ქრისტეს შობამდე VIII საუკუნეში მოღვაწეობდა წინასწარმეტყველი ესაია, რომელიც სამეფო გვარის შთამომავალი გახლდათ. მისი ოჯახი ღვთის სიყვარულით გამოირჩეოდა და ესაიაც ბავშვობიდანვე სჯულის ერთგულებით გაიზარდა. ხოლო, როდესაც სრულწლოვანი გახდა, დაქორწინდა ასევე ღვთისმოსავ ქალზე და ეყოლა ვაჟი.
უფლის ნებით, ესაია წინასწარმეტყველურ მოღვაწეობას იწყებს, ქრისტეს შობამდე 759 წელს, მეფე ოზიას ხანაში.
სასწაულებრივად მოხდა ესაიას წინასწარმეტყველად მოხმობა. მან იხილა უფალი, მთელი თავისი დიდებით და ასევე მის ირგვლივ მყოფი სერაფიმები, ექვს-ექვსი ფრითით, რომლებიც შეუჩერებლად ადიდებდენ ღმერთს. ყოველივე ამის ხილვით ესაია შეძრწუნდა თავისი ცოვილი ბუნების გამო. მაშინ ერთმა სერაფიმმა ზეციური საკურთევლიდან მარწუხით ნაკვერცხალი აიღო და მის ბაგეებს შეახო, რაც მის განწმენდას ნიშნავდა. ამის შემდეგ უფლის ხმამ წარავლინა წინასწარმეტყველი მხილებად და მოწოდებად იუდეველთა, რათა კერპთაყვანისმცემლობა და ბიწიერება დაეტოვებინათ და სინანული შეემოსათ. ის, ვინც მოინანიებდა უფალი წყალობას და ცოდვათა მიტევებას ჰპირდებოდა, ურჩებს კი სათანადოდ დასჯიდა. ესაია დაუფრარავად ამხილებდა კერპთმსახურ მეფე აქაზს, ხოლო მეფე ეზეკია სიყვარულით ეპყრობოდა წმიდა წინასწარმეტყველს და პატივს სცემდა მას. მეფე ეზეკია ესაიას ლოცვით განიკურნა სენისაგან და მისივე ლოცვით მოსრა ანგელოზმა იერუსალიმის კედლებთან მომდგარი მტრის ჯარი.
წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა იუდეველთა ბაბილონში დატყვევება და ისიც, რომ ეს ტყვეობა კიროს მეფის დროს დასრულდებოდა. მის წინასწარმეტყველებაში შედის ასევე წინასწარმეტყველება, იერუსალიმისა და სოლომონის ტაძრის დარბევისა და აღდგენის შესახებ. გარდა ამისა, მან იწინასწარმეტყველა იუდეველთა მეზობელი ხალხების მომავალი.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ესაიას წინასწარმეტყველება მესიის შესახებ: "აჰა, ქალწულმა მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მის ემანუელ", რომ მას ექნება ორი ბუნება და იგი იქნება სრული ღმერთი და სრული კაცი; ესაია საუბრობს მაცხოვრის მიერ მოხდენილ სასწაულებზე, მის მიერ განკურნებულ და მკვდრეთით აღმდგარ ხალხზე. ასევე იმაზეც, რომ ის ეწამება და მოკვდება კაცთა ცოდვათათვის და შემდგომ აღდგება მკვდრეთით. წინასწარმეტყველებათა სიზუსტისა და სიცხადის გამო ესაიას ძველი აღთქმის მახარებელს უწოდებენ.
ესაია წინასწარმეტყველს გარდა წინასწარჭვრეტის უნარისა, სასწაულთქმედების ნიჭიც მიმადლა უფალმა. იერუსალიმის ალყის დროს მისი ლოცვით სიონის მთიდან აღმოვიდა წყარო, რომელსაც სილოამი, ანუ „ღვთისგან გამოგზავნილი" ეწოდა. სწორედ ამ წყაროს წყლით განკურნა მაცხოვარმა ბრმადშობილი.
ცნობილია, რომ წინასწარმეტყველი აღესრულა კერპთმსახურმა მეფე მანასეს დროს, რომელმაც მოისურვა მისი მოკვლა და ბრძანა, დაეჭირათ იგი. ესაია ხის ფუღუროში დაიმალა, მაგრამ მტანჯველებმა იპოვეს, დაუწყეს ხეს ხერხვა და ხესთან ერთად წინასწარმეტყველიც გადახერხეს შუაზე. ესაია დაასაფლავეს სილოამის აუზთან. მოგვიანებით კი იმპერატორმა თეოდოსი მცირემ გადაასვენა კონსტანტინეპოლში. ამჟამად წმიდა ესაიას თავის ნაწილი დაცულია ათონზე, ხილენდარის მონასტერში.
ტეგები: 22 მაისი, Qwellyland, თვენი, მაისი, წინასწარმეტყველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•