იქნებ შევძლო მოვახერხო და გადმოვცურო, ზღვა რომელიც ჩვენს შორისაა. არ აღმოჩნდა ადვილი სიშორე, ძნელია ის რომ შენ ხარ შორს ძალიან შორს და არა ის, რომ მე ვარ მარტო. ეს გგონია ერთი და იგივე რამეა? მაშინ შემცდარხარ. მე მარტოობას ავიტანდი შენ, რომ არ არსებობდე, მაგრამ როცა არსებობ და მაინც მარტო ვარ ეს არის ის დიდი ზღვა, რომელიც გვაკავშირებს, რომელის გადალახვასაც მე ვერ შევძლებ.!

      იცი რამდენი მიზეზია, თუ რატომ არ შემიძლია? იმიტომ, რომ ცურვა არ ვიცი…იმიტომ, რომ მე სუსტი ვარ, შენ კიდევ ჩემზე უფრო ძლიერი და ამას შენ უფრო შეძლებ…იმიტომ, რომ მე ჯიუტი ვარ, შენ კიდევ ჩემზე უფრო ჯიუტი, მაგრამ მე დათმობას არ ვაპირებ. იქნებ არც მინდა ზღვაში შეხვიდე, ალბათ იმიტომ რო ეს ზღვა ყველაზე ბობოქარია, იმაზე დიდი ტალღებია ვიდრე ჩვეულებრივ და ის იმდენ მტერს მალავს, რომლებიც უცებ გამოჩნდებიან ხოლმე და საბოლოოდ შენ გაქრები.

მე მჯერა

გაქრები, მაგრამ მერე ისევ თვალწინ მიდგახარ, თუ ეს შენ აღარ ხარ მაშინ ვინ არის. როცა ქრები ვინღა მელოდება ზღვის მეორე მხარეს. ისევ შენ ხარ, ისევ ისეთი. თითქოს არაფერი მომხდარა, შენ უბრალოდ დროებით გაქრი, მე კიდევ ეს "დროებით" საუკუნოდ მომეჩვენა.

      ჩნდები და ისევ იწყება თავიდან, ყველაფერი..

      სიზმრები,

      გრძნობები,

      ფიქრები,

      სიტყვები…

მინდა ბრმა ვიყო, რომ შენ არ გხედავდე… ყრუ მინდა ვიყო, რომ შენი ხმის გაგონებაზე ისევ არ დავკარგო გონება… ვისურვებდი უგრძნობი ვიყო, რომ შენმა ჩახუტებამ ბოლო არ მომიღოს.

      არა, მე რომ ამით ვცოცხლობ ეს არის უბედურება, რომ არა შენი თვალები, რომ არა შენი სახე, შენი – სიტყვები, რომ არა შენ…

      მე?

      მაშინ უბრალოდ არც მე…

ნახვა: 387

ტეგები: dream, love, qwelly, qwellyblog, ქველი, შენ

ნინუცა ნანიტაშვილი: სექტემბერი 17, 2013||5:14pm

ძალიან მომეწონა : )

შემთხვევით ვერ მეტყვი ეს სად ნახე?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters