"თუმცა მარტო თვალნი ასზრდოა მისი ცქერით."
შექსპირი

      ჩვენ შევხვდით 17 წლის შემდეგ. მაგრამ არც მე და, მგონი, არც შენ, არ გვიფიქრია რომ წლები მოგვემატა. იმ წუთას მე 18-ის, შენ კი 26 წლის იყავი. რამდენი დრო გავიდა... ბუნება 17-ჯერ დაჭაბუკდა, ჩვენ კი... თუმც ეხლა მივხვდი, რომ ჩვენი უიღბლო სიყვარული ბონონიის ქვა ყოფილა, ოღონდ ღამით კი არ ანათებს, მხოლოდ მაშინ, როცა გული მოგონებას მიეცემა. და გმადლობთ სიყვარულო. სად არის ღმერთი ეროსი, რომ ვემთხვიო რადგან მისგან ბოძებულმა სიყვარულმა როცა ფრენის ჭერს მიაღწია კი არ დამანარცხა მიწას, არამედ იქ დამტოვა გამოკიდებული. მას შემდეგ იქა ვარ და მიქელანჯელოს ოსტატობით (მომიტევეთ კრეხელობისთვის), ვქარგავ, ვაჩუქურთმებ მას. ცხენის სილაღე და მამაცობა შევმატე, მგონია! შენ? შენ რა გააკეთე მისთვის ამ ხნის განმავლობაში? რატომღაც იდუმალი ხმა ჩამჩურჩულებს რომ შენც ამ ყოფაში ხარ!

      იმ დღეს ყველაფერი შემთხვევით, მოულოდნელად მოხდა. მართალი გითხრათ, ჩემი სიყვარული ქვეთ მოაქციეს ცხოვრების სხვა ფიქრებმა, მაგრამ ხომ ვთქვი ბონონიის ქვაა-მეთქი და გამოაბრწყინა. იმ დღეს არ გაგრძნობინე, რომ დაგინახე, არ იყო საჭირო ჩვენი ცხოვრებისათვის. შენ კი ხმამაღალი ლაპარაკით ცდილობდი ჩემი ყურადღების მიქცევას. მე მესმოდა და ჩემმა სიყვარყლმა არტახებში ჩაკრულ ბავშვივით გაიღვიძა და ... ატირდა... "ჩუ - მეთქი ",- იდუმალად ვუთხარი, მგონი გავაჩუმე; იცი, როგორ? მე მას ვუმღერე დაუწერელი სიმღერა სიყვარულზე, შემდეგ გამოვიხმე აბესალომ და ეთერი რომეო და ჯულიეტა, ოტელო და დეზდემონა, ვისი და რამინი, ტატიანა და ევგენი ონეგინი, ტრისტან და იზოლდა, ვერთერი და ლოტე და მივაყუჩე...

      მგონი შეცვლლხარ ცოტა; ჭაღარა არ შემიმჩნევია, მაგრამ დასრულებულხარ. თვალები?... თვალები სიევ ისე მეტყველი გაქვს, როგორც მაშინ. შენ ხომ საოცარი შემოხედვა იცოდი, შენ ხომ სიყვარულიც თვალებით ამხილე; ეს ისე მოხდა, თითქოს გამომიცხადეთ... ჩვენი სიყვარული კი არასდროს გაცხადებულა არცერთი მხრიდან, მას მხოლოდ ვხედავდით და ვგრძნობდით. მართლაცდა ჩურჩულებდა იგი, მაგრამ სხვასაც სდომებია ამ ჩურჩულის მოსმენა და ახმაურდა მტერი...

      ... მახსოვს, დიონისემ დაგრია ხელი და შენში ორი ღმერთი ბატონობდა: დიონისე და ეროსი. შენ მზად იყავი გავშორებოდით ავყია ხალხს და გადაკარგულში გვეპოვა სამყოფელი. მე... მე უარზე ვიყავი; ვიცოდი, ამით ვკარგავდი ცხოვრების მანტიას, მაგრამ ჩამძახოდა იდუმალი ხმა: "რას იტყვი ხალხი", - მაფრთხილებდა ჯიქურ ეს ხმა და უარს ვამბობდი; შემდეგ... შემდეგ შენ იცი, რა მოხდა: აუცილებელი, ცხოვრებისეული ნაბიჯი შენ გადაგადგმევინეს, შემდეგ მე და იცი რატომ? კვლავ ჩამძახოდა ეს ხმა, ჩემი ღმერთივით ხმა: "რას იტყვის ხალხი!"

      არ ვიცი, შენ უფრო გაგიჭირდა სიცოცხლე თუ მე. მოცალეობისა და მარტოობის ჟამს მეფიქრებოდა შენზე უნებურად. ისე კი ცხოვრებამ ბევრი ვაი მიწილადა. გამოგიტყდები: მარტოობის ჟამს მარტოობას ვგრძნობ, თან მდევს მისი აჩრდილი: გავჩერდები- გაჩერდება, მივდივარ და მომსდევს.

      დამესიზმრა, ვითომ ისეთი ვიყავი, როგორის ჩვიდმეტი წლის წინათ. ჩვენ ვიქორწინეთ. მე თეთრი კაბა მეცვა, თმაში ყვავილი მქონდა გარჭობილი. ჩვენ უზომო ბედნიერებას ვგრძნობდით. გამომეღვიძა და მივხვდი ძახილი იყო... გულის ძახილი მხოლოდ.

     

      იდუმალი პაემანი ზმანებაში

      - ჩვენ უნდა შევხვდეთ, მაგრამ როგორ?

      - დაგვინახავენ, გაიგებენ და რას იტყვის ხალხი?!

      - ხალხი და ხალხი, ეხლა ჩვენც ვიყოთ ბედნიერები სიცოცხლე განა განმეორდება, დავლიოთ მისით სასმისი ისე, როგორც ჩვენ გვეამება!

      - ხომ არ გაგიჟდი, ერთხელ გვეძლევა სიცოცხლე, ამიტომ გვიჭირს...

      - მაშ იდუამალი პაემანი მოვიწყოთ.

      - მოდი, ეროსს მივმართოთ, იქნებ დაგვეხმაროს, თუმცა არა, ჩვენ ისედაც ვალში ვართ მასთან. 17 წელია გვასაზრდოებს. იცი, მოდი სიზმარში შევხვდეთ!

      - შეუძლებელია, ეს როგორ?

      - ორივემ ვიფიქროთ ერთმანეთზე, გაგვიგებს განა ვინმე?

      - არა, მოდი, ქარს დავაბაროთ სათქმელი, ნუთუ გაგვიგებენ?

      - არა, საღამოს ვარსვლავებს და თვალებს ვეაუბროთ ერთურთზე, დილით მზეს, ამას ვერ გაგვიგებენ. ღმერთი თუ ჰყავს სიძულვილს? მაშ, მტერი რატომაა ჩასაფრებული სიყვარულზე?!

1986 წ. 26-27 ივლისი.

ნათელა გორგოშაძე-დუმბაძისა

ნახვა: 695

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გორგოშაძე-დუმბაძისა, ვერთერი, პროზა, სული, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters