საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 34
უკანასკნელი აქტიურობა: დეკემბერი 2, 2024
• 1 დეკემბერი • 2 დეკემბერი • 3 დეკემბერი •
• 4 დეკემბერი • 5 დეკემბერი • 6 დეკემბერი •
• 7 დეკემბერი • 8 დეკემბერი • 9 დეკემბერი •
• 10 დეკემბერი • 11 დეკემბერი • 12 დეკემბერი •
• 13 დეკემბერი • 14 დეკემბერი • 15 დეკემბერი •
• 16 დეკემბერი • 17 დეკემბერი • 18 დეკემბერი •
• 19 დეკემბერი • 20 დეკემბერი • 21 დეკემბერი •
• 22 დეკემბერი • 23 დეკემბერი • 24 დეკემბერი •
• 25 დეკემბერი • 26 დეკემბერი • 27 დეკემბერი •
• 28 დეკემბერი • 29 დეკემბერი • 30 დეკემბერი •
ავტორი ლაშა, დეკემბერი 25, 2018. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
25 დეკემბერს (ძვ. სტ. 12 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ტრიმითუნტის ეპისკოპოსს, სპირიდონ საკვირველმოქმედს ქრისტეს ეკლესიაში, უდიდეს წმინდათა მამათა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ტრიმიფუნტის ეპისკოპოს, წმინდა სპირიდონს, რომელიც მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. წმიდა სპირიდონი დაიბადა კუნძულ კვიპროსზე, მესამე საუკუნის მიწურულს. იმ მცირე ცნობებიდან, რომელიც წმინდანის შესახებ არის შემორჩენილი, ცნობილია, რომ ის იყო მწყემსი, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების მადლით აღავსო: წმინდა სპირიდონი კურნავდა ისეთ დაავადებებს და ადავმყოფებს, რომელთა განკურნებაც შეუძლებელი იყო. მას შემდეგ რაც, წმინდა სპირიდონს მეუღლე გარდაეცვალა, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა. კრებაზე მღვდელმთავარი სიტყვიერ პაექრობაში ჩაერთო ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. უფლის რჩეულის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახა კაცობრივი ამაოდბრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე: „მისმინე, ფილოსოფოსო, რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისგან შეჰქმნა ზეცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა და შემდეგ აღსდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა რა პირველქმნილი ცოდვა და თანა აღადგინა ადამიანთა მთელი მოდგმა. გვწამს, რომ იგი თანაარსი და თანასწორია მამისა“. მღვდელმთავართან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობრებს უთხრა: „სანამ არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთებების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლური გახდა, რადგან…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, საკვირველმოქმედი, თვენი, ეპისკოპოსი
ავტორი qeti, დეკემბერი 16, 2018. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
16 დეკემბერს (ძვ. სტ. 3 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ სოფონიას. ქრისტესშობამდე მეშვიდე საუკუნეში, წმინდა წინასწარმეტყველი იერემიას თანამედროვედ მოღვაწეობდა წინასწარმეტყველი სოფონია. იგი წინასწარმეტყველთა შორის იწოდება ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა შორის ერთ-ერთად. იმავე პერიოდში, მოღვაწეობდა ქალი წინასწარმეტყველი ოლდამა. გადმოცემის მიხედვით, სოფონია დიდგვაროვანთა ჩამომავალი იყო და სამეფო სასახლეში ცხოვრობდა. წაიკითხეთ ვრცლად ცნობები წინასწარმეტყველ სოფონიას შესახებ◄ გუშინ | დღეს |…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, წინასწარმეტყველი, თვენი, დეკემბერი
ავტორი qeti, დეკემბერი 16, 2018. 0 გამოხმაურება 5 მოწონება
11 დეკემბერს (ძვ. სტ. 28 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს მოწამე ირინარქს და მასთან ერთად წამებულ დედებს. ქრისტიანთა დევნის პირველსაუკუნეთა შორის, მრავალი მოწამე აღესრულა, რომელთა ცხოვრების ვრცელი რედაქციები ჩვენამდე მოღწეული არ არის. მათ შორის არის წმინდა მოწამე ირინარქე, რომელიც იმპერატორ დეოკლეტიანეს ზეობისას, მეოთხე საუკუნის დასაწყისში აწამეს შვიდ ქრისტიან ქალთან ერთად. სასტიკი წამების შემდეგ, როდესაც წმინდა მარტვილნი ვერ გატეხეს, მათ თავები მოჰკვეთეს.◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, მოწამე, თვენი, 11 დეკემბერი
ავტორი tsira. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, დეკემბერი 13, 2018. 1 გამოხმაურება 14 მოწონება
13 დეკემბერს (ძვ. სტ. 30 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ანდრია პირველწოდებულს! პირველი მოციქულთაგანი, თავად უფლის მოწოდებული. პეტრე მოციქულის ხორციელი ძმა, მებადური, ქართველთა განმანათლებელი. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს თუ სად წასულიყვნენ საქადაგებლად. ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველო, მაგრამ რადგან მოახლოებული იყო მიცვალების ჟამი, ამიტომ საქადაგებლად ანდრია მოციქული გამოემგზავრა. ღვთისმშობელმა მოციქულს ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. ანდრია პირველწოდებულს წარმართა ქვეყანაში მრავალი განსაცდელი დაატყდა, მაგრამ პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი დაითმინა. ახალმოქცეულებს დაუდგინა მღვდლები და დიაკონები, "დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოების", აუგო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც დააბრძანა ხელთუქმნელი ხატი. ფერსათის მთაზე აღმართა ჯვარი. სოფელ აწყურში უფლის შემწეობით ქვრივ დედაკაც შვილი აღუდგინა. მოციქულმა იმოგზაურა კლარჯეთში, ატაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი წესისამებრ იერუსალიმში ჩავიდა. მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ დაბრუნდა საქართველოში და განამტკიცა ქრისტიანობა. მოციქულებმა იქადაგეს სამეგრელოსა და აფხაზეთში, შემდეგ სკვითაა ქვეყანაში გადავიდნენ. უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა საბერძნეთი იყო. წმიდანის ლოცვით უამრავი ადამიანი ეზიარა ჭეშმარით სარწმუნოებას. ურჯულო ქალაქის მართველი ერთგული დარჩა ცრუ ღმერთების. მან გადაწყვიტა წმინდანის დასჯა და ბრძანა ტანჯვის გასახანგრძლივებლად მოციქულის ძელზე დაკიდება. მოციქული სიხარულით შეხვდა განაჩენს. თავისით ავიდა ჯვარზე. ჯვარზე გაკრული მოციქული ორი დღე ქადაგებდა. ქადაგებით შეწუხებულმა მმართველმა ბრძანა განთავისუფლება, მაგრამ ანდრიამ მოციქულმა უფალს შესთხოვა მოწამეობრივი სიკვდილი. "აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან". და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას…გაგრძელება
ტეგები: ქველი, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, დეკემბერი, Qwellyland
ავტორი qeti, დეკემბერი 10, 2018. 0 გამოხმაურება 7 მოწონება
10 დეკემბერს (ძვ. სტ. 27 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა რომანოზ საკვირველმოქმედს. მეხუთე საუკუნეში, ანტიოქიის მახლობლად, ქალაქ როსაში დაიბადა და მოღვაწეობდა წმინდა რომანოზი. ღმრთივსათნო ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტისა და კურნების ნიჭი მიმადლა. რომანოზის ლოცვით მრავალი უშვილო დედაკაცი დაიხსნა ბერწობისაგან. წმიდა რომანოზი მკაცრი მმარხველი იყო და განსაკუთრებული ასკეზით გამოირჩეობა - ჯვალოს ქვეშ მძიმე ჯაჭვებს ატარებდა, ცხოვრობდა განმარტოებით, დაყუდებული ყოველგვარი სითბოსა და ცეცხლის გარეშე. ბოლოს ღრმად მოხუცებულმა ღირსმა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. აღსრულებული მრავალი სასწაულის და მკაცრი ასკეტური მოღვაწეობის გამო, დედა ეკლესიამ წმინდა რომანოზს საკვირველმოქმედი უწოდა.◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, საკვირველმოქმედი, თვენი, 10 დეკემბერი
ავტორი qeti, დეკემბერი 9, 2018. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
5 დეკემბერს (ძვ. სტ. 22 ნოემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმიდა მოციქულებს ფილიმონსა და არქიპოს და მოციქულთასწორს აპფიას. პირველ საუკუნის ქრისტიანთა შორის განსაკუთრებული მოღვაწეობა გასწიეს როგორც თორმეტმა მოციქულმა, ასევე სამოცდაათმა მოციქულმა. მათ შორის იყვნენ, ფრიგის ქალაქ კოლოსეში მოღვაწეო ცოლ-ქმარი, ფილიმონი და მისი მეუღლე აპფია, რომლებმაც პავლე მოციქულისგან მიიღეს უფლის ნათელი. წმიდანებმა თავიანთი სახლი სამლოცველოდ აქციეს, სადაც მართლმორწმუნენი იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. მოციქული ფილიმონი ქალაქ ღაზის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მთელს ფრიგიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. პავლე მოციქულმა ნეტარს გაუგზავნა სიყვარულით სავსე ეპისტოლე, რომელშიც წერს: „ფილიმონს, საყუარელსა და თანაშემწესა ჩუენსა, და აპფიას, დასა და საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა და სახლისა შენისა კრებულთა“ (ფილიმ. 1, 1-3). წმიდანები ფილიმონი, აპფია და წმიდა მოციქული არქიპო მოწამეობრივად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) მიერ ქრისტიანთა დევნისას. წარმართული დღესასწაულის დროს ქრისტიანულ ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა, გააფთრებული ბრბო შეცვივდა. ყველანი დაფრთხნენ და დაიფანტნენ, დარჩნენ მხოლოდ: ფილიმონი, არქიპო და აპფია. უღმერთოებმა შეიპყრეს ისინი. გამხეცებული წარმართების მიერ სასტიკად ნაგვემმა და დანებით დასერილმა არქიპომ სამსჯავრომდე ვერ მიაღწია - გზაშივე გარდაიცვალა, წმიდა ფილიმონი და აპფია კი მმართველის ბრძანებით ქვებით ჩაქოლეს.◄ გუშინ |…გაგრძელება
ტეგები: 5 დეკემბერი, წმინდათა_ცხოვრება, მოციქულები, თვენი, Qwellyland
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ დეკემბერი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!