არაა არ მიყვარს... ჩახუტება მომენატრა ! აი ხელებს რომ შემოგხვევს და თავი ძალიან პატარა რომ გგონია (ან ისედაც , რომ ხარ )... გულისხელა :)) მის გულისცემას რომ გრძნობ.. თავიდან თითქოს გეშინია,ცდილობ თავი გაითავისუფლო.. ჰოო გეშინია, რომ აი ახლა თუ არ წახვალ მერე ვეღარ წახვალ... დამიმუღამა...მთავარია რამდენიმე წუთი მოახერხოს და არ გამიშვას. მერე შენც შემოხვევ ხელებს,თავიდან იცილებ მერეზე და ხვალეზე ფიქრს და ეხუტები.. თავი ყველასგან და ყველაფრისგან დაცული გგონია,ახლოს ხარ მის ყურთან და ძალიან,ძალიან დაბალ ხმაზე ეუბნები რომ მოგენატრა... თვალები უწყლიანდება,ოდნავ იწევა და გიყურებს... გიყურებს ისე,რომ სიტყვაც რომ არ თქვას საკმარისია... მაგრამ ამბობს,ამბობს ყველაფერს რასაც იმ წამს გრძნობს.. უფრო სწორად ამბობს რის თქმასაც ახერხებს.. ბოდიალაა.... ეტყობა რჩება ხოლმე რაღაცეები უთქმელი.. ხომ არის განცდები,გულში რომ ვერ იტევ იმხელაა,მაგრამ შენ გაპატარავებს ისე,რომ ამოთქმას ვეღარ ახერხებ...
ჰოდა, ახლა აი ეს ბიჭი დადის შენს წინ, (ხან ზის) იცინის,ადამიანებს ელაპარაკება,გიღიმის (ისე სხვათაშორის,ზრდილობიანადსავით ) სხვის თვალში ალბათ ,ცივილიზებული ბიჭია.... უყურებ და გეცინება, ის ხომ ისედაც სასაცილოაა სულ მაცინებს ... გარს ახვევია ხალხი,რომელმაც არაფერი იცის მასზე.. ხალხი,ვინც დიდ დროს ატარებს მასთან და იქნებ გონიათ კიდეც ვიცნობთო არადა არც არასდროს უცდიათ მისი გაცნობა...:)) მერე უცებ მის მზერას დავიჭერ,წამიერად.. და ის ისევ ის ბატია რა სუპერბავშვური , ჰო დიდი ბავშვია... ფააააფუ აღარსად ჩანს ცივილიზებული ბიჭი და მაგ დროს მგონია ხოლმე თავი ბოროტი დეიდა,პატარა ბავშვს ერთადერთი სათამაშო რომ წაართვა,არა კი არ წაართვა მოშორებით დაუდო და გამოუცხადა უყურე ოღონდ არ ითამაშოო... ასე ვარ მე ძალიან ხშირად... ამდენად ახლოს და ამდენად შორს.... არაა კი არ მიყვარს,უბრალოდ ჩახუტება მომენატრა :))))))
ვაუ, რა მაგარი ისტორიაა :) :) მარიკუნა, არ მოგვაკლო ასეთი გემრიელი ჩანახატები :) :*
საყვარელია. და აი ეს ადგილი განსაკუთრებით-"აი ხელებს რომ შემოგხვევს და თავი ძალიან პატარა რომ გგონია (ან ისედაც , რომ ხარ ) " თან რომ გეკუჭება გული
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია