კვირა დღე ყველა ქრისტიანისთვის საღმრთო მსახურებას უკავშირდება და მასთან ასოცირდება. სვეტიცხოვრელებს გაგვიმართლა ასეთ დიდებულ ტაძარში რომ გვიწევს მსახურება, მაგრამ ზოგჯერ იმითიც გვიმართლებს მცხეთელები რომ ვართ (ძალიან იშვიათად, მაგრამ მცხეთელობა ხანდახან შეიძლება ბედნიერ გამართლებადაც ჩაითვალოს). ასე მაგალითად, დღეს, წირვიდან გამოსულს, სვეტიცხოვლის გალავანზე მიმაგრებული და ტაძრის წინ, მოედანზე, გაშლილი დახლები დამხვდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოტანილი ყველით. რა გინდა სულო და გულო, როგორი ყველს არ შეხვდებით აქ, ისეთებიც ვნახე, სულ რომ არ მსმენოდა, ისეთებიც, მარტო ჰოლანდიური, შვეიცარიული ან იტალიური რომ მეგონა და ისინიც დავაგემოვნე, აგრერიგად რომ უყვარს ჩემს გემოთმოყვარეობას. ბევრი უცნობი ყველი, სამომავლოდაც უცნობი დარჩება, რადგან ჩემი მოწონება ნამდვილად ვერ დაიმსახურა, განსხვავებით იმ უცხოელი ტურისტებისა, რომლებიც მიეძალნენ და იმდენი წაიღეს, გახსნიდან 3-4 საათში ალბათ ყველის ნასახიც არ დარჩებოდა იქ. არადა, მუსიკალური ღონისძიება საღამოს 18:00-ზე უნდა დაწყებულიყო, კონცერტებით და ფოლკლორული სიამტკბილობებით. კონცერტზე არ დავრჩი, თუმცა ყველის ფოტოებით ნამდვილად მოგამარაგებთ და დაინტერესებულებს გეტყვით კიდეც, რომელი როგორ და რისგან დაამზადეს.
ქართული ყველის ფესტივალი ყოველწლიური ღონისძიება ყოფილა და შარშან მცხეთელებს მოუგიათ. რაღაც, არ მსმენია მცხეთის ყველი განთქმული ყოფილიყოს, ალბათ თიანეთმა და თუშეთმა თუ გვიშველა და გაგვამარჯვებინა. ამიტომ მოძრავი ესტფეტა მცხეთას გადაეცა და წელს სწორედ ჩვენმა ქალაქმა უმასპინძლა ბევრისთვის უგემრიელეს ფესტივალს. (რამდენიმე წელია მცხეთაში ლუდის ფესტივალი ტარდება და ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ იქ გაცილებით ბევრი მსურველი იყრის ხოლმე თავს). ლუდი, ჟიპიტაიური, თონის პური, ღვინის და წვენების დეგუსტაცია, არც ყველის ფესტივალს აკლდა, მაგრამ 4 დახლის შემდეგ, ყველა ყველს ერთი გემო ჰქონდა და ზოგიერთი ისეთი ნოყიერი აღმოჩნდა, სახლში წასვლის გარდა, სხვა სურვილს ვეღარ გრძნობდი.
დაგიტოვებთ ფოტოებს:
ფოტოების ვრცელი კოლაჟი, დაწვრილებით წარმოდგენილი ყველი, იხილეთ ჩვენს ფოტოალბომში:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია