თავისუფლების თემა და ღმერთის ყოვლისმცოდნეობის ამბავი, ხშირად გამხდარა განხილვისა და საუბრების მიზეზი, ზოგნი ფიქრობენ რომ ეს გადაუჭრელი დილემაა, ზოგნიც მარტივად პასუხობენ. ასეც და ისე, თემა ყოველთვის აქტუალურია და თუ წინასწარმეტყველის კუთხით შევხედავთ, ჩემი აზრით ტრაგიკულიც.
საგრადა ფამილიას ფასადიდან, წყარო
მიძინების დღესასწაულზე, ვუყურებდი ფრესკას და მეფიქრებოდა წინასწარმეტყველებზე და მათ ტრაგიკულობაზე. გაგიზიარებთ ჩემს ფიქრებს.
ჰოლივუდში როგორ ხდება ეს ამბავი? წინასწარმეტყველი, მაგალითად, ნიკოლას ქეიჯი, წინასწარ ხედავს შესაძლო მოვლენებს, შემდეგ მიდის და ცდილობს ეს წინასწარმეტყველება შეცვალოს. დაახლოებით ისეთი ამბავია, ახლა რომ მითხრან, ორი კვირის შემდეგ საქართველოს მეტეორი დაეცემაო და მე მთელი მოსახლეობის ევაკუაცია დავაწყებინო მთავრობას (არა, ამას არ გავაკეთებ, მაგრამ დავუშვათ ასეა). განსხვავება ის არის, რომ მეტეორის დაცემის განსაზღვრა ასტრონომებსაც შეუძლიათ, წინასწარმეტყველებაში კი მნიშნელოვანია ლოგიკური ჯაჭვით მისვლა ძალიან რთული იყოს (თორემ, არა შეუძლებელი ან ალოგიკური. სწორედ წინასწარმეტყველების ასრულების შემდეგ ხედავ მთელი ლოგიკური ჯაჭვის სიდიადეს და სილამაზეს). დავუბრუნდეთ ყოფით სამყაროს. მოკლედ, ნიკოლას ქეიჯის წინასწარმეტყველება ძალიან მოკლემეტრაჟიანია და სწრაფად ახდენადი. ასეთ დროს, წინასწარმეტყველისადმი ნდობაც და დაჯერებაც მეტია, მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც ეს წლებს, ათწლეულებს და საუკუნეებს ითვლის?
ჯერ მარტივად გავიაზროთ ვინ არის წინასწარმეტყველი. ესაა ადამიანი, რომელიც ახერხებს დროზე მაღლა დადგეს და იქიდან დაინახოს შესაძლო მოვლენები. მე ვზივარ მანქანაში და მე ვხედავ გზას მოსახვევამდე, მაგრამ ვინც დგას მთაზე, ის ხედავს ჩემს გზასაც და მოსახვევს მიღმა რაც ხდება იმასაც. ამიტომ მას შეუძლია მიწინასწარმეტყველოს, რომ მოსახვევის შემდეგ, შეიძლება საგზაო თხრილში "ჩავარტყა". ახლა, უფრო ზემოთ დავაყენოთ ადამიანი და კოსმოსიდან ვაჩვენოთ მთელი დედამიწა, მას შეუძლია გვიწინასწარმეტყველოს არა მხოლოდ ჩემი გზის მოსახვევი, არამედ მრავალი ადამიანის, ვინც მის ფოკუსში მოხვდება (მაღაროელებს აქაც არ გაუმართლათ) და საბოლოოდ, თუ დროზე (დრო - ქმნილებაზე) მაღლა დავაყენებთ, წინასწარმეტყველი შეძლებს მთელი სამყარო განსაზღვროს. რა თქმა უნდა, ესაა ადამიანი, რომელიც უბრალოდ მოვლენებს ხედავს და ის არ განსაზღვრავს მე ჩავვარდები თუ არა თხრილში. შეჯამებისთვის, წინასწარმეტყველი არის ადამიანი, რომელიც რაღაც საშუალებით (ქრისტიანები ამ დროს ამბობენ, ღმერთთან შეერთებით) ახერხებს "დროში გადაადგილებას" და ამბობს იმას, რასაც იმ დროსა და იმ სივრცეში ხედავს, სადაც გადაადგილდა.
ბიბლიური ისტორია მრავალ წინასწარმეტყველს იცნობს, ზოგიერთი მათგანი გამორჩეულია, რადგან მათი წინასწარმეტყველებები არა იმ დროსა და სივრცეში ხდებოდა, როცა ისინი მოღვაწეობდნენ, არამედ როგორც ზემოთ დავწერე, საუკუნეების, ეპოქების შემდეგ.
ახლა დავფიქრდეთ მათ ტკივილზე. საილუსტრაციოდ ისევ ფილმები მოვიხმოთ. მარტივი სიუჟეტი, ბოროტმოქმედი შეიჭრა FBI-ს ოფიცრის სახლში, კაცი გაკოჭა, ცოლი ოთახში ჩაკეტა და ბავშვი მძევლად აიყვანა ინფორმაციის მიღების მიზნით. ოფიცერი უარზეა, ამიტომ ბოროტმოქმედმა ჯერ ცოლი მოკლა და შემდეგ, შვილზე მიდგა საქმე. წარმოიდგინეთ, ამ კაცის მდგომარეობა, როდესაც ხედავს, რომ მის შვილს მოკლავენ, თუკი ის რამეს არ იტყვის (ამის შემდეგ შემოვლენ და გადაარჩენენ, მაგრამ წინასწარმეტყველთან ასე არ ხდება). წინასწარმეტყველი არა შესაძლო ვერსიას ხედავს რა შეიძლება მოხდეს, არამედ წინასწარმეტყველი ხედავს უკვე მომხდარს, ოღონდ მომავალში - ქალწული შობს! ანდა ხედავთ, რომ მეგობრის ბავშვი 8 წლისაა და სიგარეტის მოწევას იწყებს, თქვენ წინასწარ საზღვრავთ მისი მომავალი პრობლემების ამბავს და არავინ გიჯერებთ, იმიტომ რომ სხვას, ბევრს დაუწყია მოწევა 8 წლის ასაკში, მაგრამ არაფერიც არ მოსვლიათ. საქმე, სწორედ დროშია.
ჩვენთან ნიშნის მოგებით იციან თქმა: აი, ძმაო 15 წლის წინ მითხარი ასე იქნებაო, ეს ქვეყანა შეიცვლება და გაუმჯობესდებაო, მაგრამ არ მოხდა, ხომ ხედავ, არაფერი მოხდა ისე, როგორც შენ ამბობდი. ზოგიერთნი იტყვიან 20 წელია ველოდები ახდენასო, მაგრამ მაინც არ ახდაო ... და თუ ისეთ რამეს ეტყვი, რომელიც მთელი შენი სიცოცხლის განმავლობაში არ ახდება, გარდაცვალების შემდეგ, როგორ გგონიათ, რას იტყვიან? - აფერისტი და მატყუარა იყოო. ასეთ დროს, თავად წინასწარმეტყველსაც შეიძლება შეეპაროს ეჭვი, კი მაგრამ რაც ვნახე, მართალი იყო თუ არაო.
ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, კაცი, რომელსაც იმედი აქვს შვილის გადარჩენის, რამხელა ტკივილს განიცდის და კაცი, რომელიც შეცვლის უალტერნატივობით ხედავს მოვლენას და არავინ უჯერებს, რას უნდა განიცდიდეს? არავინ უჯერებს, რადგან ისეთ რამეს ამბობს, აქამდე რომ არ მომხდარა. სტკივა, ძალიან სტკივა და დიახ, ესაა წინასწარმეტყველის ტკივილი!
ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვებაო, ეს მგონი ქართულად ჟღერს ისე, თითქოს მომავალში მოეთხოვება. სინამდვილეში, ვისაც მეტი მიეცა, იმას მიცემის მომენტიდანვე მიცემულის ქონის მთელს პერიოდში მეტი ეთხოვება (თუ უარს არ იტყვის ნიჭზე ან სინდისის ხმას არ ჩაახშობს).
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია