არტ ჰოლის დარბაზში (ცოტნე დადიანის #26), ხარაგაულის, რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრმა წარმოადგინა ლიტერატურული მონოსპექტაკლი "ამ მიწის ბედი ჩემი ბედია". სპექტაკლი ქართველი მწერლისა და რეჟისორის, გოდერძი ჩოხელის ცხოვრება-შემოქმედებას მიეძღვნა და საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა - 26 წლის ნიკოლოზ ჩოხელი სიკვდილს ებრძვის და სწორედ მის დასახმარებლად და თანხების შესაკრებად გაიმართა. გარდა თეატრალური წარმოდგენისა, თანამედროვე ავტორებმა, საკუთარი წიგნები გამოიტანეს გასაყიდად და შემოსული თანხა მთლიანად ნიკოლოზის დასახმარებლად გადარიცხეს. ასევე, საღამოს ერთ-ერთმა მასპინძელმა, მხატვარ-დიზაინერმა მაქს შარითმა (იგი ისრაელის მოქალაქეც გახლავთ) თავისი ხელოვნების ძვირადღირებული რამდენიმე ნიმუში დაბალ ფასად გამოიტანა გასაყიდად, საიდანაც მიღებული თანხა უნდა მოხმარებოდა ნიკოლოზის მკურნალობას.
სპექტაკლის დაწყებამდე ღონისძიების შესახებ მოკლედ ისაუბრა ხარაგაულის თეატრის რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ, წარადგინა მისი მასპინძლები და თანამდგომნი, შემდეგ კი არტკომის დარბაზში დაიწყო მონოსპექტკალი, რომლის რეჟისორმა და წამყვანმა, ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ ძალზე მგრძნობიარედ და ემოციურად დაგვიხატა მწერლის ბავშვობა, მისი განცდები და ოცნებები, მისი სტუდენტობისდროინდელი საოცარი თავგადასავლები, მისი მრავალმხრივი კოლორიტული შემოქმედება პროზაში, პოეზიასა და კინოში, მისი ტრაგიკული აღსასრული. სულ 1 საათიან სპექტაკლში ქალბატონმა იზამ ამაღელვებლად გადმოგვცა მწერლის სამყარო, წარმოგვიდგინა მისი სუფთა და სიკეთით აღსავსე პერსონაჟები, სწრაფვა ადამიანებს შორის ურთიერთსიყვარულისაკენ, სულიერებისაკენ, მოწოდება პატრიოტიზმისაკენ. იქვე ხაზი გაესვა, რომ ავტორის შემოქმედების თითქმის მუდმივი თანამდევი სევდიანი განწყობა გოდერძი ჩოხელს ადამიანური ამპარტავნების შეკავების საშუალებად მიაჩნდა. იგი განსაკუთრებულად მტკივნეულად განიცდიდა სამშობლოს, ქართველი ხალხის ბედს, მისი ცხოვრების ბოლო ხანებში დამკვიდრებულ ადამიანთა გაუტანლობას, სიხარბეს, გულგრილობას, თვალთმაქცობასა და სხვა უარყოფით თვისებებს, რასაც თავის შემოქმედებაში ადამიანთა შორის მგლების მომრავლებით ასახავდა... ამასთან ერთად ის სამშობლოს ბედს თავის პირად ცხოვრებას უკავშირებდა და მასთან ერთად იტანჯებოდა. უამრავი სადარდებელი გააჩნდა პირად ცხოვრებაში: გამოუქვეყნებელი პოეტური და პროზაული ნაწარმოებები, ფილმების გადაღების აუხდენელი ოცნება, ოჯახის მატერიალურად შენახვა და სხვანი, რაც გულს უსერავდა მას, და ბოლოს მისმა გულმა ვეღარ გაუძლო კიდეც ამდენ ვარამს...
სპექტაკლის შუა ნაწილში წარმოდგენილი იქნა გოდერძი ჩოხელის ფილმებიდან ნაწყვეტები, რამაც ქალბატონ იზას მიერ შთამბეჭდავად დახატულ ავტორის ცხოვრება-მოღვაწეობის სურათებს სიცოცხლე შეჰმატა...
სპექტაკლით განცდილი ამაღელვებელი და სასიამოვნო განწყობა, მიღებული შთაბეჭდილებანი გააძლიერა მისი დამთავრების შემდეგ საქველმოქმედო ღონისძიების შეჯამებამ, საიდანაც შემოსული თანხის რაოდენობა და მათი შემწირველთა გვარები დიდი სიამოვნებით იქნა წაკითხული. მართლაც, ყველას აღტაცება დაგვეუფლა _ დაახლოებით 50 ადამიანის მიერ შემოწირვით, წიგნებისა და მაქს შარითის ნიმუშების შეძენით შემოსული იქნა 3662 ლარი, რომელიც მეორე დღესვე უნდა ჩარიცხულიყო ნიკოლოზის მკურნალობისთვის გახსნილ ანგარიშზე.
ძალზე სასიამოვნოა, რომ აღნიშნული საქველმოქმედო თეატრალური საღამო ერთ-ერთი იყო საქართველოში ამავე მიზნით გამართულ მრავალ ღონისძიებას შორის, საიდანაც, იმედია, საკმარისზე მეტი თანხა მოგროვდება ნიკოლოზ ჩოხელის სიცოცხლის გადასარჩენად, რასაც ლოცვითაც უნდა შევეწიოთ...
ნახვა: 264
ტეგები: Qwelly, არტკომი, ბლოგი, ლიტერატურა, მონოსპექტაკლი, ნიკოლოზ_ჩოხელი, რეზო_თაბუკაშვილი, საქველმოქმედო_საღამო, საქველმოქმედო_სპექტაკლი, სპექტაკლი, მეტი...ქველმოქმედება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია