ბავშვობაში ყველა ფიქრობს იმაზე თუ ვინ უნდა გამოვიდეს, როცა გაიზრდება. მეც, გაგიკვირდებათ და, მქონდა ეგეთი მომენტი ☺ სულ გავიძახოდი ექიმი უნდა გამოვიდეთქო ☺ სურვილი ნაწილობრივ ამიხდა, ხშირად ვათვალიერებ საავადმყოფოების კედლებს, ჭერს, საოპერაციო მაგიდებს ☺ ექიმის რა მოგახსენოთ, მაგრამ აქტიური პაციენტი მაინც ხომ გამოვედი... ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ბავშვობაშიც კი არ მომსვლია აზრად ნათურა ვყოფილიყავი, არა და ფანტაზიას არასდროს ვუჩიოდი ☺ თქვენც გაგიკვირდათ ხო? მეც ეგეთი გაკვირვებული ვიყავი, პირველად ამ აზრმა რომ გაისეირნ-გამოისეირნა ჩემს თავში. მაგრამ... აი წარმოიდგინე, ნათურა ჩვეულებრივად ანათებს ოთახს და თუ მოულოდნელად მაღალი დენი მოვიდა, ნათურა ვერ უძლებს და ძალიან მარტივად გადაიწვება ხოლმე. გადაიწვება, გამოცვლიან, ნაგავს გააყოლებენ და მორჩა მანდ მთელი ისტორია. ნათურას არ უწევს დიდი ხანი გაუძლოს მაღალ დენს, მისგან არავინ ელოდება, რომ ის გადაიტანს და ცოტა ხანში ისევ განათდება! მას უბრალოდ ისე შეცვლიან, თვითონ რომ ვერაფერს გაიგებს ☺ ამის მერე როგორ არ უნდა ინატრო ნათურად ყოფნა? ☺
თუმცა ამ სურვილთანაც ფრთხილად უნდა ვიყო, წეღან როგორც მოგიყევით, ჩემი სურვილები ხდება, ოღონდ პატარა სახეცვლილებებით და ნათურის ნაცვლად ელექტროენერგიად არ ვიქცე. ხომ გადავბუგე მერე ყველა ☺ ☺
ნათია ბიჭად ყოფნის სურვილი მე ახლაც მიჩნდება ხოლმე, როცა ვინმე ძალიან გამაბრაზებს :D :D :D
თა _ მო შენც რაღა უბრალო ნათურობა მოინდომე, ან "პროჟექტორობა" თქვი, ან რამ ძლიერი და გამძლე მაინც მოითხოვე :((( სად გაგონილა შენი გადაწვა?? ვინ მოგცა ამის უფლება?? (( ეგოისტური ნათურა იქნებოდი :P :D
მოიცა რა ლაშა :) რა პროჟეკტორობა, ცოტა ხო უნდა შეესაბამებოდეს ახლანდელ ჩემს მდგომარეობას :D საპროჟეკტორო გოგო 47 კგ-ზე ცოტა მეტი მაინც უნდა იყოს :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია