გოგო: ძალიან გთხოვ წავიდეთ :(
ბიჭი: დაღლილი ვარ, სულ ვმუშაობ, შენს სახეზე კი ისევ უკმაყოფილებას ვხედავ :/
გოგო: მინდა სულ ჩემს გვერდით იყო :(
ბიჭი: სულ შენს გვერდით ვარ როცა სამსახურიდან მოვდივარ, მაშინაც კი, როცა მუშაობის დროს შენზე ვფიქრობ :/
გოგო: იცი, ბედნიერი არ ვარ :(
ბიჭი: ჩემით უკმაყოფილო ხარ? რაც გინდა ის გაქვს, სადაც გინდა იქ დადიხარ, რასაც გინდა იმას აკეთებ :/
გოგო: ფული ბედნიერებას ვერ მანიჭებს,…
დაამატა Tako ^_^_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2015 წელი. 6:30pm —
3 კომენტარი
________________
რამდენი წამია ერთ წუთში? როგორც სკოლაში მასწავლიდნენ და ყველამ ვიცით სამოცი უნდა იყოს. რამდენი წამი გამოდის 1 საათში? 60 X 60 ხო? არც ისე პატარა ციფრია არა? შემდეგ რამდენი წამია დღეში, ერთ დღე-ღამეში, კვირაში, თვეში, წელიწადში.... ძალიან ბევრი წამი გამოდის.
მაგრამ ერთი წამი რა არის? არის…
დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 8, 2015 წელი. 9:00pm —
1 კომენტარი
________________
იყო და არა იყო რა... სტოპ! რა იყო და რა აღარ არის?, იქნებ თქვენი ზღაპრები ერთი დიდი ტყუილია და მხოლოდ პოლიტიკოსის საარჩევნო დაპირებებს თუ ჩამოუვარდება მაშტაბურობით. ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არიან ბოროტი ჯადოქრები ბოროტები? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი ზღაპრების გმირები არიან იდეალურები? რატომ ხდება ყოველ ზღაპარში ერთი და იგივე და რატომ ემსგავსება ლათინო-ამერიკულ სერიალს? რატომაა ყველა პრინცესა ლამაზი და რატომ ჰყავთ პრინცებს თეთრი რაში და არა სხვე…
დაამატა ანა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2015 წელი. 3:00am —
2 კომენტარი
________________
მარტა მოთამაშეა, რომელმაც ჭეშმარიტების საძიებლად წამოიწყო ეს თამაში. საკუთარი ცნობიერების ქვესკნელში ვარდება და ცდილობს ყველა როლი მოირგოს, ადამიანებს მოერგოს. უკუიგდებს ანტიკურობას და თანამედროვეობისკენ მიისწრაფვის. თამაშობს ლიტერატურულ პერსონაჟებს, თითქმის უნაკლოებს, ნაკლებად შემამჩნეველი ნაკლით. ის ფენომენალური იყო...
მოთამაშეები სხვადასხვანაირად იქცევიან ხოლმე - ზოგი უფრო ბედნიერი ხდება (რადგან თამაში ძალას მატებს); ზოგი -…
დაამატა Tako ^_^_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 17, 2015 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შინ ვბრუნდებოდი...ხალხმრავალი ქუჩის გამოვლა მომიხდა. უცნობმა ქალბატონმა ჩამიარა, მეგობართან ერთად იყო. გავიგონე, როგორ წუხდა იმაზე, თუ როგორი მოწყენილი, მოღუშული და პირქუში სახეებით დავდივართ ადამიანები ქუჩაში, ხშირ შემთხვევაში უმიზეზოდაც კი. მე ჩემს სახეს შევხედე, არ მომეწონა... მერე ისე გამეცინა სულ გაღიმებული დავდიოდი.
ხოდა გავიღიმოთ რა, რადგან შეიძლება ვიღაცისათვის ჩვენი ღიმილი ბედნიერების…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 26, 2015 წელი. 9:30pm —
6 კომენტარი
________________
ბედნიერი ვარ, აი ისეთი ბედნიერი, როდესაც იტყვიან უმიზეზოდ ვბედნიერობო, უმიზეზოდ ვარ კარგ ხასიათზეო. თუმცა რომ დაფიქრდე, იმდენ მიზეზს იპოვი საბედნიეროდ.
მე სუნთქვა შემიძლია, ვსუნთქავ და არანაირი "გაციება" ამაში ხელს არ მიშლის. ისე ღრმად შევისუნქავ ხოლმე, რომ…
გაგრძელება
დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 29, 2014 წელი. 11:00am —
5 კომენტარი
________________
მიილია ჟამი ვერცხლის, სუსხიანი ფიფქები თეთრმა ყვავილებმა შეცვალა. ბედნიერებაა, ყოველ დილით ჩიტების ჟივილ-ხივილი რომ გაღვიძებს. ზეცა აიკლეს ჩიტებმა და უხარიათ, ძალზედ უხარიათ. გავდივარ ქუჩაში, მარტო მივდივარ და ვიღიმი.... არ ვიცი რატომ. ასე მგონია გაზაფხული კი არ მოვიდა მე მოვდივარ გაზაფხულად... რა კარგია როცა უბრალოდ გიხარია.…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2014 წელი. 12:00am —
არ არის კომენტარები
_______________
ერთხელ ბედნიერება ტყეში მოდიოდა და უეცრად ის ღრმა ორმოში ჩავარდა. ბევრჯერ სცადა ბედნიერებამ ორმოდან თავისით ამოსვლა, მაგრამ ორმო იმდენად ღრმა იყო, რომ ვერაფრით ვერ ამოვიდა. ზის ბედნიერება ორმოში და ტირის. ცოტა ხანში, ორმოს ადამიანმა ჩაუარა, ბედნიერებამ გაიგო ადამიანი ხმა და ორმოდან დაუძახა:
- კეთილო ადამიანო, ძალიან გთხოვ დამეხმარე და ამომიყვანე ამ ორმოდან.
- სანაცვლოდ რას გამიკეთებ? – ჰკითხა ადამიანმა.
- რა გინდა რომ…
დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 27, 2013 წელი. 12:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
"დღეს ადამიანებმა ყველაფრის ღირებულება იციან, თუმცა კი არაფერი აღარ არის მათთვის ღირებული."
კარგი ადამიანი!!! კარგი ადამიანი!!! კარგი ადამიანი!!! კარგი ადამიანი!!! კარგი ადამიანი!!! კარგი ადამიანი!!! კარგი ადამიანი!!! ვინ არის კარგი ადამიანი??? ეხლა მე გეტყვით ზუსტად ვინ არის კარგი ადამიანი თქვენი აზრით. თქვენი აზრით, კარგი ადამიანი არის ადამიანი, რომელიც მეგობარს გასაჭირში გვერდში დაუდგება, თქვენი აზრით,…
დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 20, 2013 წელი. 12:30pm —
5 კომენტარი
________________
ვაი მას ვისზეც იტყვიან ხოლმე "ბედნიერიაო!".. უბედურებისგან უფრო ადვილია თავის გართმევა ვიდრე ბედნიერებისგან, გასაჭირი იმდენად დამღუპველი არ არის ადამიანისთვის, რამდენადაც კეთილდღეობა, სიღარიბე ქარიბდაა, სიმდიდრე სცილაა, ვინც მეხის დაცემას გადაურჩა, მას პირქვე დაამხობს ელვის უცაბედი თვალისმომჭრელი ნათელი. შენ რომელიც არ უშინდები უფსკრულებს, გეშინოდეს იმისა, რომ ფრთაშესხმულმა ოცნებათა მთელმა ლეგიონმა ღრუბლებამდე არ აგიტაცოს. სიმაღლემ შეიძლება…
დაამატა ani_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 8, 2013 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ერთ დღეს ძალიან მდიდარმა ოჯახმა თავისი შვილი სოფელში წაიყვანა იმ მიზეზით, რომ მისთვის ეჩვენებინათ, თუ რა ღარიბულად ცხოვრობდნენ სხვა ადამიანები. მათ რამოდენიმე დღე გაატარეს, სოფელში მდგარ პატარა ღარიბულ ქოხში და ამის შემდეგ ისევ შინისაკენ გაეშურნენ. გზაში მამასა და შვილს შორის ამგვარი დიალოგი გაიმართა:
- როგორ მოგეწონა მოგზაურობა, შვილო? - ჰკითხა მამამ შვილს.
- ძალიან მომეწონა, მამა - უპასუხა შვილმა.
- ხომ ნახე, თუ…
დაამატა natia maqadze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 21, 2013 წელი. 12:00am —
1 კომენტარი
________________
საწოლი - მაგრამ არა ძილი
საათი - მაგრამ არა დრო
წიგნი - მაგრამ არა ცოდნა
წამალი - მაგრამ…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 22, 2012 წელი. 12:30pm —
8 კომენტარი
________________
გინდა ბედნიერი იყო და სხვებსაც მიანიჭო ბედნიერება? მაშინ გაუღიმე ცხოვრებას და ისიც გაგიღიმებს... დეპრესია??? ეგ მხოლოდ ზარმაცებს ემართებათ, ვისაც გაღიმება და ღიმილიანი ცხოვრება ეზარება... მხოლოდ გაიღიმე... გტკივა?... გაიღიმე და გაგივლის.....აჩუქე ღიმილი ყველას და ყოველივეს ამ სამყაროში... გაიღიმე ისე, როგორც მზე იჭყიტება ხოლმე ჩვენს ფანჯრებში, სიცოცხლის ხალისს გვმატებს და გვჩუქნის ნათელ დღეს, ისევე თბილად…
დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 26, 2012 წელი. 11:30pm —
22 კომენტარი
________________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•