- მეც შემიყვარდა ერთი ქალი ნამეტნავად, - სევდიანად თქვა მოხუცმა და ერთაოზიც ოხვრით გაეპასუხა.

      - ოხ... სამარისებურ სიჩუმეში დაიწყო ქრისტეფორემ და ერთაოზიც სმენად იქცა. - მე არასოდეს დამავიწყდება გაზაფხულის ის მშვენიერი დილა. ჟენევიდან ახლად დაბრუნებული მარტოდმარტო მივდიოდი ქუჩაში. ანაზდად დაჰქროლა ქარმან სასტიკმან. დავინახე, რომ ჩემსკენ მოფრინავს ჩალის ნაცრისფერბაფთიანი ქუდი მანდილოსნისა. დავიჭირე. გადავხედე არემარეს, რათა პატრონი შემენიშნა, ოხ... ამოიოხრა მოხუცმა.

      - მერე?

      - ჩემს წინ ბუნების უმშვენიერესი ქმნილება იდგა. მე მივხვდი, რომ ეს ის არის და ის მიხვდა, რომ მე მე ვარ... ანდამატისებრ მიმიზიდა, მიმხადა მსწრაფლად ცნობანი მშვენიერებამ. ის დღე და ის ღამე, მთვარის შუქზე შემდგარმა, მე თამუნია ყიფიანის სარკმელთან გავატარე. გამთენიისას ვიწრო სარკმელში ბროლის ხელი გამოჩნდა, რომელმაც ტუბეროზა გადმომიგდო... ჩვენ გადავწყვიტეთ ჯვარი დაგვეწერა. ასპიროზის მამა განრისხდა და საცოდავი გოგონა მონასტერში დაამწყვდია. ვეახელი მას და ვთხოვე თამუნიას ხელი, "როგორ! - მიყვირა გენერალმა, - ჩემი ერთადერთი გოგონა ვიღაც სუხარებით გამოტენილ ფიზიკოსს გავაყოლო?! როგორ გამიბედე ეს, შე ნაძირალავ!" რარიგ დიდი არ იყო ჩემი სიყვარული, მაინც ვერ მოვითმინე შეურაცხყოფა და სილა ვსტკიცე გენერალს!

      ამის შემდეგ შეყვარებული ფიზიკოსი გაუსამართლებიათ, მოსამართლეს, თავად ფალავანდოვს, მისთვის სამი წელი მიუსჯია. "აჰ, შე მაწანწალავ!" - შეჰყვირა მაშინ სტუდენტმა. სტაცა ხელი თურმე ფალავანდოვს. კვლავ გაასამართლეს, ამჯერად მოსამართლის შეურაცხყოფისათვის, მოსამართლე ციციანოვმა იმ სამ წელს ხუთი წელი დაუმატა და, რადგანაც სტუდენტს, სასამართლოზე ხელფეხდაბორკილს, მეტი ვერაფერი მოუხერხებია, თავი უთავაზებია მოსამართლისათვის სახეში. ისევ გაასამართლეს. კიდევ ხუთი წელი მიუმატეს ციციანოვის შეურაცხყოფისათვის. "აჰ, შე იშკილბაზო!" ისევ გაისმა შეყვარებულის ხმა.

      - ერთის ლექსით, თვრამეტი წელი დავაგროვე. ფარ-ხმალი მაინც არ დამიყრია. გადავწყვიტე საფრენი აპარატი გამომეგონებინა თამუნიას მოსატაცებლად, როცა ორივენი ჰაერში ავფრინდებოდით, მაშინ რაღა დაუდგებოდა წინ ჩვენს სიყვარულს! დღედაღამ ვმუშაობდი გამოთვლებზე. ოხ, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა! თამუნიას სიყვარულის ნიადაგზე ტუბერკულოზი განუვითარდა. კონსილიუმი კონსილიუმს მოსდევდა. სურამი, ნიცა, კუმისი! ყველაფერმა ამაოდ ჩაიარა, მისი უკანასკნელი თხოვნა ჩემი ხილვა იყო, აბა, ამას ვინ დაუდგებოდა წინ. წამიყვანეს ბორკილებიანი, ცოცხალს ვერ მივუსწარი... სევდიანი ღიმილი ამშვენებდა მის ნაწამებ სახეს... მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები! უკანასკნელი სიტყვები ქცევამზიანის, სხივცემულისა ყოფილა: "შენ, მხოლოდ შენ"...

      ერთაოზი გაოცებით ისმენდა ამ ამბავს. თურმე ნუ იტყვით, მოხუცი ყოველ 5 წელში ერთხელ ახერხებს აქედან გაპარვას სატრფოს საფლავის სანახავად და უბედურს ყოველთვის სასაფლაოზე იჭერდნენ. მოჰყავთ საპყრობილეში და მოსახდელ წლებს უმატებენ. ის კი ისევ გარბის, კაციშვილი მისი დამკავებელი არ არის თურმე!

      - ეხ, თამუნია! - თავი ჩაქინდრა მოხუცმა.

      ერთაოზმა ვერ გაუძლო ამ სევდიანი სიყვარულის ამბავს და თვალები აუცრემლდა.

      - ადრე თუ გვიან, - დარწმუნებით თქვა ბერიკაცმა, - მე ავაშენებ ცათმფრენს, სახელად "თამუნიას" ვუწოდებ და გადავუფრენ საყვარლის საფლავს... თქვენ ხომ გჯერათ, რომ ადამიანი უნდა გაფრინდეს.

რევაზ გაბრიაძე
უცხო ჩიტი (ნაწყვეტი)

ნახვა: 555

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ერთაოზ_ბრეგვაძე, რევაზ_გაბრიაძე, რეზო_გაბრიაძე, უცხო_ჩიტი, ქრისტეფორე_მგალობლიშვილი, შერეკილები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters