სულ სამიოდე ფერი: ცისფერი, ნათელი მზისფერი და ქათქათა თეთრი - ასეთ ფერებში გხატავ მხოლოდ...
და დაფრინავ სადღაც ბამბის ქულებით მოფენილ სივრცეში... ფერი გაქვს ცის, უზარმაზარი ყვითელი ბურთის და ცაში მოფენილი თეთრი ქათქათა ბამბის ქულების...
წითური გოგო ზღვისფერი თვალებით ღრუბლების ოკეანეში ყვინთავს ალბათ ჩვეული ხალასით...
შეურთდები ღრუბლებს, რომლებსაც წვიმა მოჰყავთ სიცოცხლის გადასარჩენად და ალბათ იქნები წვეთი წვიმის, რომელიც ყოველი წვიმის შემდეგ ახლიდან დაიბადება ახალი სიცოხლის მოსაცემად...
ან მზის ბრჭყვიალა და დიდი ბურთი მოგჭრის თვალს და მისგან ნაცდუნები მის თბილ სხივთა არმიას შეუერთდები... ალბათ იქნები სხივი, რომელიც ყოველ დილას დასვამს ნათელ წერტილს თავის და-ძმა სინათლის სხივებთან ერთად და დედა მზესთან ერთად გაანათებ სამყაროს...
................................................
შენ ქარიშხალივით მოხვედი ამ ცხოვრებაში, გამოაღვიძე და აახმაურე სიცოცხლე შენს ირგვლივ...
ქარივით ფრენა გიყვარდა და ჩვენც შენთან ერთად დავფრინავდით მუდამ...
მსუბუქი იყავ და ამ სიმსუბუქემ აგიტაცა ჰაერში, მოგხიბლა ფრენამ, ჩვენ კი მიწაზე ვერ შეგაკავეთ...
დღეს ქარიშხალი ჩადგა. უხმაურობაა და უმოძრაობა.
................................................
სიტყვები მუდამ ყველაფერს აფუჭებენ, ამიტომ არ მინდა ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ აქ და ამ წამს სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
მინდა სიზმარი მეგონოს, დილით კი რომ გამოვიღვიძებ მოგიყვე და შენ ჩვეული ხარხარით მითხრა: "ეგ როგორ დაიჯერე, აბა წვიმა რას დამაკლებდა ამ ფილარმონია ქალსო?"
ჰო მინდა მეგონოს და მგონია კიდეც, მაგრამ მეგობრების მიერ შეცვლილი პროფილის ფოტოები, შენი სუსტი და უმოძრაო სხეულის ფოტოების უამრავი გაზიარება, შეტყობინებები კითხვებით ან უბრალოდ თანაგრძნობით, გულები და შენი არყოფნით გამოწვეული გულწრფელი კომენტარების კორიანტელი შენს კედელზე, ყოველ წამს თავში მირტყამს და მძიმე რეალობისკენ მაბრუნებს.
შენს ყველა ფოტოს სხვადასხვა ემოცია მოაქვს, თუმცა თითოეულ მათგანს ის აერთიანებს, რომ ყველგან პოზიტივის სხივებია, ყველგან სინათლე და სიკაშკაშეა. შენც ხომ ასეთი იყავი - ჩვენი კაშკაშა ვარსკვლავი!
გაგვიჭირდება უშენოდ, ყველას... თანაც როგორ გაგვიჭირდება! მაგრამ შენი ღიმილი სიცოცხლის ძალას მოგვცემს, შენც ხომ ასე გიყვარდა სიცოცხლე...
ჩვენ, შენს ფუმფულებს, რომლებსაც შენთან ასეთი ტკბილი მოგონებები გვაკავშირებს ვერავინ და ვერაფერი დაგვავიწყებს შენს ღიმილს და შენს არსებობას. ყოველ ჩვენს ერთად შეკრებას მუდამ ექნება ერთი დიდი დანაკლისი შენი სახით და მუდამ იქნება შენი მისამართით წარმოთქმული "ნეტავ"...
ოდესმე ისევ შევხვდებით. უკვე წარმოვიდგენ როგორ მეტყვი საყვადურს, რომ გალოდინე, მერე მაგრად ჩამეხუტები და მეტყვი: "შალოოო როგორ გელოდი!"
„სიკვდილი არა არის რა.
მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.
მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ.
რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, ისევ ვართ საუკუნოდ.
ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს.
ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.
ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი.
ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს.
გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა.
ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე.
ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა, ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე.
სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა.
იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო.
ძაფი არ გამწყდარა.
რად გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ?
იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ?
მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ...
ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის... ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ."
ვიცი, შენი სურვილი იქნებოდა რაღაც მსგავსი ამ სიტყვებისა, მაგრამ რთულია ამ ყველაფერს ვუყურო ასე შორიდან, მით უფრო უემოციოდ და ცრემლების გარეშე.
ტკბილად იძინე ძვირფასო მეგობარო!
მუდამ შენი ფუმფულა და შენზე უზომოდ შეყვარებული - შალო!
თავი საშინელ სიზმარში მგონია. გამოღვიძება მსურს, მაგრამ ვერ ვიღვიძებ და ვერაფერს ვპოვულობ სანუგეშებელს. თქვენს მიერ გაკეთებულმა ჩანაწერებმა უფრო გააღრმა ტკივილი.... ვიზიარებ სალო
ძნელია ასეთ დროს ცრემლების შეკავება.. :( ნათელში იყოს შენი ლამაზი სული ინდი.. ძალიან ვწუხვარ.. :((((
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია