წელიწადის მიწურულს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, წმინდა სინოდი, იკრიბება. როგორც წესი, სინოდალური შეკრება, წელიწადში ორჯერ ხდება (თუ, რაიმე დამატებით, მნიშვნელოვანი განსახილველი/გადასაწყვეტი საკითხი არ დადგა ეკლესიის წინაშე) და ერთ-ერთი ასეთი გეგმიური შეკრება, სწორედ დეკემბერში იმართება. დაახლოებით 20 რიცხვისთვის.
იმ წელსაც ასე მოხდა. დაძაბული 2012 წლის მიწურულს, მართლმადიდებელ ეკლესიას ნუგეშად მოევლინა წმინდა გაბრიელ ბერის წმინდანად კანონიზაცია.
დღეს, ხელში ჩამივარდა ერთი ბუკლეტი, რომელშიც წმინდა გაბრიელის ხელნაწერები იყო თავმოყრილი. როგორც ბუკლეტიდან ირკვევა:
დაიბეჭდა ბორჯომისა და ბაკურინის მიტროპოლიტის სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით. (როგორც ჩანს, იქამდე უნდა ყოფილიყო გამოცემული, ვიდრე მიტროპოლიტი სერაფიმე პენსიაში გავიდოდა).
იმავე გვერდზე, ქვემოთ მიწერილია:
მონაზონი პარასკევა (როსტიაშვილი)
2016 წელი
სატიტულო გვერდზე, ალბათ სიმბოლურად, დატანებულია ტექსტური ფოტო, სავარაუდოდ, გაბრიელ ბერის დღიურიდან:
მონასტერში წავედი ზიარებაზე
ჩანაწერების უმრავლესობა წმინდა წერილიდან არის, მაცხოვრის სიტყვები, ქადაგებები, პავლეს ეპისტოლეები და ა.შ. თითოეული ხელნაწერის ქვეშ, შემოგთავაზებთ ტექსტს. ზოგიერთი წინადადება არ არის დასრულებული, სავარაუდოდ სხვა ფურცლებზე იყო გაგრძელებები.
ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს.
- - - - -
ნეტარ იყვნენ მოწყალენი რამეთუ იგინი შეიწყალნენ,
ხოლო მე გეტყვი თქვენ: გიყვარდეთ მტერნი თქვენი და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა, და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა. და ოლოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდნენ თქვენ, და გდევნიდნენ თქვენ. რათა იყვნეთ თქვენ შვილ მამისა თქვენისა ზეცათასა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა და სწვიმს მართალთა ზეა და ცრუთა,
მარტო ეს არის საკმაო, რომ შეიტყოთ, რა ცოფნი და ბრმანი არიან ისინი, ვისაც ღმერთი და მისი სჯული არ სწამს, იმას რაღა კეთილი სიტყვა და საქმე შეუძლიან ქვეყანაზე, აღარც ადამიანათ ითვლება.
ფიქრი და შიში გვმართებს ცოდვებზე. ეფს. სიკვდილზე. განკითხვაზე. ჯოჯოხეთზე. მკვდრეთით აღდგომაზე. სულის უკვდავებაზე. მარადისობაზე. სინანულზე და სასუფეველში დამკვიდრებაზე.
- - - - -
უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ.
ხოლო მე გეტყვით თქვენ, რამეთუ ყოველი სიტყვა უქმი რომელსაც იტყოდნენ კაცნი, მისცნენ სიტყვა მისთვის დღეს მას სასჯელისასა
რაჟამს გამოჰსჩნდე ზეცით ქრისტე მეუფეო და დაჰსჯდე განსჯად საყდართა მათ საშინელთა და მდინარე ცეცხლისა ოხრიდეს წინაშე შენსა და ცოდვილნი სტიროდენ და ჰგოდებდენ, ხოლო მართალნი მხიარულ იყვნენ, მაშინ სახიერ შემიწყალე მე და ნუ განმაგდებ მე პირისაგან შენისა.
მე უკვე მესმის კითხვა, ბოროტი კაცი როგორ შევიყვაროთ? ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ. და გიყვარდეთ, ღმერთმა უწყის, იქნებ ის ვინც ჩვენ დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვითა და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზის მსგავსი გახდეს, ბევრი ყოფილა.
- - - - -
სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება, ეგოისტი არაფერს გასცემს, იგი მხოლოთ თავისთვის ზრუნავს და მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვეჭოს, მაინც ვერ დაკმაყოფილდება.
სიყვარული სულგრძელი და ტკბილია, მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტვნობს, არ ჩაიდენს უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ რისხდება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტებისკენ, ისწრაფვის, ყველაფერს იტანს, ყველას უჯერებს, ყველას იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს, ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამაინის ბედნიერება.
- - - - -
შინაგანი ტაჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და მოიპოვის ჭეშმარიტი სიყვარული და ცხოვრება.
შენიშვნა: სამწუხაროდ, ბუკლეტიდან შეუძლებელია იმის გარკვევა, ეს ჩანაწერები უშუალოდ წმინდა გაბრიელ აღმსარებლის მიერაა გაკეთებული, საკუთარი ხელით, თუ მონაზვნების (მაგ., დედა პარასკევა) მიერ.
ვერჩი? პირიქით, დიდი ალბათობით მისი შეკრებილი და შემონახულია ეს ხელნაწერები, ასე რომ ვერჩი კი არა, სამადლობელოდაა საქმე.
მადლობის მაგივრად გააპანღურეს ეს ქალი - არ ხარო *სამთავროს* ღირსიო..
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია