კრიტიკული აზროვნების თეორია ერთ-ერთი განსაკუთრებულია და თავისი არსით ლიტერატურათმცოდნეთა ინტერესს იწვევს.
ამ მხრივ, კრიტიკული აზროვნების მეთოდებს შორის განსაკუთრებულია ედვარდ ბონო და მისი ნაშრომი: "აზროვნების ექვსი ქუდი".
ედვარდ დე ბონო – ბრიტანელი ფსიქოლოგი, მწერალი და მრჩეველი შემოქმედებითი აზროვნების სფეროში, შეისწავლიდა მედიცინას, ფიზიოლოგიას, ფსიქოლოგიას, რომელთა საფუძველზეც დაიბადა "აზროვნების ექვსი ქუდის" თეორია. ეს თეორია "ტვინის შტურმის" ყველაზე პოპულარული მეთოდია.
მისი დაბადების წინაპირობა გახდა მტკიცებულება, რომ ადამიანის აზროვნება ყოფიერების (არსებობის) პროცესში თანდათან ხდება ცალმხრივი, სტერეოტიპული. ეს დამტკიცებულია უამრავი ფაქტით : რელიგიით, განათლებით, მორალით და ა.შ. გარდა ამისა, აზროვნების პროცესი დაკავშირებულია ადამიანის ხასიათთან, ემოციებთან და ინტუიციასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ედვარდ დე ბონომ შემოგვთავაზა 6 გზა, რომლებსაც შეუძლიათ დაარღვიონ ტვინისთვის ჩვეული მდგომარეობა.
6 ქუდის მეთოდი – ეს ფსიქოლოგიური თამაშია როლებით.
ქუდი განსაზღვრული ფერით ნიშნავს აზროვნების ცალკეულ რეჟიმს და მისი დახურვით ადამიანი მას ააქტიურებს.
როგორ გამოვიყენოთ ეს ხერხი :
ედვარდ დე ბონო თავისი მეთოდის გამოყენების პრაქტიკაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იბადება პოლემიკიდან, მასში კი იმარჯვებს ის აზრი, რომელიც უკეთაა დაცული და არა ის, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მთელი კოლექტივის ინტერესებს. ამ დაკვირვებაზე დაყრდნობით ტექნიკის ავტორმა შემოგვთავაზა სხვა მიდგომა-პარალელური აზროვნება, რომლის აზრი იმაშია, რომ პრობლემა უნდა განიხილებოდეს არა იდეების კამათში, არამედ მის მთლიანობაში.
ფიგურულად ექვსი ქუდის გამოყენების ტექნიკა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ნახატი სხვადასხვა ფერის ფანქრებით. ფერადი ნახატი გამოდის მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ფერია გამოყენებული, ასევეა დე ბონოს მეთოდის შემთხვევაშიც, სიტუაციის მთლიანი ხედვა მას შემდეგ მოდის, რაც ყველა "ქუდს დავიხურავთ."
ამ ქუდის დახურვის დროს ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ყველა იმ მონაცემზე, რაც გვაქვს. ვცდილობთ მივხვდეთ, რომელი ინფორმაცია გვაკლია, სად შეიძლება მისი პოვნა. როგორ გამოვიყენოთ უკვე ცნობილი ფაქტები და დასკვნები პრობლემის გადაწყვეტისთვის.
ჩვენ ვააქტიურებთ გრძნობას და ინტუიციას. რას გკარნახობს შინაგანი ხმა?
ინტუიციური აღმოჩენები და განცდები ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, განსჯა ემოციურ ფონზე, ადამიანური გრძნობების ჭრილში. თუ განხილვა კოლექტიურია, აუცილებელია შეეცადო გაიგო სხვა ადამიანის პასუხები, ამისთვის საჭიროა ყველა იყოს გულწრფელი, არ დამალოს საკუთარი გრძნობები და განცდები.
აქ თქვენ უნდა იყოთ პესიმისტი. ეცადეთ ყოველ იდეაში იპოვოთ სუსტი მხარე და მაქსიმალურად მიაქციოთ მას ყურადღება. შავი ქუდი განსაკუთრებით სჭირდება მას, ვინც უკვე მიაღწია წარმატებას და მიეჩვია პოზიტიურად აზროვნებას, რადგან, როგორც წესი ასეთი ხალხი არ აფასებს სიძნელეებს.
ეს გახლავთ შავის საპირისპირო და ამ ქუდის ქვეშ იგულისხმება "ოპტიმისტურად აზროვნება". პოზიტიური მიდგომა პრობლემური საკითხისადმი. გამოყოფა ძლიერ მხარეებისა, გადაწყვეტილების უპირატესობისა.
აღნიშნავს შემოქმედებას, არაჩვეულებრივი იდეებისა და არაორდინალური შეხედულებების ძიებას.
მას იხურავს ხელმძღვანელი. ის, ვინც სახავს მიზანს დასაწყისში და მიყავს სამუშაო ბოლომდე. იგი მართავს მთლიან პროცესს, ყველას აძლევს სიტყვას, აკვირდება თემატიკის დაცვას.
"ექვსი ქუდის" მეთოდიკის ეფექტიანობა შემოწმებულია სხვადასხვა ფირმებისა და კომპანიების გამოცდილებით, მათი შედეგებით. კერძო მაგალითებდან გამომდინარე მეთოდი ათვისებულ იქნა ფირმა "speedo"-ს მიერაც.
ნახვა: 1677
ტეგები: Edward_de_Bono, bono, hats, psychology, qwelly, qwellypost, six_thinking_hats, აზროვნების_ექვსი_ქუდი, ბლოგი, ედვარდ_დე_ბონო, მეტი...პოსტი, ფსიქოლოგია, ქველი, ქუდი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია