III საუკუნის დასასრულს ქალაქ ტიანში ცხოვრობდა წმინდა მოწამე ორესტი, იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობისას. იგი დახელოვნებული მკურნალი იყო.
იმპერატორის ბრძანებით ქალაქ ტიანში გაიგზავნა მხედართმტავარი მაქსიმინე,რომლის წინაშე სამსჯავროზე ერთ-ერთი პირველი ორესტი წარდგა.მაქსიმინეს ბრძანებით წმინდანი შეოყვანეს წარმართულ ტაძარში და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს.უფლის რჩეულმა უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს: ორმოცი მხედარი მონაცვლეობით გვემდა მას არგნებით და ხარის ძარღვებით, შემდეგ კი ცეცხლით დაუწყეს წამება. წმიდა ორესტი ლოცულობდა: „უფალო, ყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდინ“. უეცრად მიწა იძრა, კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. შეშინებული ხალხი საკერპოდან გაიქცა. როცა წმიდა ორესტიმ დატოვა იქაურობა, ტაძარიც ჩამოიქცა.
გაღიზიანებულმა მაქსიმინებ ბრძანა წმინდანი საპყრობილეში ცაესვათ,მერვე დღეს კი კვლავ საწამებლად გაეყვანათ. ნეტარს ლურსმნები ჩააჭედეს ქუსლებში, შემდეგ კი გაუხედნავ ცხენს შეაბეს და მიწაზე ათრიეს. ამგვარ ტანჯვაში აღმოხდა სული უფლის რჩეულს 304 წელს. მისი ნატანჯი სხეული ზღვაში გადააგდეს.
ამის შემდეგ გავიდა მრავალი საუკუნე. ერთხელ, 1685 წელს, კიევო-პეჩორის ლავრის ბერს, დიმიტრის (შემდგომ - როსტოვის მიტროპოლიტი, იხსენიება 10 ნოემბერს), რომელიც ძველი ხელნაწერიდან წმიდა ორესტის ცხოვრებას იწერდა, დაქანცულობისგან ჩათვლიმა. სიზმრისეულ ჩვენებაში მის წინაშე წმიდა მოწამე წარდგა, უჩვენა ღრმა ჭრილობა მკერდზე, იდაყვებთან გადაჭრილი ძარღვები, გადამსხვრეული წვივები და უბრძანა, შეევსო მისი ცხოვრება, რადგან ხელნაწერებში სრულად არ იყო აღწერილი ის სატანჯველები, რომლებიც მან დაითმინა. მდაბალმა ბერმა სიხარულით შეასრულა წმიდა ორესტის ბრძანება.
ტეგები: 23 ნოემბერი, Qwellyland, თვენი, ნოემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•