მე მოგიყვებით უცნაურ, არასაინტერესო და სახალისო ანგელინასა და ჯუმბერის love story-ს, მათი ურთიერთობა ბიბლიოთეკაში დაიწყო, შემდეგ იყო პაემნები საჯაროში, უკანა სკამზე ჩურჩულით, ლაპარაკი და თვალის პაჭუნი, მაგრამ ერთხელაც ჯუმბერმა არ ჩაუხვია გუდიაშვილზე და მათ გზა განაგრძეს, ანგელინა ფიქრობდა "- მეშველა, მიტაცებსო..." თუმცა ის შეცდა, ჩვენი ჯუმბერი ნოვატორი აღმოჩნდა და მოტაცება მისთვის მიუღებელი გახლდათ, ასე აღმოჩნდა ანგელინა პირველად mcdonalds-ში, ჯუმბერი სხვა მოულოდნელ სიურპრიზებსაც უწყობდა ანგოს, ერთხელ დამწყები დიზაინერის ჩვენებაზეც წაიყვანა, აბა როგორ ჯუმბერი ხო ბომონდს წარმოადგენდა, მისი მომავალი მეუღლე გალანტური უნდა ყოფილიყო და გემოვნებით ჩაცმული.
და აი დადგა სანატრელი ქორწილის დღეც, ძნელი სათქმელია რომელი უფრო ელოდა ამ დღეს, ანგელინა ქორწილამდე სხვა კანდიდატურებსაც განიხილავდა და ბოლოს მიხვდა, რომ საუკეთესო აირჩია. ჯუმბერი ელოდა იმიტომ, რომ მალე მის სახლში წესრიგი დამყარდებოდა და ანგელინა გემრიელ სადილებს გაუკეთებდა. ქორწილი გადაიხადეს ვიწრო(უფრო სწორად უვიწროეს წრეში), მეფე-დედოფლიანად 4 კაცი და mcdonalds-ში აღნიშნეს. სრული ბედნიერებისათვის ნინო ჩხეიძის წაღვერი და თბილისი აკლდათ, ისინი ხომ ორივენი წაღვერიდან იყვნენ, შესაბამისად თაფლობის თვეც წაღვერში გაატარეს. ოჰ, ეს დაუვიწყარი დრო...
შემდეგ დაიწყო ბანალური, ოჯახური იდილია, ქმარი გარეთ ცოლი-სახლში, "კუხნაში".
ერთ დღეს ჯუმბერის მორიგი ვიზიტის დროს საჯაროში, როცა იგი თავის ნარკვევზე მუშაობდა დაინახა მოკვდავთათვის საშინელება და მისთვის სრულყოფილი ჯილდა, მან მასში დაინახა მონალიზას ღიმილი, ვენერას თმა, დეგას ბალერინების სინაზე, მუნკის შეშფოთება, პიკასოს იდუმალება და მაკარტნის მიშელი, ჯილდასაც დიდი ხანია შემჩნეული ჰყავდა მისტერ ჯუმბერა და მოხდა ის არც არ უნდა მომხდარიყო ჯუმბერა ხარობდა ანგელინა დარდობდა, მან დარდის გასაქარვებლად სმა დაიწყო, ბოლოს ის მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ ეს „ცოდვილები"არც პატიება და არც სიცოცხლეს არ იმსახურებდნენ და კიდევ მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო, ანგელინამ ნაგანი იყიდა შვიდ-შვიდი ტყვია ესროლა და 14-ვე დააჭედა, თუმცა მის გულში დარჩა ლაქა, რომელსაც პერსილიც ვერ ამოაშორებდა...
პოლიცია დიდხანს ეძებდა ჯილდოსაც ჰპირდებოდა მოქალაქეებს, მაგრამ ანგელინა ამ დროს იამაიკის ცხელ მზეს ეფიცხებოდა, ჰაშიშით ბოლდებოდა, ბობ მარლის უსმენდა და აპირებდა სიმღერის გამოშვებას no man, no cry...
რჩევები: 1. არ დაპატიჟ გოგო პაემანზე საჯაროში...
2. არ მიხვიდე პაემანზე თუ ბიჭი საჯაროში გეპატიჟება...
3. ყველი და პური გერჩიოს McDonalds-ის ჩიზბურგერს...
4. ჯამრთელობის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ნინო ჩხეიძის მოსმენა მავნებელია ჯამრთელობისთვის, იწვევს სმენისა და მუსიკალური გემოვნების დაქვეითებას...
5. მოკალი თუ ეს თავისუფლებას მოგანიჭებს...
P. S ჯამში ეს იუმორის გამოვლინებაა შეიძლება უგემოვნოც კი )))
მე5 რჩევა განსაკუთრებით საყურადღებოა? :D
მე-4 საყურადღებოა ისე მე თუ მკითხავ :))) მე-5 ბოროტული რჩევაა...თან საინტერესოც :)
მართლაც რომ სისულელე :D მე 4 ვეთანხმები :D
მე მეშვიდეს :D
მეშვიდე რომელიa?, შეძლება გავიგოთ? :D :) თუ იმიტო ეთანხმები რომ არ არსებობს? :)
ანა ლოგიკური გაგრძელება რომელიც ამ ჩამონათვალს უნდა ჰქონდეს, მიმანიშნებს რომ მეშვიდე მომეწონებოდა :D
მე კიდე ვიფიქრე 7 იმიტომ,რომ ზოგადად ადამიანებს უყვართ ციფრი "7" რატომღაც :) ისე მეშვიდე ლოგიკურად იქნებოდა-"არ გადაახტე თავზე ნომერ 6-ს, თორემ კანონზომიერება დაირღვევა"... :D :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია