ამას წინათ რაღაც შემემთხვა. პოლონელ მეგობართან ერთად ვიყავი ბაზარში. ისე ციოდა, რომ უხელთათმანობამ ძალიან შემაწუხა და ვგრძნობდი როგორ მეყინებოდა სისხლი თითებში. უცნობი ბებო მოვიდა და ლიმონი შემომთავაზა. ვუთხარი რომ გვქონდა და უარი ვუთხარი. რამდენჯერმე გამიმეორა და მაინც უარი ვუთხარი. შემდეგ მეორე ბებო მოვიდა, ამას კიდევ ერთი ბებო მოჰყვა, შემდეგ კიდევ ერთი.... ძალიან ციოდა. ვიფიქრე წიწაკას მაინც ვიყიდი-თქო(ამ უკანასკნელი ბებოსგან). ლარის წიწაკა ვიყიდე, ამ დროს ის პირველი ბებო გამოჩნდა და შორიდან ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ აშკარად გული დაწყდა. შემდეგ მოვიდა და მითხრა დიდი მადლობაო. ვიგრძენი რაღაც მეტკინა შიგნით და თავი დამნაშავედ ვიგრძენი. აჯიკის ყიდვას რომ მოვრჩი მივედი ბებოსთან და წიწაკის ყიდვა ვცადე, მაგრამ არ მომყიდა. ძალით ნაყიდი არ მინდაო. თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი. ამას მისი სიტყვები დაემატა: შენც მოხუცდები შვილო! ვერ ვიტყვი რომ თავი მის ადგილას წარმოვიდგინე, მაგრამ წარმოვიდგინე ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანი ბებოს ადგილას. თუ როგორ დადიოდა ამ ყინვაში ქუჩაში და სთავაზობდა ყოველ გამვლელს ლიმონს, იმ იმედით, რომ ვინმე ღვთისნიერი მაინც იყიდდა. ამ სცენის წარმოდგენაზე გული ძალიან მეტკინა და დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ ცრემლები არ გადმოგორებულიყო თვალებიდან.
ამაზე გუშინ არ დავფიქრებულვარ პირველად. მიფიქრია, ნეტავ, როგორ შეიძლება ამ ადამიანების ცხოვრება შევამსუბუქოთ? დრო რომ დავაბრუნო ვიყიდდი იმ ბებოსგან ლიმონს, თუმცა არ ვიცი, შეცვლიდა კი ეს რამეს? ისიც ვიცი, ის ჩემი ბებო ან დედა რომ ყოფილიყო ამ ყინვაში არ გავუშვებდი სამუშაოდ. მაგრამ იქნებ არ ჰყავს შვილები? იქნებ ვინმე ისეთი ადამიანი ჰყავს, რომლის ერთადერთი იმედი ბობოს მიერ დღეში ნაშოვნი თეთრებია. არავინ არაფერი ვიცით იმ ადამიანების ცხოვრების შესახებ, ვინც ასე დადიან, ქუჩებში, მეტროში, ბაზარში, სახლებში... გვთხოვენ ფულს შვილის საოპერაციოდ, შეყვარებულისთვის დაბადების დღეზე სათამაშო დათვის საყიდლად, ზოგჯერ საჭმელს.... მღერიან, ცეკვავენ, ლექსს კითხულობენ, თამაშობენ, ყიდიან ან უბრალოდ ითხოვენ...არავინ ვიცით რეალობა და არც ამ ადამიანების რეალური პორტრეტები, არც მათ სულში ჩაგვიხედავს ოდესმე, რომ გვეცადა მათი გაგება და დახმარება.
სამწუხაროდ ვიღაცებს მეტი გვაქვს, ვიღაცებს ნაკლები და ალბათ გვგონია კიდეც, რომ სრულიად დამსახურებულად ვართ ვიღაცაზე პრივილეგირებულ მდგომარეობაში.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია