სტატუსში ჩასატევი პოსტი არ გამომივიდა, ამიტომ მცირე ბლოგად უნდა მოვყვე.
წარმატებული წლის მოლოდინით დაიწყო 2021. სულ მინიმუმ 2020_ზე უკეთესი ვუსურვეთ ერთმანეთს, მაგრამ...
მოკლედ, ასეთი ამბავი შეგვემთხვა დღეს. მეზობელი შემოვიდა ოფისში. ერთი მოხუცი კაცია. ჯერ კიდევ ძველი სტამბების დროიდან ცხოვრობს დიღმის მასივში. ვნაცნობობთ ერთმანეთთან, ამიტომ მოურიდებლად იკითხა - სტამბა მაკულატურას ხომ აბარებსო.
დავთანხმდით, ცხადია, აბა ამდენი ქაღალდი სად უნდა წავიღოთო - ვუთხარით. ძალიან კარგიო, აქვე „პარკში“ მაქვს აგროვებული და გადმოვიტანო. წავიდა და 20 წუთში მართლაც პატარა ტომრით დაბრუნდა, მაკულატურის ყუთთან მივიდა და ამოაპირქვავა, ამოაცარიელა.
მაკულატურას შორის იყო გასული საუკუნის, რუსულენოვანი სკოლისთვის შექმნილი სახელმძღვანელოები, რამდენიმე სანოტო კრებული, 60_იანი წლების ტელეფონების წიგნაკი, გაყვითლებული ჟურნალ-გაზეთები და კიდევ ერთი წიგნი, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიქცია.
დიდი კურთხევანი
მოჩანდა ყდაზე ასომთავრულად, მოოქროვილი წარწერა.
გადავშალე და 2004 წლის გამოცემა, „დიდი კურთხევანი“ შემრჩა ხელთ.
ვინ აჩუქა ამ კაცს, რატომ, რისთვის ჩვენთვის სრულიად უცნობია. როგორ მოხვდა თქვენთან ეს წიგნითქო, კითხვა მოვასწარი და არ ვიცი, არ მახსოვსო.
შეიძლება ძველმა სტამბებმაც აჩუქეს ინტერესიან მეზობელს იმის თავდაჯერებით, რომ კარგ რელიგიურ, სულიერ წიგნს ჩუქნიდნენ. ვინ იცის...
კურთხევანი ხუცურად არის შესრულებული.
სულ ეს იყო.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია