ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის მთავარ ამბად NDI-ს მორიგი კვლევა იქცა, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის უკმაყოფილებაზე დადო შედეგები, ხოლო მეორე ვრცლადაქტიური თემა პრეზიდენტის მოწყალების ინსტიტუტი გამოდგა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 სექტემბერი, 2019

      ყოველთვიური მკვლევარები - NDI - გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მთავარ ეროვნულ საკითხად კვლავ სამუშაო ადგილები რჩება. გამოკითხულთა ნახევარს ჰქონია შემთხვევა, როცა კომუნალური გადასახადებისთვის თანხა არ გააჩნდა. გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია. ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა 78%-ს შეადგენს. საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს. გამოკითხულთა 41% საბჭოთა კავშირის დაშლას „ცუდ მოვლენად“ აფასებს. რესპონდენტთა 63%-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა "ცუდი", 4 %-ის შეფასებით კი "კარგია". ანრი ოხანაშვილი NDI-ის კვლევაზე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საზოგადოების მთავარი გამოწვევები მაქსიმალურად გონივრულ ვადებში გადავჭრათ. რესპონდენტთა უმრავლესობისთვის 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებული ახალი საბანკო რეგულაციები მისაღებია. სალომე სამადაშვილი NDI-ის კვლევაზე - ჩვენი მოქალაქეების ყველაზე ადეკვატური შეფასებაა იმ რეალობაზე, რომელშიც ცხოვრება უწევთ. 43 % აცხადებს, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობა 5 წლის წინანდელთან შედარებით ნაკლებია. გიგი უგულავა - ხელისუფლებისთვის საგანგაშო მაჩვენებელია, როცა გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 50%-ს ჰქონია შემთხვევა, როცა მას ან მის ოჯახის წევრს წამალი სჭირდებოდა, მაგრამ არ ჰქონდა შეძენის ფინანსური შესაძლებლობა. კვლევის თანახმად, კაცებისთვის სასურველი მინიმალური ხელფასი საშუალოდ 823 ლარი, ქალებისთვის კი - 643 ლარია. გამოკითხულთა უმრავლესობას ბანკების მიმართ ნდობა არ გააჩნია. ლორა თორნტონი კვლევებზე - ეს ყველაფერი აგზავნის მკაფიო მესიჯებს ქვეყნის ლიდერებთან, რომ საჭიროა მუშაობა ჯანდაცვის მიმართულებებზე და ეკონომიკური ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავებაზე. გია ვოლსკი NDI-ის კვლევაზე - რეალური სურათი იმ კვლევებშია დადებული, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია. გიგა ბოკერია NDI-ის კვლევაზე - ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი განწირულია. თეონა ჭალიძე NDI-ის კვლევაზე - ნათელია, რომ ხელისუფლება მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ პოლიტიკას არ ატარებს.

      მოწყალე პრეზიდენტი - ადვოკატი გიორგი ოთხმეზურის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე - პრეზიდენტმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო - ეს იყო დაგვიანებული შეწყალება. კახა კალაძის აზრით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩანაწერი უნდა გადაიხედოს. გია ვოლსკი - დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არასწორი გადაწყვეტილებაა, არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს. რომან გოცირიძე - მივმართავ მათ, ვინც ზურაბიშვილი პრეზიდენტად აირჩია: როგორ მოსწონთ პრეზიდენტი, რომელიც 1 თვეში ორ მკვლელს იწყალებს? ალეკო ელისაშვილი - მიღრმავდება ეჭვი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო პატიმრების შეწყალებაზე ფულის კეთება. მოკლული დავით ოთხმეზურის ახლობელი - გიორგი ოთხმეზურის ოჯახს ზურგში დანა ჩაარტყა ამ ხელისუფლებამ - ზურაბიშვილმა გონიერებას მოუხმოს - ფეხებზე არ უნდა დაგვიკიდოს. ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ შეწყალების პრაქტიკა არსებითად და ფუნდამენტურად დაიხვეწოს. სახალხო დამცველი მოუწოდებს პრეზიდენტს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა საზოგადოებას შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების არგუმენტაციაზე დამატებითი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

      პორტი ანაკლიას - „ანაკლიის კონსორციუმი“ - წარვადგინეთ ორი მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი და ლოგიკური იქნება თუ სამინისტრო მათ წერილებით დაუდასტურებს, რომ პროექტში მიესალმებიან.

      ქალაქის იერსახე - იმ შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, ფინანსურად დასჯადი იქნება.

      შვეიცარიის სახელმწიფო მდივანი - საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნები გაიზარდა, თუმცა ქართველები მიიღებენ უარს და მათ აუცილებლად დავაბრუნებთ საქართველოში. შვეიცარიის ელჩი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე - ნებისმიერ სანქციას მოჰყვება თავისი შედეგები - გასათვალისწინებელია, რა მოჰყვება მას საქართველოსთვის.

      ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებთ რუსეთს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოახდინოს საკუთარი ძალების გაყვანა. განცხადებას არ გავაკეთებ იმ მესიჯებსა და მოწოდებებზე, რაც აშშ-ს საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე ისმოდა. მერსედეს ვერა მარტინი - საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მყარია.

      სეტყვა კახეთში - ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა

      რუბლები აფხაზეთს - რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მილიარდი რუბლი გადაურიცხა

საზღვარგარეთულები:

      სამეული - რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნაზე შეთანხდნენ.

      არაბეთში ბომბები - ვლადიმერ პუტინი საუდის არაბეთს რუსულ იარაღს სთავაზობს. „ბიბისი“ - საუდის არაბეთზე თავდასხმაში ირანის ბრალეულობა იკვეთება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 137

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mmoexp Diablo 4 Items: Armor and Jewelry for Aspect Support

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 23, 2025.
საათი: 5:59am 0 კომენტარი

5. Armor and Jewelry for Aspect Support

Armor and jewelry are ideal for enhancing defensive stats and utility:

Armor with sockets for Diablo 4 Items multiple Aspects allows for stacking complementary effects, such as damage mitigation combined with resource regeneration.

Jewelry that boosts resistance and life synergizes well with defensive Aspects, making your character harder to kill.

Amulets or rings with…

გაგრძელება

Mmoexp Skull and Bones Items: Plan Your Actions and Follow a Strategy

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 23, 2025.
საათი: 5:28am 0 კომენტარი

3. Plan Your Actions and Follow a Strategy

Instead of diving straight into a time-limited challenge without a plan, take a moment to develop a strategy. Having a plan not only helps you avoid rushing but also ensures you're taking the most efficient route to complete your objectives.

Create a step-by-step approach: Outline the tasks you need to Skull and Bones Items accomplish and prioritize them. For example, if the…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters

TOP.GE