პირველად ხდება რომ ფილმის ყურებისას ჩანიშვნას ვიწყებ, მაგრამ რა ვქნა სხვა გზა არ მაქვს. ძალიან მინდა ვუყურო, ორი დღის წინ დავიწყე, მაგრამ სამარცხვინო ამბავი დამემართა, ისე ვიყავი დაღლილი და გონებაგათიშული, დასასრულისკენ ჩამეძინა და რომ გამოვიღვიძე, ნორმალურად არ მახსოვდა ვინ ან რა ვნახე. ეგეც არ იყოს, არ მინდა "მაკულატურის" ეფექტი დამემართოს და 3 ან 4 ნახვა დამჭირდეს იმის გასაგებად საერთოდ რა ხდება. ამიტომ მოდი ფილმის აღწერას დავიწყებ, ოღონდ ვინც აპირებთ ფილმის ყურებას, არ წაიკითხოთ პოსტი.

Qwelly, TheHatefulEight, blog, ბლოგი, დღიური, კვენტინ ტარანტინო, კინომანია, საძულველი რვა, საძულველი რვიანი, სისხლიანი კინო, ქველი

      საქმე ეხება ტარანტინოს ახალ, მერვე ფილმს, რომელსაც დაარქვა საძულველი რვიანი (The Hateful Eight). წინასაახალწლო საჩუქარივით იყო კინომანებისთვის.

      "სპოილერი" რომ არ გამოვიდეს, მხოლოდ იმ ჩანიშვნებსა და ემოციებს შემოგთავაზებთ, დაკვირვებებსა და ფიქრებს ფილმის მსვლელობისას, რომ იბადებოდა.

- ოხ ტარანტინო, ამ ცისფერ-თეთრ თოვლიან ფონზე, ეს აუტანელი ყვითელი ფერი საიდან მოიტანე?
- სამუელ ელ ჯექსონი? - ამათ ჯვარი ხომ არ აქვთ დაწერილი?
- ჯვარცმა?
- ტიმ როთიც ყოფილა.
- მორიკონეო?
- თავებად დაყოფილი ფილმები. ოხ კვენტინ!
- მგონი სახელები უნდა დავიმახსოვრო, თორემ მერე ამერევა ყველაფერი. ცოტა გადმოვახვევ. ამ კაცს ხომ ნორმალურად ფილმის მოყოლა არ შეუძლია რა. ეზარება ტექსტი წეროს და ყველაფერს შენით უნდა მიხვდე ვინ რა თქვა და რატომ.
- უკანასკნელი გაჩერება რედ როკამდე - 1.
- ცენტრალური ვაიომინგი.
- მაიორი მარკუს ვორენი.
- დეიზი დომერგი.
- თეთრი და შავი ცხენის კადრი.
- Butterfield Overland Stage CO.
- ჯონ რუზი.
- ჯექსონის გაწბილებული სახე და სისხლისმტკლიკველი დეიზი.
- ნოლანი.
- ტოდი.
- ლინკოლნის წერილი.
- მოგკლავს და ჩვენ დაგცინებთ - მუქარის საოცარი ფორმა.
- ბიჭი იარაღით. თავი 2
- ქრის მენექსესი.
- მარქს მორალესი
- ჰეგმენი, ჰეგმენ ბარბაროსი
- თავი მესამე მინის თავშესაფარი.
- ოსვალდო მობრეი
- ფილმის კომენტირება? რაღაც ახალია.
- სისხლის გულისრევამდე.
- ეს ვინღაა?
- ერთი შეცდომით იყოს კადრი, ნახე თუ გაპატიო.

      ამის შემდეგ ჩემი ჩანაწერი წყდება. არა, ამჯერად არ დამძინებია, უბრალოდ ფილმმა ჩამითრია და კომენტარების დაწერა ძალიან დამეზარა. საბოლოოდ, მინდა ვთქვა რომ კვენტინმა მგონი თავის თავსაც გადააჭარბა და ყველა სხვა წითელ ფილმს ზომბებსა თუ მკვლელობებზე, ომის სისხლის ნიაღვრებსა თუ ვამპირულ ამბებზე.

      ერთხელ ტარანტინოსთვის უკითხავთ:
- კვენტინ, თქვენს ფილმებში ძალიან ბევრი სისხლია, არ მეთანხმებით?
- თუ გნებავთ მობრძანდით გადასაღებ მოედანზე, იქ მხოლოდ ტომატია.

      არ ვიცი ეს რამდენად რეალური დიალოგია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ფილმის ყურება ტარანტინომოყვარულთათვის მისწრებაა, მითუმეტეს თუ პასტაც გიყვართ!

P.S. 18 წლამდე და სუსტი გულის მქონე ადამიანებმა არ უყუროთ.

ნახვა: 357

ტეგები: Qwelly, ბლოგი, კინომანია, ტარანტინო, ქველი

ლაშა: მარტი 16, 2016||6:41pm

maiko ratiani, როგორ არის საქმე? )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters