სარკის მთელი იდეა ისაა, რომ კოსმოსი შეგიზღუდოს და შენს მცირე სივრცეში ჩაგკეტოს, ჩაგაქვაოს, ჩაგანარცისოს. მარტო ის გაყურებინოს რაც ჩანხარ და არ მოგცეს საშუალება, დაინახო - ვინ ხარ და რა შეიძლება გახდე. სწორედ, ამ სარკეებში მზირალთა სამყაროდ გადავიქეცით - მთელი დღე ვირტუალურ რეალობაში დაკარგულები, ტელეფონის ეკრანზე თქვენს ან სხვის ანარეკლებს რომ უყურებთ, და ხშირად, ფიზიკური სამყარო უფრო ვირტუალურია, ვიდრე ციფრული.

black mirror; ბლოგი, შავი სარკე, კინომანია, ფილმი, სერიალი, Qwelly, freedom, facebook, თავისუფლება

      მაგრამ არის ერთი ფილმი, რომლის გამოსვლის დროსაც, ჩვენს ქვეყანაში ჯერ ასე მძიმედ არ ჩანდა ეს პრობლემა, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ საქართველოსთვის ნამდვილი უიმედო წინასწარმეტყველებაა და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, მაგრამ ფილმი მაინც დრამატულია, იმდენად დრამატული რომ იმედგაცრუების მომენტში ტირილიც მომინდა.

      ნეტფლიქსმა, 2011 წელს დაიწყო მინი სერიალის გამოშვება - შავი სარკე (Black Mirror). მე მხოლოდ გუშინ აღმოვაჩინე და მხოლოდ ორი სერია ვნახე. დიდი ალბათობთ, ეს სერიები ერთმანეთთან პერსონაჟებით ან სიუჟეტებით არ უნდა იყოს მიბმული (ვნახოთ, მომავალში რა იქნება), უბრალოდ შავ სარკეში, ჰიპოთეტურად, ცალ-ცალკე ფილმებად გვიყვებიან ან გვაჩვენებენ იმას „ეს რა ჭირი გვჭირს, ტო“. დიახ, ზუსტად ასეთი განცდა გრჩება სერიების ბოლოს. მაგრამ მე დღეს მინდა გესაუბროთ მეორე სერიაზე, სახელწოდებით „თხუთმეტმილიონიანი მოგება“ ან „თხუთმეტი მილიონის მოგება(Fifteen Million Merits), არ ვიცი, თარგმანში თავისუფლები ვართ, მგონი.

      სამყაროში უკვე ის დროა, როდესაც ყველა იღწვის ელექტრონული სინათლისთვის და რაიმე განსაკუთრებული გამოგონებით კი არა, უბრალოდ, პედლებს ატრიალებენ - დინამოს დახმარებით ანთებული ნათურის ამბავია. და მატრიცისგან (The Matrix, 1999) განსხვავებით, აქ ადამიანები რეალურად მოძრაობენ, ჭამენ, ოფლიანობენ, მაგრამ ცხოვრობენ მაინც ვირტუალური პერსონებით, პროფილებით. აგროვებენ ფულს ამ ვირტუალური ანგარიშებისთვის (account), იხარჯებიან და რაც მთავარია, ჭაში ჩაშვებული ზარზე ჩამოკიდებული კაცისა არ იყოს, ცნობილი ქართული ფილმიდან, აქვთ „იმედი“, რომ ოდესმე დააღწევენ თავს აქაურობა. თუკი ფილმში „მატრიცა“ ვირტუალურმა სამყარომ გაიმარჯვა რეალურზე და ახლა ომის დროა და საჭიროა მესია, შავი სარკის შემოთავაზებულ სამყაროში არანაირი ომი არ არის, ადამიანები ნებაყოფლობით ირჩევენ მონობას, ირჩევენ პედლების ტრიალს, ირჩევენ ფეისბუკ... მოკლედ!

      და ფიქრობთ რომ თავისუფლების განცდა არ აქვთ? ნურასუკაცრავად, თავისუფლები ვართო, რადგან რასაც მინდა იმას გავაკეთებ და იმას ავირჩევო მწვანე ვაშლი თუ ყვითელი ბანანი, ქერა გოგო თუ შავგვრემანი, ველოსიპედით სეირნობა ტყეში თუ ზღვისპირა ბულვარში, ესაა თავისუფლებაო ოღონდ იქამდე, ვიდრე არ მიხვდებიან რომ თავისუფლება მათზე ძალადობს! (მიხვედრაც ერთეულების ხვედრია)

      ასეთ რუტინულ ცხოვრებაშია გამოკეტილი მთავარი გმირიც, რომელსაც იმდენად მობეზრდა ეს რეალობა, თვალებსაც კი სანახევროდ ახელს, რაღა აღარ დაინახოს ის. და ერთ დღესაც, ამდენ სიყალბეში - აღმოაჩენს ნამდვილს, ნამდვილ იმედს, განძს, რომელიც მინდორშია დაფარული. და ხვდება, რომ იქ უნდა დააბანდოს მთელი თავისი მონაგები და ასეც მოიქცევა, გაყიდის ყველაფერს და იყიდის იმ მინდორს, მისცემს შანსს საკუთარი განძით გადარჩეს და თუ ის გადარჩება, თუ ის გავა ამ ვირტუალიდან, მაშინ აქ, მისთვის თავგანწირულ მთავარ გმირსაც ექნება ცხონება. მაგრამ ეს „მინდორი“ როგორ მოიქცევა იცით? მეძავივით! დიახ, ზუსტად ასე, არ ვაჭარბებ. (ეს იყო ის მომენტი, როდესაც იმედგაცრუებამ ტირილამდე მიმიყვანა - თავი გაწირო, რომ მიიღო მეძავი მონა). მაგრამ არა! აქ არ სრულდება რეჟისორების ბოროტება, უფრო მეტი უნდა გაჩვენონ, მეტი პესიმიზმი, უფრო უნდა გაგამწარონ და გითხრან, რომ პროტესტი ამ ყველაფრის წინააღმდეგ, გამოთქმული იმავე ბრძოლის ველზე, რომელსაც მტერი გთავაზობს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მტრის ინტერესებს და შენც მისი ნაწილი ხდები, მის თამაშს თამაშობ.

      აუცილებლად ნახეთ ეს ფილმი, აუცილებლად! იქნებ ასე, პირდაპირ, ცხადად, თვალებსა და ყურებში გამოტენვით მაინც გაიგოთ, რამდენად აფსურდია, როდესაც ეკლესიას „იცავთ“ მისი მტრების ბანაკში ანდა ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ ფეისბუკზე უძღვნით სტატიებს, რომ ცუკერბერგის რუტინაშივე ქადაგებთ ეროვნულ ფასეულობებს, ოჯახის სიწმინდეს ან ქრისტიანობასაც ზოგჯერ (თქვენებურს, მაგრამ მაინც), როდესაც იქ ცდილობთ იყოთ შემოქმედი ხელოვანები, სადაც ყველაზე მეტად ებრძვიან მრავალფეროვნებას,ს თქვენც ერთ-ერთი პროგრამული ნაწილები ხართ და მეტი არაფერი, თქვენც საჭირონი ხართ მრავალფეროვნებისთვის, იმისთვის რომ მერე გითხრან - ეგაა ბიძია არჩევანის თავისუფლება და ხომ შენით აირჩიე?

      ფილმი მაინც გულსაკლავად მთავრდება, აი ისე, თითქოს ქილერმა საკონტროლო ტყვია დამაჭედაო შუბლში!

P.S. შავი სარკე, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სერიაში მედიის ავ-კარგიანობას მიეძღვნება (განა, ახლა ამ ტექსტსაც შავ სარკეზე არ კითხულობთ?!). უყურეთ სერიალს.

ნახვა: 293

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თავისუფლება, კინომანია, ფეისბუკი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters