სიკვდილი, სიცოცხლის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა ფორმით. საერთოდ, მოკვდა მკაცრი ფორმაა, სწორია გარდაიცვალა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე არ დაფიქრდეს სიკვდილზე, არ ჩაუღრმავდეს ამ თემას და არ დაებადოს შემდეგი კითხვები: რა ხდება როდესაც მოვკვდები? სად მოვხვდები?არსებობს თუ არა სამოთხე ან ჯოჯოხეთი? ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხს სიკვდილის შემდეგ თუ გავიგებთ. ეს ფენომენი, სიკვდილი, მეცნიერებმა დიდიხანია ამოხსნეს, თუმცა სულიერად საიდუმლოდ რჩება.
ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმდენი სიხარულის და ბედნიერების გამზიარებელია, ძნელია იფიქრო იმაზე, თუ როგორ მთავრდება ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი და ყველაზე ცუდია, რომ არ იცი რა იწყება ამის შემდეგ. ეს არცოდნა და მასზე ფიქრი ადამიანს სულიერად ანადგურებს. ადამიანი მაშინ არის მშვიდად, როდესაც იცის რა ხდება. როგორც კი მომავალზე იწყებს ფიქრს და სვამს კითხვებს: რა იქნება? როდის იქნება? ზუსტად ამ დროს იწყება სულიერი არეულობა. ვფიქრობ ადამიანს წუთისოფლის დატოვების უფრო ეშინია, ვიდრე სიკვდილის. არ ვიცი, შეიძლება ეს ინსტიქტია ან სხვა რამ, მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ, სანამ გული გვიცემს და შეგვიძლია გავიზიაროთ ბედნიერი წუთები, სხვა დანარჩენ გრძნობებთან ერთად, ნუ ვიფიქრებთ იმაზე თუ რა იქნება ხვალ. მთავარია ახლა შეგვიძლია შევიგრძნოთ ყველა საუკეთესო მომენტი ამ ცხოვრებისა და დავტკბეთ ამით. სჯობს ნუ ვიფიქრებთ სიკვდილზე. აღსასრული ერთხელ დგება, ჩვენ კი მთელი ცხოვრება შიშის გრძნობით ველით მას. სიკვდილის შიში უფრო საზარელია, ვიდრე თავად სიკვდილი.
ამიტომაც, თუ გვსურს ჩვენი სახელები მომავალმა თაობებმა უკვდავყონ, უნდა ვიცხოვროთ სიმართლით, პატიოსნად, უნდა ვიყოთ კაცთმოყვარენი და ღვთისმოშიშნი. უნდა შეგვწევდეს ძალა იმისა, რომ მივუტევოთ ერთმანეთს და დავუყვავოთ, ვენდოთ ერთმანეთს და მხარში დავუდგეთ. დავთესოთ სიკეთე და სიყვარული ♥
"ყოველი რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინასწარმეტყუელი." მათე 7:12
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
3 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
3 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია