ახლა როცა ავტობუსების ამბები ასე თუ ისე ამუშავებულია და ხიდის მშენებლობაზეც ბოლო დღეებია გიგანტურ ამწეს ვხედავ, საზრუნავ-საწერი ხომ არ გამომელეოდა და მინდა კიდევ ერთი საქმე საზეო წამოვწიო წინ.
ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენი უბანი - ხიდისუბანი (ყოფ. აზნევთი) გადათხრილია. საშვილიშვილო საქმე გაკეთდა და წყლის მილები შეიცვალა, ახლა კი გზის დაგების სამუშაოები იწყება. მართლა მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, ამიტომ დროში გაწელილ ათხრილ-დათხრილობაზე არ ვწუწუნებთ ხიდისუბნელები (ეგეც არ იყოს, ერთი ჩიხია, წერეთლის გამზირი ხომ არა?). უბრალოდ, ვიდრე ყველაფერი მაინც გადათხრილია და მძიმე ტექნიკას უწევს მუშაობა, ერთი კეთილი საქმის იდეა მინდა მოგაწოდოთ - თან არჩევნების წელია.
მცხეთის თითქმის ყველა უბანს, სადაც ამის საშუალებას იძლეოდა ლანდშაფტი და განაშენიანება - აქვს სტადიონი, ხიდისუბანს არ აქვს. არადა, ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი ადამიანი სახლდება ჩვენს უბანში (უამრავ უცნობ სახეს ვხვდები დილა-საღამოს) და ასეთ მზარდ დასახლებებს, სადაც ბავშვების რაოდენობაც იზრდება, აუცილებლად სჭირდებათ სპორტული მოედანი (სავარჯიშოები რომ გააკეთეთ, ვარჯიშის შედეგები ხომ უნდა წამოვაჩინოთ სადმე?). რომ არ გეგონოთ ჰარი-ჰარალოზე ვწერ და ვაფრქვევ იდეებს, ადგილიც მაქვს მოფიქრებულ-შერჩეული. ჯერ კიდევ უხსოვარ დროს, ღრმა ბავშვობაში ამ ადგილას, აზნევთელები (მაშინ პატარა ვიყავი) საკუთარი ძალებით ვაპირებდით საფეხბურთო მოედნის მოწყობას, ქვების გატანაც კი დავიწყეთ მაგრამ ენთუზიაზმს სიზარმაცემ აჯობა და ისევ ტყეში, აღმართ-დაღმართ ბურთის დევნა ვარჩიეთ.
რუკაზე რომ მონიშნულ შენობას ხედავთ, ეგ არის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა. უფრო სწორედ, რაც იმ ქარხნისგან დარჩა - მხოლოდ კედლები და სახურავი. შორიახლოს ცისტერნებიც იყო სანამ ჯართში ჩააბარებდნენ. ჰოდა, ამ ნაქარხნალზე, შიგნით იმხელა სივრცეა, კარგი, გულიანი, დიდი დარბაზი გამოვა, მაგრამ დარბაზი არ გვინდა. მხოლოდ ქვებისგან გაწმენდა და სტადიონის მოწყობა, შესაბამისი საფარის დაგება გვჭირდება. მაღალი მესერით შემოღობვა არ დასჭირდება და განათებებსაც ადვილად დაამაგრებთ კედლებზე. მაყურებლებისთვის სკამების ადგილიც მოინახება. თან, პირველი, უბნის დახურული მოედანი იქნება რაიონის და ვინ იცის, იქნებ რეგიონის მასშტაბით. არაა ცუდი აზრი, დამიჯერეთ.
ადგილი ვისია თუ იკითხავთ, მაგაზეც წაგიგდეთ საქმე წინ და მოგიძიეთ - ადგილი საკადასტრო კოდით: 72.07.07.187 ეკუთვნის გიბრალტარში რეგისტრირებულ კომპანიას „სს რივერ საუდ ლიმიტედი“. ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია 2002 წელს. ანუ 22 წელია ეს ადგილი და მიმდებარე ტერიტორია (5000 კვმ-ზე მეტი) კერძო მფლობელის ხელშია და რა ნახა გიბრალტარში ასეთი არ ვიცი, რომ აქეთ გამოხედვა არ უნდა. ერთი ნიუსიც - ამ „სს რივერ საუდ ლიმიტედის“ ფილიალი უკვე თბილისში, სამგორშია გახსნილი 2018 წელს (ID: 206118805) და შესაძლებელია მის დირექტორთან გასაუბრება - იქნებ კეთილი კაცია და უარი არ გითხრათ სტადიონის მოწყობაზე?
მოკლედ, გზები ათხრილია, ადგილი მოძიებულია, მფლობელიც გამოვლენილია და საქმის გაკეთება კი არ გეშლებათ (თან არჩევნების წელია).
მორატორიუმიაო და არ შეიძლებაო, ნუ გვეტყვით - ძველი პროექტით გავაკეთოთ ეგ სტადიონიც.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია